Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9682
EUR
3.298
RUR
0.0464
GBP
3.8242

2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 45 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

 

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვლითა სტატუსის შესახებ გაერომ მორიგი რეზოლუცია 79 ხმით 15 წინააღმდეგ მიიღო. 57-მა წევრმა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 16-მა ქვეყანამ მისცა, 62-მა კი თავი შეიკავა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში.

 

"მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 45 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 45-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 45 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

 

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

 

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

 

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

 

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ, ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

 

სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

 

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

 

საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, (გაერო) აცხადებს, რომ 2018 წელს ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გაიზარდა, რაც სერიოზული შეშფოთების საგანია .

 

2018 წელს ავღანეთში თავდასხმების და საბრძოლო მოქმედებების შედეგად 3804 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. აქედან 927 ბავშვია. დაიჭრა 7189 მშვიდობიანი მოქალაქე. 2017 წელთან შედარებით მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი 11%-ით არის გაზრდილი - ნათქვამია კვლევაში, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, საკუთარ ვებგვერდზე დღეს გაავრცელა.

 

ექსპერტების შეფასებით თავდასხმების 63% ქაბულის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა განახორციელეს. 37% რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „თალიბანმა“. 20% დაჯგუფება „ისლამის სახელმწიფომ“. დარჩენილი 6%-ის „ავტორი“ უცნობია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO საქართველოში 2 მილიონი ევროს ღირებულების სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. ამის შესახებ შეთანხმებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმონდ იელემ ხელი ბერლინში მოაწერეს წერს  East Fruit. 

 

პროექტი, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ არის დაფინანსებული.

 

როგორც East Fruit-ს თბილისში, FAO-ს წარმომადგენლობაში განუცხადეს, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას, ბუნებრივი რესურსების მართვას და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდების დანერგვას. ასევე, ქართველ ფერმერებში კონკურენტუნარიანობის გაზრდას და აგროწარმოების გამო კლიმატის ცვლილებების შემცირებას.

 

FAO-ს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს აგრო პოლიტიკის შერჩევას, რომელიც საპილოტე პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. მათივე ცნობით, მთავარი ყურადღება დაეთმობა სერვისების გაუმჯობესებას და ზოგადად, სოფლის განვითარებას.

 

აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს ორი რეგიონის 4 სოფელში საპილოტე პროექტები შემუშავდება და დაფინანსდება.

ავღანეთში 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 600 000 ბავშვი შიმშილობს, კიდევ 1,4 მილიონი კი ამავე ასაკობრივი ჯგუფიდან საკვების დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი საგანგაშო სიტუაციაა ავღანეთის გარდა მხოლოდ იემენსა და სამხრეთ სუდანშია, სადაც სამოქალაქო ომია.

 

მისივე თქმით, UNICEF-მა უახლოეს 3 კვირაში არანაკლებ 7 მილიონი დოლარი უნდა მოაგროვოს, რათა ავღანეთში მოშიმშილე ბავშვების 60%-ს მაინც დაეხმაროს.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრ ხორხე არეასასთან შეხვედრაზე ოფიციალურ კარაკასს მოუწოდა, ძალა არ გამოიყენოს დემონსტრანტებთან მიმართებაში.

 

„გენერალურმა მდივანმა ვენესუელას ხელისუფლებას მოუწოდა, არ გამოიყენონ იარაღი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გაერო განაგრძობს მოქმედებას ჰუმანიტარული პრინციპების შესაბამისად, რომელიც ნეიტრალობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას ეფუძნება. გაერო ვენესუელას ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს, რათა ხალხს დაეხმაროს“, - განაცხადეს გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსამსახურში.

 

ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ინიციატივამ დაპირისპირება გამოიწვია ნიკოლას მადუროს რეჟიმსა და მის ოპონენტებს შორის. ოპოზიცია აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას.

Global Press

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი — საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. მიღებულ იქნა 100 წლის უკან, 1918 წლის 26 მაისს

გაერო-ს კოორდინატორის, ლუიზა ვინტონის შეფასებით, „თიბისი ბანკის“ საქმე იქნება გამოცდა და ტესტი საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, ასევე საქართველოს ბიზნესგარემოსთვის.

 

ამის შესახებ გაერო-ს კოორდინატორმა „თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

 

„ჩვენ ამ სიტუაციას შეშფოთებით ვაკვირდებით. არსებითად კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება ტესტი, გამოცდა საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, საქართველოს ბიზნესგარემოსთვის. ველოდებით, რომ აღნიშნული პროცესი გამჭვირვალედ და სანდოდ გაიმართება. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართველებმა ბეჯითად იმუშავეს, რათა ასეთი ბიზნესგარემო შეექმნათ“, - ლუიზა ვინტონიმ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა.

 

„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კელი კრაფტს, კანადაში ჩვენს ელჩს, წარვადგენ გაერო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე. კელიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა თავის ამჟამინდელ პოსტზე. ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა გაერო-ში უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი 2018 წლის ოქტომბერში გადადგა თანამდებობიდან.

 

2018 წლის 7 დეკემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ვაკანტურ პოსტზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს ჰიზერ ნაუერტს წარადგენდა, თუმცა გასულ კვირას ჰიზერ ნაუერტმა უარი განაცხადა ამ პოსტის დაკავებაზე ოჯახური მიზეზების გამო.

Global Press

ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოსახლეობას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი ქართულ ენაზე მიულოცა.

გაეროს უშიშროების საბჭოში ვენესუელის შესახებ წარდგენილ რეზოლუციებს მხარი არ დაუჭირეს. მხარდაჭერა ვერ მოიპოვა ვერც რუსეთის შეთავაზებულმა დოკუმენტმა. მის წინააღმდეგ ხმა 13-მა ქვეყანამ მისცა.

 

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების გზად მოსკოვი დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას მიიჩნევს, ამერიკის შეერთებული შტატები კი ქვეყანაში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის.

 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

 

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

 

ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ტელეკომპანია „ფოქსნიუსის“ ყოფილმა წამყვანმა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტალემტნის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერთმა გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობის დაკავებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

 

„უკანასკნელი ორი თვე ჩემი ოჯახისთის დამღლელი იყო და ოჯახის ინტერესებისთვისვე უკეთესი იქნება, თუკი ჩემ კანდიდატურას მოვხსნი“, - ნათქვამია ნაუერთის განცხადებაში.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი კანდიდატურის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. გაეროში მუდმივი წარმომადგენლის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის ოქტომბერში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა.

 

ამ დროისთვის უცნობია, განაგრძობს თუ არა ნაუერთი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად ყოფნას.

არქივი

« « » » October 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?