საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი — საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. მიღებულ იქნა 100 წლის უკან, 1918 წლის 26 მაისს

, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი. მას აქვს დეკლარაციული ხასიათი. მასში მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პერსპექტივები და ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი, აღწერილია იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა[1]. დამოუკიდებლობის აქტს, გარდა დეკლარაციული ხასიათისა, აგრეთვე აქვს წმინდა ნორმატიული ხასიათი. მას აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ბუნება — 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, 1921 წელს კონსტიტუციის მიღებამდე იგი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველწყაროდ. იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსს, იურისდიქციის ფარგლებსა და მოცულობას, პოლიტიკური წყობილების ფორმას, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, დროებით სახელმწიფო ხელისუფლებასა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებს, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ ქვეყნის მდგომარეობა.

1917 წლის აპრილში თბილისში შეიქმნა ეროვნული ხელისუფლების ჩანასახი — საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. ინტერპარტიული საბჭო წარმოადგენდა პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობით გაერთიანებას. მან თავის თავზე აიღო ქართული ეროვნული მოძრაობის კოორდინატორის ფუნქცია — სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას.

1917 წლის 25 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია. დაემხო რუსეთის დროებითი მთავრობა და ოზაკომმა მოქმედება შეწყვიტა. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსთვის ცხადი იყო, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა შეეცდებოდა ხელისუფლების ახალი ორგანოს დანიშვნასა და თავისი იურისდიქციის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივით ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს. 1917 წლის ნოემბერში თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხარეო ხელისუფლების ორგანომ — ამიერკავკასიის კომისარიატმა. მას უნდა შეესრულებინა კომისარიატის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ფუნქცია რუსეთში კანონიერი ხელისუფლების (დროებითი მთავრობის) აღდგენამდე.

1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ეროვნულმა ყრილობამ გადაწვიტა საბჭოთა რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენა დააგვიანებდა, მაშინ მოწვეულ იქნებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს ნოე ჟორდანია.

1918 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი სამხედრო ძალით სცადა საქართველოს ოკუპაცია. ახლადშექმნილმა ჯარმა რუსეთის ჯარები სასტიკად დაამარცხა. გარდა ამისა, თურქეთი აგრესიას ამჟღავნებდა და არ მალავდა თავის ზრახვებს ამიერკავკასიის მიმართ. თურქეთის მხარე თავის სასარგებლოდ იყენებდა იმ ფაქტს, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და მას მიიჩნევდა რუსეთის ნაწილად. ამიტომ თურქეთთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად საჭირო იყო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. შექმნილ სიტუაციაში, ამიერკავკასიის კომისარიატმა ამიერკავკასიიდან არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან 1918 წლის თებერვალში მოიწვია საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც 1918 წლის 22 აპრილს გამოაცხადა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნამ ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა. თურქეთმა ბათუმის საზავო კონფერენციაზე უფრო მძიმე პირობები წამოაყენა. გარდა ამისა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ თანხმდებოდნენ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. საქართველო გერმანოფილურ ორიენტაციას ირჩევდა, სომხეთი — ანგლოფილურს, ხოლო აზერბაიჯანი — თურქოფილურს.

1918 წლის მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა გერმანოფილური საგარეო-პოლიტიკური კურსი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი უფიციალურად შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მზადებას.

1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომა გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“

Merab Tsaava
Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.