Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში, პირი, რომელსაც რეგისტრირებული იარაღი აქვს, საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისვრის.

 

წინასაწარი ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაშია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მასთან მიმდინარეობს მოლაპრაკება. კორპუსი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

სასტიკი და არაჰუმანური მეთოდით დაკავება ქუთაისში - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათეულობით თვითმხილველის თვალწინ 50 წლამდე მამაკაცს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ,,მთავარი" ავრცელებს

 

ტელევიზიის ინფორმაციიტ დაკავების მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია.

 

,,კი, ძმაო მცემეს. ასფალტზე მარტყმევინეს თავი...ექსპერტთან წამიყვანეთ," - ამბობს დაკავებული მთავარ არხთან საუბრისას.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მსგავსი მეთოდებით ისე დააკავონ პირი, ინფორმაცია გადამოწმებულიც არ ჰქონდეთ.

 

შსს-ო მომხდართან დაკავშირებით  ამ დრომდე განმარტებები არ გაუკეთებია.

 

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილის სახლის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი არათუ გარბის, არამედ, ტერიტორიას ბავშვთან ერთად მშვიდად ტოვებს.

 

როგორც ირმა ჭკადუამ „გლობაპრესს“ განუცხადა, ასევე დაკითხულია არაერთი მოწმე, რომლებიც იგივეს ადასტურებს.

 

„კამერების ჩანაწერი ამოღებულია, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დოროყაშვილზე არ უძალადიათ. ეს კამერები არის ჭიშკართან და ჩანს, რომ არავინ არსად გარბის. მოწმეებიც არიან დაკითხული, თუ როგორ მშვიდად მიდის ის ბავშვთან ერთად ტერიტორიიდან“, - აცხადებს ჭკადუა.

 

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილის მიერ ძალადობის შემდეგ, მას გრძელტარიანი საგნით მამამთილი გამოეკიდა, რის შემდეგაც ყოფილი ქმრის სახლიდან ბავშვთან ერთად გაიქცა.

საგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთათვის კომპენსაციით უკანონოდ მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში.

 

თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბიჭი, სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს.

 

არსებული ინფორმაციით, ის წყლის გუბეში ჩავარდა და დაიხრჩო. ბავშვს ოჯახი დილიდან ეძებდა. შემდეგ კი პოლიციას მიმართა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდება სასამართლოში არ დადასტურდება, ისინი სპორტსმენის შელახული რეპუტაციის აღდგენისთვის სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

 

ირმა ჭკადუა „ინტერპრესნიუსთან საუბარში გამორიცხავს ნიკოლოზ ბასილაშვილისგან მის ყოფილ მეუღლეზე ძალადობას და აღნიშნავს, რომ თუკი მეორე მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინონ. ადვოკატი ასევე გამორიცხავს ბასილაშვილის შვილზე მისი მშობლების მხრიდან ძალადობის ფაქტს.

 

„როგორ წარმოგიდგენიათ, ერთადერთ შვილიშვილზე, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდით, როგორ შეიძლება ბებიამ და ბაბუამ იძალადოს? ეს ვინმეს სჯერა? თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება არ დაუდასტურდება და ის გამართლდება, ჩვენ დავიწყებთ დავას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რათა აღვადგინოთ ნიკოლოზ ბასილაშვილის შელახული რეპუტაცია“, - განაცხადა ჭკადუამ.

თავდასხმა "ლელოს" ოფისზე. ნაძალადევის რაიონული ორგანიზაცის ოფისი პარტიის წევრებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ.

 

ცოტნე დადიანის 16 ნომერში სამართალდამცველებმა იმუშავეს. ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.

 

როგორც შსს-მ განაცხადა, მომხდარზე გამოძიება ქურდობის მცდელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით დაიწყო. არის თუ არა დაკვებული ვინმე, ამაზე უწყებაში არ საუბრობენ.

 

"ლელოში" კი მომხდარის უკან პოლიტიკურ მოტივებს არ გამორიცხავენ:

 

,,არ შევსულვართ ჯერ და არ ვიცით არის თუ არა რამე წაღებული მაგრამ ის, რომ კრიმინალები იქ არ ელოდებოდნენ ოქროს და ვრცხლს და შესაძლოა ეს ჩვენს პოლიტიკური საქმიანობასაც უკავშირდებოდეს" -  ამბობს კახა კოჟორიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია არნიშნული, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

 

„აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.

 

კერძოდ აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

 

პირთა ჯგუფი აღნიშნული მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა.

 

პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ვწუხვარ, მაგრამ თუ მის კარიერას და მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი ვისკენაც შეუძლია ხელის გაშვერა, ეს არის საკუთარი თავი“, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილზე საუბრისას ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ჩოგბურთელის წარმატებაში ცოლის როლს გაუსვა ხაზი.

 

მისი თქმით, ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის თანაცხოვრების პერიოდი პირდაპირ უკავშირდება ჩოგბურთელის წარმატებას და ამას თავად ნიკოლოზ ბასილაშვილიც აღიარებს არაერთ ინტერვიუში.

 

„ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ ეს დიდწილად მის ოჯახთან და პირველ რიგში, ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული. თავად ქალბატონი ნელი უარს ამბობდა პირად კარიერულ წარმატებაზე. მან კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ საჯარო სამსახურში და არაერთი მიმართულებით ჰქონდა შემოთავაზება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, თუმცა მან თავისი ნებით გააკეთა არჩევანი, რომ თავის ოჯახზე ეზრუნა“, - აღნიშნა ანა აბაშიძემ.

 

მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი სპორტულ სამყაროში მისაბაძი ადამიანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებული ადამიანი ვინმეზე უნდა ძალადობდეს.

 

„მისი დამსახურებები ნამდვილად ხაზგასასმელია და ჩვენ ეს ყველას გვიხარია, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტული მიმართულებით, უნდა ძალადობდეს ვინმეზე და მარტო იმის გამო, რომ ის არის წარმატებული ადამიანი, ჩვენ უნდა გავჩუმდეთ. ეს დაუშვებელია, ეს არ ნიშნავს სამართლებრივ სახელმწიფოს და არც განვითარებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირად მოუწოდებს ქალს, რომ მოითმინოს ძალადობა, რადგან კაცი წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

 

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ქუთაისში მომხდარი დაპირისპირებისა და სროლის ახალი დეტალების შესახებ ,,მთავარი არიხი" ავრცელებს, როგორც ცნობილი გახდა, კონფლიქტი მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გელა თოფურია საკუთარი ეზოდან გამოდიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დააზიანა. კონფლიქტიც ამის შემდეგ დაიწყო. როგორც თოფურიას მეზობლები ამბობენ, ადგილი ჰქონდა ჩასაფრებას. სავარაუდოდ, მეეზოვემ დახმარების მიზნით ახლობლებს მიმართა, რის შემდეგაც თოფურიამ გაისროლა.

 

,,შვიდიდან ცხრა საათამდე დავინახე სამი კაცი ჭიშკართან, ჩაცუცქულები, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ჩასაფრებულები იყვნენ. მერე დავინახე, რომ გელამ გააღო ჭიკარი, შეცვივდნენ და დაიწყო გელას მიმართ ფიზიკური დაპირისპირება", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

მომხდარზე გამოძიება ჯერჯერობით არ დაწყებულა. როგორც შსს-მ "მთავარს" განუცხადა, პოლიციაში შესაბამისი შეტყობინება არ შესულა.

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნეკა დოროყაშვილს აღარ გადაუხდის.

 

ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ეს თემა სპეკულირების საგანი გახდა.

 

„რადგანაც ეს თემა სპეკულაციის საგანი გახდა, თურმე, ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თანხას იმიტომ უხდის, რომ რაღაცაზე დადუმდეს და რაღაცაზე გაჩუმების სანაცვლოდ უხდის, ჩვენ შევწყვიტავთ ყველაფრის გადახდას. თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს, თუ ვინმეს რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

პოლიციამ 1971 წელს დაბადებული მ.ჯ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს - 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ი.ჯ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

„სამართალდამცველებმა მ.ჯ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განმარტავენ ძალოვან უწყებაში.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?