საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტეოდორ მელესკანუმ თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს მისალოცი წერილი გამოუგზავნა, სადაც ის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

ტეოდორ მელესკანუს თქმით, თანმიმდევრული რეფორმებით, ასევე ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების გამტკიცებისკენ სწრაფვით, საქართველომ რეგიონში წამყვანი და სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია განიმტკიცა.

 

წერილში გამოთქმულია რწმენა, რომ საქართველო მომავალშიც რუმინეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად დარჩება.

 

ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.