Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9608
EUR
3.2566
RUR
0.0462
GBP
3.807

ნორვეგიას ელექტრონული მტკიცებულებები გააჩნია, რომ რუსეთის ძალები ნატოს ბოლო სამხედრო წვრთნების დროს, GPS სისტემების სიგნალს ახშობდნენ და მეზობელი ქვეყნისგან განმარტებას მოითხოვს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბაკე-ენსენმა განაცხადა.

 

ფინეთმა და ნორვეგიამ, ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადეს, რომ რუსეთი გამიზნულად იწვევდა GPS-ის სისტემების სიგნალების შეფერხებებს სამხედრო წვრთებამდე და წვრთნების განმავლობაში, რამაც ასევე იმოქმედა სამოქალაქო ავიაციის ნავიგაციაზე არქტიკაში.

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთმა ეს ბრალდებები უარყო და მტკიცებულებები მოითხოვა, რომელიც ნორვეგიან უკვე გადასცა.

 

„იმისთვის, რომ რუსეთის მეზობელი იყო, უნდა იყო მომთმენი“ - განაცხადა მინისტრმა.

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის ჯონ ბოლტონის განცხადებით, დონალდ ტრამპი მზად არის კვლავ შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, როდესაც საამისოდ შესაფერისი მომენტი დადგება.

 

ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის შეთავაზებას კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის თაობაზე დადგენილი ვადები არ აქვს.

 

„რაღაც დადგენილი ვადები არ არსებობს. როგორც განვაცხადე, პრეზიდენტი მზად არის განაგრძოს მოლაპარაკებები და კვლავ შეხვდეს კიმ ჩენ ინს, როდესაც საამისოდ შესაფერისი მომენტი დადგება“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ.

 

ჯონ ბოლტონმა ასევე შეაფასა დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართული შეხვედრა.

 

„მე ამ შეხვედრას წარუმატებლად არ მივიჩნევ. ეს არ იყო წარუმატებლობა, ვინაიდან აშშ-ს ეროვნული ინტერესები ხელშეუხებელი და დაცული დარჩა“, - აღნიშნა მან.

ჩრდილოეთ კორეა უარყოფს დონალდ ტრამპის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ ფხენიანი ჰანოის არშემდგარ სამიტზე სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ფხენიანის მოთხოვნა ბირთვული კომპლექსის გამორთვის სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების ნაწილობრივი მოხსნა იყო. აშშ ირწმუნება, რომ ეს ასე არ იყო.

 

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტს ვიეტნამის დედაქალაქმა უმასპინძლა. აუდიენცია 27-28 თებერვალს გაიმართა. ჰანოიში გამართულ სამიტზე ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

 

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი წინადადებით გამოვიდა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში ამერიკის სასანქციო პოლიტიკის გამო სარჩელი შეიტანოს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA ავრცელებს.

 

„აშშ-მა მკაცრი სანქციები დაგვიწესა. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა ეროვნულ ვალუტაზე, გაიზარდა ინფლაცია, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდით. აშშ არასწორ გზას ადგას და ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

 

ჰასან რუჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ „ირანმა სარჩელი უნდა შეიტანოს აშშ-ს და ამ სანქციების ავტორების წინააღმდეგ“.

 

„აშშ ირანს ვერ დააჩოქებს“, - დასძინა მან.

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრზიდენტის თანაშემწის ჯონ ბოლტონის განცხადებით, აშშ პასუხს გასცემს თუ ვენესუელას ხელისუფლება ხუან გუაიდოს დააკავებს.

 

„დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ვენესუელაში აპირებს დაბრუნებას. ნებისმიერ მუქარას ან ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის დაბრუნებას, აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე და მნიშვნელოვანი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

 

შეგახსენებთ, რომ ხუან გუაიდო ვიზიტით იმყოფებოდა რეგიონის ქვეყნებში და განაცხადა, რომ დღეს ვენესუელაში ბრუნდება. მანამდე ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ მას ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი და ფხენიანი სადავო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ აშშ-ს ლიდერმა ტელეარხ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „სათანადო მომენტი არ იყო რაიმე შეთანხმების ხელმოწერისთვის“.

 

„მათ დენუკლეარიზაციის უზრუნველყოფა სურდათ გარკვეულ რაიონებში, ხოლო მე კი სრულ დენუკლეარიზაციას მოვითხოვდი. სანქციები რჩება. მე არ მსურდა სანქციების გაუქმება, ვიდრე დენუკლეარიზაციის სრულფასოვანი პროგრამა არ გვექნება. ისინი ჯერ ამისთვის მზად არ არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კიმ ჩენ ინზე და აღნიშნა, რომ ის საერთოდ სხვანაირი ადამიანია.

 

„ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. საერთოდ სხვანაირი ადამიანია. მას უბრალოდ ვუთხარი: „მისმინე, ასე არაფერი გამოგვივა“. თუმცა, მაქვს შეგრძნება, რომ მომავალში რაღაც კარგი იქნება. დროის განმავლობაში მივაღწევთ რაღაცას“, - დასძინა ტრამპმა.

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, „აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაკრულზე არ იცეკვონ“ იმ საკითხებში, რომელშიც აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოება არსებობს.

 

ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა Welt-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან, რომლის მოლაპარაკებებში ვაშინგტონი წლების განმავლობაში მონაწილეობდა. შემდეგ ტრამპმა ევროპულ ფირმებს ირანთან ბიზნესის წარმოება აუკრძალა და მათ სერიოზული სანქციებით დაემუქრა. ჩემი აზრით, ეს უკვე მეტისმეტია. ევროპელებმა არ უნდა იცეკვონ ტრამპის დაკრულზე“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

 

ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებმა უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გაატარონ სხვა საკითხებშიც, სადაც ევროპასა და აშშ-ს შორის უთანხმოება არსებობს.

აშშ და მისი მოკავშირეები სამხედრო ქმედებებს ამუშავებენ, რომლის მიზანია არასასურველი ქვეყნების სახელმწიფოებრიობის ლიკვიდირება, სუვერენიტეტის ჩამოშლა, კანონიერად არჩეული სახელმწიფო ორგანოების დამხობა, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

 

„აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა საგარეო პოლიტიკის აგრესიული ვექტორი განსაზღვრეს. ისინი ამუშავებენ სამხედრო ქმედებებს, როგორიც არის „გლობალური დარტყმა“, იყენებენ „ფერადი რევოლუციებისა“ და „რბილი ძალის“ ტექნოლოგიებს. მათი მიზანია არასასურველი ქვეყნების სახელმწიფოებრიობის ლიკვიდირება, სუვერენიტეტის ჩამოშლა, კანონიერად არჩეული სახელმწიფო ორგანოების დამხობა“, - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული მიდგომა გამოყენებული იყო ერაყში, ლიბიაში და უკრაინაში.

 

„ამჟამად ეს ტაქტიკა ვენესუელაში შეინიშნება“, - აღნიშნა ვალერი გერასიმოვმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში „საკმაოდ კარგი და კონსტრუქციული შეხვედრები“ ჰქონდათ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

 

შეხვედრა ვიეტნამში იმართებოდა, რომლის მიზანსაც კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღება წარმოადგენდა. ამ მიზნით პირველი შეხვედრა კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის სინგაპურში გასულ წელს გაიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ვენესუელაში შექმნილ კრიზისში რუსეთის როლი დიდია.

 

მისივე თქმით, მოსკოვის გარდა ამ კრიზისის გაღრმავებას ხელს კუბაც უწყობს.

 

პომპეომ ასევე გააკრიტიკა რუსული კომპანია „როსნეფტი“, რომელმაც აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უგულებელყო და ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიიდან ნავთობის ყიდვა და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გააგრძელა.

 

შეგახსენებთ, ვენესუელას პრეზიდენტს გადადგომისკენ ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო უკვე რამდენიმე თვეა მოუწოდებს. გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, მას მხარს უჭერს აშშ და კიდევ 50-მდე ქვეყანა.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო.

 

„მზად ვიყავი ხელი მომეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე. რუსებს ასე ვუთხარი. მაგრამ რა მოხდებოდა შემდეგ? ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მან მითხრა: „თუ აფხაზეთს აღიარებთ, საბანკო სისტემიდან გაგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ.“. მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

 

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ამის შემდეგ ის რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა და მასთან საუბარში ამ თემას შეეხო, თუმცა დიმიტრი მედვედევი მზად არ აღმოჩნდა ამ თემაზე საუბრისთვის.

არქივი

« « » » November 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?