Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს პანაიოტოპულოსმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ყველა სცენარისთვის, მათ შორის თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვისაც, რათა თავისი სუვერენული უფლებები დაიცვას.

 

„ბოლო დროს თურქეთის ქცევა საკმაოდ აგრესიული გახდა. ვფიქრობ, საბერძნეთისთვის ერთადერთი საშუალება, ასეთ აგრესიულ ქცევას გაუმკლავდეს, არის ის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი დიპლომატიური რესურსები გამოვიყენოთ, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ შეიარაღებული ძალების შემაკავებელი ძალა“, - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მდივანმა ტელეარხ Star-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

დამაზუსტებელ კითხვაზე, მზად არის თუ არა საბერძნეთი თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის, თავდაცვის მინისტრმა დადებითი პასუხი გასცა.

 

„ჩვენ ეს არ გვსურს, თუმცა გვსურს გავაგებინოთ, რომ ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა ჩვენი სუვერენული უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ. ყველაფერი შესაძლებელი კი სამხედრო ასპექტსაც მოიცავს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

რამდენიმე დღის წინ თურქეთის სამთავრობო გაზეთში განაცხადები გამოქვეყნდა ბერძნულ კუნძულებთან მახლობლად ნახშირწყალბადების გამოკვლევასა და მოპოვებაზე ლიცენზიის მიღების თაობაზე. 1-ელ ივნისს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთი სხვა ქვეყნის სუვერენული უფლებების მითვისებას ცდილობს და აღნიშნულს პროვოკაცია უწოდა, რადგან საუბარია საბერძნეთის კონტინენტურ შელფზე.

 

3 ივნისს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავნა თურქეთის პროვოკაციასთან დაკავშირებით. საბერძნეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან შესაძლო ესკალაციამ არა საბერძნეთისა და თურქეთის, არამედ ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობებში კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს.

აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტის აშშ-ში ჩატარება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა.

 

„არ ვიცი, იქნება ეს ივნისის ბოლო კვირა თუ არა, მაგრამ სადღაც ივნისის ბოლოს თეთრ სახლში სამიტის ჩატარება ჩვენი მიზანია“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნება.

 

„პრეზიდენტს სურს, რომ ეს სამიტი გაიმართოს იმის ფონზე, რომ ამერიკა იხსნება. ჩვენ დავიცავთ მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ. გვსურს, რომ ეს სამიტი შედგეს და ვფიქრობთ, რომ შედგება“, - დასძინა კეილი მაკინენმა.

 

20 მარტს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც ვაშინგტონში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა და რომ იგი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი გაერო-ს გლობალურ სამშვიდობო ინიციატივაზე თანახმა არიან, შეთანხმებას სავარაუდოდ რუსეთიც შეუერთდება.

 

ემანუელ მაკრონმა რადიო „ფრანს ინტერნასიონალის“ ეთერში განაცხადა, რომ ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი თანახმა არიან პანდემიის გამო, გლობალური დაზავების ინიციატივას შეუერთდნენ. გაერო-ს მუდმივი წევრების ლიდერების უმრავლესობა თანახმაა, გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მოწოდებაზე ცეცხლის გლობალური შეწყვეტის თაობაზე. ემანუელ მაკრონის თქმით, ამ მოწოდებას პუტინიც დათანხმდება.

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და შესაბამისი განცხადება ახლო მომავალში გაკეთდება. ინფორმაციას „france24“ ავრცელებს.

აშშ-ს გენერალური პროკურორის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში გარე ძალები არიან ჩართულნი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

 

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადება, თითქოს შეერთებულ შტატებში ძალადობას გარე ძალები ახალისებენ, ვაშინგტონის მორიგი მცდელობაა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას.

 

„ასეთი განცხადებებით ისინი პირველ რიგში საკუთარი ხალხის მიმართ გამოხატავენ უპატივცემულობას“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

 

როგორც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ გარე ძალები ყველა მხარეს თამაშობენ საპროტესტო აქციებზე ძალადობის წასაქეზებლად.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში განცხადებას გააკეთებს ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთთან მიმართებაში შესაძლო ზომების მიღებაზე.

 

„ახლა გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ შეიძლება მოგეჩვენოთ ეს ზომები. ახლა არ ვისაუბრებ ამ თემაზე. უახლოეს დღეებში განცხადებას გავაკეთებ. საუბარია ძალიან მძლავრ პასუხზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

21 მაისს ჩინეთის ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა, ჰონგ-კონგში დაწესდეს ეროვნული უსაფრთხოების კანონი, რომელიც აკრძალავს სახელმწიფოს ღალატს, ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას, ამბოხებისკენ მოწოდებას და უცხო ქვ ეყნების ჩარევას.

 

აქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიასა და თავისუფლებას შეეხება, აშშ-ს აიძულებს გადახედოს პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

საქართველომ დაამტკიცა, რომ საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში ამერიკის სანდო პარტნიორია, - ამ სათაურით გამოცემა The Daily Signal-ი სტატიას აქვეყნებს.

 

სტატიის ავტორის, ენტონი კიმის თქმით სამხრეთ კავკასიაში მდებარე სახელმწიფო მნიშვნელოვნი პარტნიორი გახდა აშშ-სთვის საერთაშორისო გლობალურ საკითხებში.

 

როგორც ავტორი აღნიშნავს, პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ერი რუსული ექსპანსიის შეკავების წინა ხაზზეა და ის ათასობით ჯარისკაცით დაეხმარა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ს მცდელობებს. ახლა კი, ეს ქვეყანა აშშ-სთან პარტნიორობს COVID-19– ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

ამ პარტნიორობის მთავარი ადგილი უკავია რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც აშშ-ის დაფინანსებით შეიქმნა.

 

,,სამხრეთ კავკასიის სახელმწიფო საქართველო შეერთებულ შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა, გლობალურ საკითხებში.

 

პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ერი რუსული ექსპანსესიი შეჩერების წინა ხაზეა და ის, ასევე ათასობით ჯარის კაცით ხელს უწყობს ერაყსა და ავღანეთში აშშ – ის მცდელობებს. ახლა კი ქვეყანა აშშ – თან COVID-19– ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორობს.

 

თბილისის გარეუბანში დაარსებული ლაბორატორია რეგიონში დაავადების გავრცელების შეზღუდვისა და მომაკვდინებელი პათოგენებით დარჩენილი საბჭოთა კავშირის ბიო-ომის პროგრამასთან გამკლავების მიზნით შეიქმნა.

 

ლაბოროტარი, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს, გახდა მთავარი რესურსი კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცენტრში ასობით ნიმუშის ტესტირების შედეგები 24 საათზე ნაკლებ დროში ხდება ცნობილი.

 

 

მოწინავე ტექნოლოგიის შესაძლებლობებით, რომელიც უნიკალურია რეგიონისთვის, ლუგარის ცენტრის ლაბორატორიამ, ასევე დაიწყო თავისის წვლილის შეტანა უფრო ფართო საერთაშორისო კვლევებში, კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში.

 

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პრაქტიკულმა სამედიცინო პარტნიორობამ ფართო სარგებლობა მოუტანა იმ ქვეყნის ხალხს, რომელიც სწრაფად იზრდება, მაგრამ რჩება ერთ-ერთი ყველაზე ღარიბ ქვეყანად ევროპაში.

 

როგორც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღორძინების გამოწვევების მიუხედავად, საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ქვეყანამ პროაქტიური ნაბიჯები გადადგა COVID 19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ვირუსის გავლენის შესამცირებლად“,- წერია სტატიაში.

 

სტატიის ავტორის ენტონი კიმის თქმით საქართველოს პანდემიასთან ბრძოლით, ქვეყანა ამტკიცეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სანდო პარტნიორია. ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და Heritage Foundation-ის მონაცემებს იშველიებს.

 

,,როგორც წინა კრიზისებსა და გამოწვევებში, საქართველო ამჟამინდელ პანდემიაში ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების საიმედო მოკავშირეა. ევროპისა და აზიის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გზაჯვარედინზე, საქართველო გამოირჩევა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანად.

 

ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს დასავლეთთან ინტეგრირებაში და უფრო მეტად ორიენტირებულია საბაზრო ეკონომიკაზე.

 

ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, საქართველოს ეკონომიკა ეკონომიკურად "რეპრესირებულთა" რიგებიდან გადავიდა ეკონიმიკურად თავისუფალ ყოველწლიურ ინდექსში. ინდექსის ბოლო მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი საქართველოში რეგიონის და მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებზე გაცილებით მაღალია, ყოველწლიურმა რეფორმებმა კი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაცია გამოიწვია. წელს საქართველომ ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების რეიტინგში მე-12 ადგილზე შეერთებული შტატებიც კი ჩაანაცვლა“,- წერს სტატიის ავტორი

 

ენტონი კიმის თქმით მიმდინარე წელი მნიშვნელოვანია საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობებში, რიგ ეკონომიკურ პროექტებში, მათ შორის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობაში.

 

,,ეს წელი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში, უამრავ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის შავ ზღვაზე ჩაკეტილი ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობაში, ასევე მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და თავდაცვითი ურთიერთობებში გაღრმავების მიმართულება, როგორც ორმხრივ, ისე ნატოს კუთხით.

 

ამერიკის მდგრადი ურთიერთობა საქართველოსთან, საერთო ღირებულებებისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, ძლიერი და ძალზე სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის.

 

2017 წლის აგვისტოში, საქართველო-ამერიკის დიპლომატირუი ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტის დროს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის კავშირი უფრო ძლიერი, არსად არ არის ისეთი, როგორიც ჩვენი საერთო ძალისხმევა, რომ ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს მსოფლიოში. საქართველო არის შეერთებული შტატების ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი.“ - წერს ავტორი

 

სტატიის ავტორი ენტონი კიმის თქმით საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-ის ერთგულებას და უფრო ძლიერ პარტნიორობას იმსახურებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

„სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე არ ვგრძნობ, რომ „დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, - განაცხადა ტრამპმა.

 

„დიდი შვიდეულის“ წლევანდელი სამიტი ივნისში, აშშ-ში უნდა გამართულიყო. პანდემიის გამო შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შემდეგ თეთრმა სახლმა ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხალიფა ჰაფთარს ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობის დარტყმის ქვეშ დაყენების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება. ამის შესახებ Anadolu წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თუ ჰაფთარის ძალების დარტყმები თურქეთის ინტერესებს დააზიანებს, ანკარა მას კანონიერ სამიზნედ ჩათვლის.

 

„9 მაისს, ჰაფთართან დაკავშირებულმა ელემენტებმა ტრიპოლის ცენტრის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს და ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი აწარმოეს. თავდასხმის შედეგად, რომლის სამიზნე დიპლომატიური მისიები, მათ შორის ტრიპოლიში ჩვენი საელჩო, მიტიგას აეროპორტი და სხვა სამოქალაქო ნაგებობები ინფრასტრუქტურა გახდა, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ და დაშავდნენ. ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობა და ინტერესები დარტყმის ქვეშ თუ დადგება, ხალიფა ჰაფთარის ფორმირებას კანონიერ სამიზნედ ჩავთვლით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

ხალიფა ჰაფთარის ძალები დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას უარყოფენ.

 

9 მაისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ტრიპოლიში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. აპრილის ბოლოს ხალიფა ჰაფტარმა განაცხადა, რომ ლიბიის მართვაზე კონტროლს ჯარი აიღებს.

 

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.

 

„ჩვენ შევქმენით თავისუფალი მსოფლიოს მიერ აღიარებული ალტერნატივა, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის გარდაქმნა და შევებრძოლოთ პანდემიას ვენესუელაში. მადლობას ვუხდით საქართველოს, ეროვნული საგანგებო მთავრობის შექმნის იდეის მხარდაჭერისათვის. ჩვენ მარტო არ ვართ!“, - აცხადებს გუაიდო.

 

პირველ აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმა ვენესუელის კრიზისიდან გამოსასვლელად აშშ-ის მხარის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივას.

 

„საქართველო მიესალმება ვენესუელის დემოკრატიული გარდაქმნისათვის აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. საქართველო თანადგომას უცხადებს ვენესუელელ ხალხს და მტკიცედ უჭერს მხარს მის სწრაფვას დემოკრატიისაკენ", - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე.

 

ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველომ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად 2019 წლის 24 იანვარს აღიარა.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობაზე, რომლის გამართვაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

 

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, „პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში“ მერკელი ვერ გაემგზავრება ვაშინგტონში და ვერ მიიღებს მონაწილეობას სამიტში, თუმცა კანცლერი „დააკვირდება პანდემიის გარშემო მოვლენების განვითარებას“.

 

20 მარტს თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც ვაშინგტონში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა. მოგვიანებით თეთრმა სახლმა ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა.

აშშ-მა დაბლოკა კენჭისყრა გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით მსოფლიოს მასშტაბით არსებულ კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენლობას რეზოლუციის არსებული მონახაზი არ აკმაყოფილებს. დელეგაციის წევრებმა გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენ 14 წევრს განუცხადეს, რომ მიმდინარე პროექტს მხარს ვერ დაუჭერენ. ჟურნალისტებთან საუბარში კი ამერიკელმა დიპლომატებმა დააზუსტეს, რომ ამის მიზეზი ჩინეთთან უთანხმოებაა, რადგან პეკინი გამუდმებით ბლოკავდა კომპრომისული ვარიანტებს, რომლებიც საბჭოს რეზოლუციის მიღების საშუალებას მისცემდა.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ირანში, ასტანის სამეულის სამიტზე დაპატიჟა, რომელიც ირანში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TASS ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული შეთავაზების შესახებ რუსეთში ირანის ელჩმა, კაზემ ჯალამიმ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ კოსაჩევთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ირანის ელჩის ინფორმაციით, სამიტის ირანში გამართვასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა პუტინსა და ირანის პრეზიდენტს შორისაც.

 

"რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტებს, რუჰანსა და პუტინს შორის. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა რუჰანიმ მოიწვია პრეზიდენტი პუტინი ირანში, რომ ასტანას ფორმატის ფარგლებში შემდეგი სამიტი უახლოეს მომავალში ირანში გაიმართოს",- განაცხადა ირანის ელჩმა.

 

ირანელმა დიპლომატმა, ასევე, აღნიშნა, რომ ერთადერთი კოალიცია, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირანისა და რუსეთის კოალიცია.

 

„არაერთი კოალიცია შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ერთადერთი კოალიცია, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირანისა და რუსეთის კოალიცია“, - აღნიშნა ჯალალიმ.

 

სამიტის განხილვის მთავარი საკითხია, სირიაში არსებული მდგომარეობა. სამმხრივი მოლაპარაკებები, რომლებშიც ირანის, თურქეთის და სირიის წარმომადგენლები მონაწილეობენ 2017 წლიდან იმართება. კონფლიქტი სირიაში 2011 წლიდან გრძელდება. რუსეთი ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს, მეამბოხეებს კი თურქეთი.

 

აღსანიშნავია, რომ ირანში კორონავირუსი მძვინვარებს, აქედან გამომდინარე უცნობია ვლადიმერ პუტინი ჩავა თუ არა ირანში, სამიტზე დასასწრებად.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ირანის პარლამენტის 23 დეპუტატია ინფიცირებული.

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?