NDI-ის ახალი კვლევის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველი მეოთხე ადამიანი ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებს. კვლევა ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა და შედეგები დღეს, 16 იანვარს გასაჯაროვდა.

 

ინფორმაციის პირველ წყაროდ ინტერნეტს 24 პროცენტი ასახელებს, ხოლო ტელევიზიას 69 პროცენტი. გაზეთების, ჟურნალებსა და რადიოს მომხმარებელთა რაოდენობა ნულიდან ერთ პროცენტამდე მერყეობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რაც შეეხება თბილისს, ინფორმაციის პირველ წყაროდ ინტერნეტს თბილისში მოსახლეობის 37 პროცენტი იყენებს, ტელევიზიას კი 56 პროცენტი. კვლევის მიხედვით, ზოგადად ინტერნეტის მოხმარება 2015 წლიდან დღემდე იზრდებოდა. 2019 წლის მონაცემებით, ინტერნეტს დღეში მინიმუმ ერთხელ 64% იყენებს.

 

 

კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად ინტერნეტის მომხმარებლები იყენებენ:

 

Facebook — 72%; ვეძებ ინფორმაციას

 

Google Wiki და სხვა — 49%;

 

ვტვირთავ/ვუსმენ მუსიკას, ვუყურებ ფილმებს და ვიდეოებს — 20%;

 

ვიყენებ სხვა სოციალურ ქსელებს — 20%.

 

 

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

 

გამოკითხვას ატარებს CRRC — საქართველო.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.