Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

ატლანტის ოკეანეში შტორმი „არტური“ წარმოიქმნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, წელს ეს პირველი შტორმია, რომელსაც სახელი მიენიჭა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 64.3 კილომეტრს აღწევს, თავად შოტრმი კი საათში 14.4 კილომეტრის მანძილს ფარავს. სპეციალისტების პროგნოზით, ორშაბათს შტორმი ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროსთან გადაინაცვლებს. ამ ეტაპზე შტორმის გაძლიერება ნაკლებად სავარაუდოა.

 

ატლანტის ოკეანეს შტორმების სეზონი 2 კვირაში იწყება.

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ახმეტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 55 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

 

ინფორმაცია ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ბოლო მონაცემებით 53 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

 

სტიქიამ მინას-ჟეიერასის შტატი დააზარალა. იქ 19 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაახლოებით 20 000 კი ევაკუირებულია.

 

შტატის გუბერნატორმა გუსტავო ზემამ 99 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ბათუმი-ქედის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დოლოგანთან მეწყერი ჩამოწვა.

 

დიდი რაოდენობით მიწის მასა გვიან ღამით ჩამოიშალა. არავინ დაშავებულა. როგორც ქედის მერიაში განაცხადეს, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

 

საავტომობილო მოძრაობა სრულიად პარალიზებულია.

უკრაინელმა მეხანძრეებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ხანძრის კონტროლის ქვეშ აღება მოახერხეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

 

გამოცემის ინფორმაციით, ეს ქვეყნის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ეგორ ფირსოვმაც დაადასტურა. მისივე თქმით, ადგილზე რადიაციული ფონი ნორმას შეესაბამება.

 

„მოკლედ რომ ვთქვათ, - ხანძრის ჩაქრობა მოვახერხეთ, ძალიან დაგვეხმარა წვიმა. რადიაციულ ფონს მუდმივად ვზომავთ და ჩვენი მონაცემების მიხედვით, ყველაფერი რიგზეა“, - დაწერა ფირსოვმა Facebook-ზე.

 

ხანძრის ჩაქრობის პროცესში 400-ზე მეტი ადამიანი და 100 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი. მედიის ცნობით, ცეცხლის ლოკალიზების დროს ერთი მეხანძრე დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.

 

ატომური ელექტროსადგურის ზონაში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწი​​სძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.

 

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:10 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ლუსეადან 117,4 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

 

შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. USGS-ის ცნობით, იამაიკას, კუბასა და კაიმანის კუნძულებს მიწისძვრით გამოწვეული ცუნამი ემუქრებათ.

ტაივანზე 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ეპიცენტრი ქალაქ ტაიდუნიდან 70 კილომეტრში, 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

წალენჯიხაში ალპურ ზონაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „გლობალპრესს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

 

მათივე განმარტებით, დღეს ღამით უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე ერთი ეკიპაჟი დარჩება, დილიდან კი ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო სამუშაოები განახლდება.

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 1600-სს აღემატება. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი მოსახლეობის გადარჩენას ამ დრომდე აგრძელებენ.

 

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვარს, ელიაზიგის პროვინციაში მოხდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გარდა, თურქეთის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის გამო, ბევრი ოჯახი იძულებული გახდა, ღამე ქუჩაში გაეთენებინა.

 

მომდევნო დღეს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რათა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ. პრეზიდენტმა ასევე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ლერაპეტრადან 55 კილომეტრში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

 

ინფორმაცია დაშავებულებსა ან ზარალზე ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო დაშავებული - საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე მოულოდნელად ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ხევში ავტომობილი გადავარდა.

 

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდნილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღმოსავლეთ თურქეთში, ელიაზიგის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.   ინფორმაციას turkishpress.com თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ელიაზიგის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა და 225 დაშავდა ქალაქ ელიაზიგში, ასევე სამი ადამიანი გარდაიცვალა და 45 დაშავდა მალათიას პროვინციაში.

 

აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მიწისნძვრის ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, საქართველოში და სომხეთშიც.

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?