გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრ ხორხე არეასასთან შეხვედრაზე ოფიციალურ კარაკასს მოუწოდა, ძალა არ გამოიყენოს დემონსტრანტებთან მიმართებაში.

 

„გენერალურმა მდივანმა ვენესუელას ხელისუფლებას მოუწოდა, არ გამოიყენონ იარაღი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გაერო განაგრძობს მოქმედებას ჰუმანიტარული პრინციპების შესაბამისად, რომელიც ნეიტრალობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას ეფუძნება. გაერო ვენესუელას ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს, რათა ხალხს დაეხმაროს“, - განაცხადეს გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსამსახურში.

 

ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ინიციატივამ დაპირისპირება გამოიწვია ნიკოლას მადუროს რეჟიმსა და მის ოპონენტებს შორის. ოპოზიცია აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.