ევროპარლამენტის სპიკერმა დავიდ სასოლიმ ევროკავშირს მოუწოდა, ანკარასთან ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩეროს, რაც სირიაში თურქეთის საომარ ოპერაციას უკავშირდება. ამის შესახებ მან ევროკავშირის ლიდერების წინაშე ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რათა აგრესიის ეს აქტი შევაჩეროთ და წამოვწიოთ ინიციატივა, რომელიც შემუშავებული იქნებოდა ნატოს ფარგლებში და წარედგინება გაეროს უშიშროების საბჭოს. ამ ფონზე, ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას, შეჩერდეს მოლაპარაკებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“ , - განაცხადა სასოლიმ.

 

მანვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი გადაწყვეტით უარყოფს თურქეთის ხელისუფლების მცდელობას, დააკავშიროს მისი სამხედრო მოქმედებები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ სირიელი დევნილების ბედთან.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.