გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO საქართველოში 2 მილიონი ევროს ღირებულების სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. ამის შესახებ შეთანხმებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმონდ იელემ ხელი ბერლინში მოაწერეს წერს  East Fruit. 

 

პროექტი, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ არის დაფინანსებული.

 

როგორც East Fruit-ს თბილისში, FAO-ს წარმომადგენლობაში განუცხადეს, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას, ბუნებრივი რესურსების მართვას და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდების დანერგვას. ასევე, ქართველ ფერმერებში კონკურენტუნარიანობის გაზრდას და აგროწარმოების გამო კლიმატის ცვლილებების შემცირებას.

 

FAO-ს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს აგრო პოლიტიკის შერჩევას, რომელიც საპილოტე პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. მათივე ცნობით, მთავარი ყურადღება დაეთმობა სერვისების გაუმჯობესებას და ზოგადად, სოფლის განვითარებას.

 

აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს ორი რეგიონის 4 სოფელში საპილოტე პროექტები შემუშავდება და დაფინანსდება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.