Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7389
EUR
3.0914
RUR
0.0424
GBP
3.4716

საქართველოში ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობა კვლავ გამოწვევაა, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House -ის ერთ-ერთმა დირექტორმა კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, სარა რეპუჩმა განაცხადა.

 

Freedom House -მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეებია მიმოხილული.

 

როგორც სარა რეპუჩი აცხადებს, საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები აქვს, თუმცა კვლავ არის გამოწვევები და მათ შორის ორი უმთავრესი გამოწვევა ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობაა.

 

„ჩვენი რეიტინგებით, საქართველო ევრაზიის რეგიონში საუკეთესოა, მაგრამ კვლავ აქვს ბევრი გამოწვევა და გლობალური მასშტაბით, საშუალო შედეგებს აჩვენებს. ვფიქრობ, საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა“,-აცხადებს სარა რეპუჩი.

 

შეკითხვაზე, არის თუ არა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში, საქართველოს 5 შესაძლო ქულიდან 2 ქულა აქვს. ეს საშუალო მაჩვენებელია შკალაზე, სადაც 0 ყველაზე უარესია, 4 კი - საუკეთესო მდგომარეობას ასახავს.

 

ამ ანგარიშში საქართველოს მედია მდგომარეობა ცალკე არ არის განხილული, თუმცა წლევანდელი შეფასებით, დემოკრატიის კუთხით ქვეყნების შეფასების ინდექსში საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა და ანგარიში ოლიგარქი აქტორების დიდ გავლენაზე ამახვილებდა ყურადღებას. მცირედი უკუსვლის მიზეზებს შორის, კი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და გავლენა სახელდებოდა.​

 

„დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებში ლიდერები, რომლებიც ერთნაირად ცდილობენ ძალაუფლების კონსოლიდირებას, ახალ გზებს პოულობენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შეზღუდონ“ - ვკითხულობთ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში - „თავისუფლება და მედია, 2019“ .

NDI-ს კვლევის მიხედით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 17 პროცენტი ხმას ქართულ ოცნებას მისცემს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას — 14 პროცენტი. ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტების 27-მა პროცენტმა არ იცის ხმას ვის მისცემდა, ხოლო 16 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.

 

 

 ამავე კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 60 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვს რომელ პარტიას ან გაერთიანებას დაუჭერს მხარს.

 

კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2019 წლის 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევით 2 927 ადამიანთან ჩატარდა. კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2,3 პროცენტი.

 

NDI კვლევებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს, საველე სამუშაოები კი CRRC საქართველოს შესრულებულია.

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ორგანიზაცია რეკომენდაციებს აფიქსირებს.

 

კერძოდ, ანგარიშის იმ ნაწილში, რომელშიც რეკომენდაციებია ჩამოთვლილი, ნათქვამია, რომ „საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი გადახედვა უნდა მოხდეს, რათა აღმოფხვრილი იყოს ხარვეზები, ორაზროვნება და ნებისმიერი საარჩევნო რეფორმა უნდა ჩატარდეს ინკლუზიურად“.

 

„ყურადღება უნდა გამახვილდეს თითოეულ დონეზე კომისიის წევრების რაოდენობის გათანაბრებაზე. თუ პარტიები ინარჩუნებენ კომისიის წევრების დანიშვნის უფლებას, დანიშვნის ფორმულა შესაძლოა გადახედული იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნას უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა და ხელი შეეწყოს მიუკერძოებლობის აღქმას. ყურადღება უნდა გამახვილდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრების ეფექტური და დროული განხილვის მექანიზმის შექმნაზე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს კამპანიის დაფინანსების ეფექტური ზედამხედველობა და გამჭვირვალობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშის ავტორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც არჩევნების დღეს ქვეყანაში არ იმყოფებიან, ხმის მიცემის საშუალება უნდა მიეცეთ.

 

„ყურადღება უნდა გამახვილდეს მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს პირებს, რომლებიც არჩევნების დღეს თავიანთ საარჩევნო მისამართზე არ იმყოფებიან, ხმა მისცენ, განსაკუთრებით თუ ასეთი პირები ქვეყანაში არ იმყოფებიან“, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

 

ასევე, საუბარია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ეფექტური მექანიზმი მხარდამჭერების ხელმოწერების ავთენტურობის დადგენის კუთხით.

 

„ამომრჩევლის დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ან ხმების ყიდვის ფაქტებზე შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება. სატელევიზიო ეთერის განაწილების, დებატებში მონაწილეობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი შესაძლებლობები. არჩევნებში მონაწილეებისთვის თავისუფალი სატელევიზიო ეთერის განაწილება არ უნდა ხდებოდეს მედიის შეხედულებისამებრ“, - აღნიშნავენ ეუთო-ში.

 

დასკვნაში ასევე საუბარია მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივაზე, რომელიც ვალების განულებას ეხებოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ინიციატივით, კერძო საფინანსო ინსტიტუტმა არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის გაიზარდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

 

გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია ერთი პუნქტით გაურესდა და 100-დან 63 ქულა აქვს. ცნობისთვის, საქართველოს გასულ წელს 64 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

 

შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდა: ადამიანის თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები. აღნიშნული კრიტერიუმებით საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული.

 

Freedom House-ის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 2019 წლის სრული ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?