იაპონიის პრემიერმინისტრი თეირანში აშშ-ირანის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით ჩავიდა. სინძო აბე ირანის დედაქალაქში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ BBC წერს.

 

იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ჰასან როუჰანის და ირანის მთავრობის წევრებს. იაპონიის დელეგაცია ირანელ კოლეგებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 90 წლისთავს აღნიშნავს.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, იაპონიის პრემიერმინისტრმა მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობაა.

 

„სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში იაპონიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სინძო აბემ.

 

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.