აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში განცხადებას გააკეთებს ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთთან მიმართებაში შესაძლო ზომების მიღებაზე.

 

„ახლა გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ შეიძლება მოგეჩვენოთ ეს ზომები. ახლა არ ვისაუბრებ ამ თემაზე. უახლოეს დღეებში განცხადებას გავაკეთებ. საუბარია ძალიან მძლავრ პასუხზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

21 მაისს ჩინეთის ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა, ჰონგ-კონგში დაწესდეს ეროვნული უსაფრთხოების კანონი, რომელიც აკრძალავს სახელმწიფოს ღალატს, ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას, ამბოხებისკენ მოწოდებას და უცხო ქვ ეყნების ჩარევას.

 

აქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიასა და თავისუფლებას შეეხება, აშშ-ს აიძულებს გადახედოს პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.