Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9336
EUR
3.2487
RUR
0.0447
GBP
3.5602

ფარული და ასევე, კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სამოხელეო დანაშაულებზეც იქნება შესაძლებელი.

 

მოქმედი კანონმდებლობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შესაძლებელია, თუ გამოძიება დაწყებულია და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახ მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან “სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო.

 

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ამ მუხლების ჩამონათვალი ფართოვდება და მას სამოხელეო დანაშაულების მთლიანი თავი (თავი XXXIX) ემატება.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა ყურადღება გამახვილებული.

 

განმარტებით ბარათში წერია, რომ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც ევროპული სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო.

 

“2017 წლის 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე - “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (N72508/13) გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა (რომელიც 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდა) კანონიერი იყო. დიდმა პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 5.1 მუხლი, აგრეთვე 5.3 მუხლი (რაც ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხება).

 

ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა კონვენციის 5.3 მუხლის დარღვევა საქართველოს სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე, 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში - 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდი). ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ამ ეპიზოდთან მიმართებით დადგენილი დარღვევა განპირობებულია, სხვებს შორის, იმ გარემოებით, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მომჩივნის, ი. მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების მიზნით, ვერ მოხდა მის მიერ დასახელებული შესაბამისი პირების სატელეფონო ჩანაწერებისა და მობილური კავშირის ანძების მონაცემების შემოწმება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 21 ივნისს, ი. მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სატელეფონო კავშირებისა და ანძების გადამოწმების შესაძლებლობას, სსსკ-ის XVI თავის (კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები) 136-ე მუხლის (დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა) პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებიც აღნიშნული მუხლითაა გათვალისწინებული, ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143/2-143/10 მუხლების დებულებები, რომლებიც ზემოთ არის მიმოხილული.

 

აქედან გამომდინარე, ი. მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო.

 

საქართველოს მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება კანონში არსებული ჩანაწერის გამო იყო შეუძლებელი, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა. აღნიშნულ საქმეზე განახლებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება მოქმედი კანონმდებლობით ამჟამადაც მოკლებულია ამგვარი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ახლავს თან.

 

ცვლილებები პარლამენტს იუსტიციის სამინისტრომ წარუდგინა.

Global Press

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით საზოგადოების მოთხოვნას პასუხი გაეცემა. „ასევე მინდა დაღუპულის ოჯახის წევრებს ვუთხრათ, რომ რა ხარისხითაც მოინდომებენ გამოძიებაში ჩართვას, ისინი ჩაერთვებიან. პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის უმცირეს მონაკვეთში საზოგადოების კითხვებზე დავდებთ პასუხს“.

როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ ასეთი სიტუაცია არ დამდგარა. „მე ჩემი თანამდებობდა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის. მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად რა ხარისხითაც ისინი მოინდომებენ ინფორმაციის მიღებას და პროცესში ჩართვას, იმ ხარისხით იქნებიან ჩართული როგორც შსს-ს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ წარმართულ მუშაობაში,“

იუსტიციის მინისტრს დავალება მივეცი, ახალი პროკურორი მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე შეფასებით, დღეს ირაკლი შოთაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, როდესაც თანამდებობა დატოვა. "მთავარმა პროკურორმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი უნდა დავიწყოთ. დავალება მივეცი, მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს პროკურორი, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს".

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.

„ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს და ვიცე პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ არ პროცესს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Global Press

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მოედნიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან პარლამენტთან. "მკვლელებო" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

 

„ მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტთან ერთად აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. საქართველო ერთი მხრივ, მოწინავე ქვეყანაა ადამიანის უფლებების დაცვის განვითარების მიმართულებით, მაგალითად, სახალხო დამცველის სისტემის განვითარების სფეროში, მაგრამ ასევე ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშს დგას ხშირად და ეს არის ყურადღება მოსაქცევი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მხრივ, ასევე ეს ეხება სახალხო დამცველის აპარატს, მაგრამ ველოდებით იმას, რომ ადამიანის უფლებების მონიტორინგის და სტანდარტების დაცვის სისტემა იქნება ბოლომდე დაცული და კიდევ უფრო მეტად განვითარდება. გუშინ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე ერთ-ერთ ღონისძიებაზე და შევთანხმდით, რომ საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი", - განაცხადა ელჩმა.

Global Press

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით "წადი!" "წადი!" შეხვდნენ.

ზაზა სარალიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მოუსმინონ პრემერ-მინისტრს. ჯერჯერობით უცნობია, მიმართავს თუ არა ის აქციის მონაწილეებს.

Global Press

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მთავარი პროკურატურიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით დაიძრნენ, უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან.

პარალელურად პარლამენტის შენობასთან უკვე შეკრებილნი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. აქციის მონაწილეები ელოდებიან ზაზა სარალიძის განცხადებას.

ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეჩერებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და დაცვისსტანდარტების განუხრელი გაუმჯობესება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი გამართული კონფერენციაზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 70 წლის წინ ამ დღეს მიიღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებული მოვლენების გამოძახილი – ადამიანის უფლებისა და ღირსების ხელყოფის ტოტალური ფაქტების გამო.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ თავისი ფუნქცია სათანადოდ შეასრულა.

 

„დღეს თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომელიც ასახულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ეფუძნება ადამიანის ღირსებას, ადამიანის ძირითად უფლებებს. ჩვენ ვართ ამ პრინციპების ერთგული. ამ პრინციპების ერთგულია საქართველოს პარლამენტი და ჩვენ ვმოქმედებთ ამ სულისკვეთების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და დაცვის სტანდარტების განუხრელი გაუმჯობესება“, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში, თუმცა მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და მათი ამოცანაა ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტების შემდგომი დახვეწა.

 

„საჭიროა კონკრეტულად ადამიანის უფლებების მარეგულირებელი ნორმების გაუმჯობესება. ასევე, საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექნიზმების მუდმივი სრულყოფა“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი დახვეწის აუცილებლობაზე.

Global Press

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე ისაუბრა. ზაზა სარალიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოითხოვა.

„მინდა თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით. როგორც ხედავთ, ირაკლი შოთაძე იძულებით გადააყენეს თანამდებობიდან, მაგრამ არ ასრულებენ იმ მოთხოვნებს, არ ისჯება და არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელებს. არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვვლელების საქმის შემკერავებს და მთავარ ფიგურანტებს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შეკერვაში. შოთაძე გადადგა, სუბელიანი გარეთ არის, დავტოვოთ გარეთ?! დავტოვოთ ჩემი შვილის მკვლელები გარეთ?! სისტემამ ომი გამოგვიცხადა. ჩვენ დავანგრევთ სისტემას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ აქციაზე.

Global Press

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

Global Press

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი. თუმცა ხაბეიშვილი ამ წუთებში რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ იმყოფება. მან აღნიშნული ფაქტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ხაბეიშვილის თქმით, მისი დაკავების მცდელობაც კი არ ყოფილა. ,,ალბათ, სია ჰქონდათ, ვინც უნდა დაეკავებინათ და ავტომატურად წაიკითხეს ეგ სია. აბა, აქ ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო. ეგენი დასაკავებლად დასდევენ პოლიტიკურ პარტიებს. ამისთვის წინასწარ აქვს სიები გაკეთებული, თუ ვინ უნდა დააკავაონ", _ თქვა ხაბეიშვილმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » August 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?