Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8555
EUR
3.221
RUR
0.0456
GBP
3.5862

სოფელ ნიქოზის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან გუშინ დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს, - აღნიშნული ინფორმაცია „გლობალპრესს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ნიქოზთან დაკავებული სასულიერო პირი ერგნეთში გადასცეს. მამა დავით დურგლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანენ. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) გუშინ დააკავეს. დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.

 

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

ე. წ. გამშვები პუნქტების გადაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია - კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, რომ გადაიხედოს ეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ არაჰუმანური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე. წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს.

 

„უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა არის, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც დაკეტილია გადაადგილება ტრანსკამით დიდთოვლობის გამო, და შესაბამისად, არის საკვებზე წვდომის ძალიან რეალური პრობლემა. მე მინდა გითხრათ, რომ ე. წ. გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვების დაწესების დღიდან, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ პარტნიორებთან ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ე. წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს თითქოს რაღაც არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით. მდგომარეობა ეპიდემიური არ არის. ამიტომ, ეს არ არის ადეკვატური საბაბი, რომ მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნას. მე კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, რომ გადაიხედოს ეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ არაჰუმანური გადაწყვეტილება. შეთავაზებულია ყველა გზა და გამოსავალი, რომ ამ პრობლემას მივხედოთ. მოსახლეობას რეალურად აქვს საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა", - განაცხადა მინისტრმა.

რუსეთი არ დაუშვებს აგრესიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიოსადგურ Комсомольская правда-ს ეთერში განაცხადა.

 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამგვარად ჟურნალისტის კითხვას უპასუხა იმის თაობაზე, რომ ამიერკავკასიაში ნატო და საქართველოს სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება ხდება.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით არსად შეყოფენ ცხვირს. მათ ესმით, რომ ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ არ მივცემთ აგრესორებს იმის უფლებას, რომ თავს დაესხან ჩვენს მოკავშირეებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საოკოპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს ეპარქიშიც ადასტურებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

 

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

 

ეპარქიის წარმომომადგენლები დაკავებულ მღვდელთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ოსები სიზმრებს რუსულ ენაზე ვხედავთ, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრმა ჟანა ზასეევამ გამოცემა „სპუტნიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ოსეთმა უკვე ერთხელ აირჩია რუსეთი და ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. 2008 წელს ჩემი შვილის და სხვა ბავშვების გვერდით რუსი ჯარისკაცები დადგნენ. მათ დაიცვეს ჩემი ხალხი და სამშობლო. ჩვენთვის, ოსებისთვის რუსულ ენაზე სიზმრები ნორმალური მოვლენაა. ჩვენ ვხედავთ სიზმრებს რუსულ ენაზე. მთელი ცხოვრება სახლში რუსულად ვსაუბრობთ. მე ვამაყობ ჩვენი ხალხით“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

ჟენევის დისკუსიების 46-ე რაუნდის ფარგლებში აფხაზურმა მხარემ საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერების პროცესთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.

 

„საუბარია საქართველოსა და აშშ-ს შორის აქტიურ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის ფორმატზე. კარგად ცნობილია, რომ საქართველოში ხშირად ტარდება ნატო-ს ეგიდით წვრთნები“, - აღნიშნა ირაკლი ტუჟბამ.

 

მისივე თქმით, აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაცია, სადაც იმოქმედებს სამხედრო დანაყოფების მომზადების ტაქტიკური ცენტრი.

 

„ასევე შევეხეთ ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებულ თემას, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს აფხაზური მხარისთვის“, - დასძინა მან.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს, კერძოდ თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას "აღმოსავლეთ ოსეთის ისტორიულ ნაწილს" უწოდებს. მედოევი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნისას ბოლშევიკებმა ოსებს ტერიტორია უკანონოდ ჩამოაშორეს.

 

"აღმოსავლეთ ოსეთი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გარეთ დარჩა და შემდგომში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრებშიც ვერ მოხვდა, საქართველოს ექსპანსიისთვის მარტივ ნადავლად იქცა. დღეს ამ სოფლების მაცხოვრებლებისთვის, სამშობლო საზღვარგარეთად იქცა", — ამბობს მედოევი გამოცემა Neues Deutschland-თან ინტერვიუს დროს.

 

მისივე თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობასა და პრეზიდენტს სურს, რომ ეს ტერიტორიები ადრე თუ გვიან დაიბრუნონ:

 

"სამხრეთ ოსეთის დიპლომატებმა არაერთხელ წამოაყენეს დევნილების პრობლემა სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზეც და სამომავლოდაც გააგრძელებენ ამას, იმისთვის რომ ოსები წინაპართა ისტორიულ მიწებს დაუბრუნდნენ".

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით Neues Deutschland-თან კომუნიკაცია ჰქონდათ და ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

"აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დავიდ ნოაკი (David X. Noack) აქვეყნებს ძირითადად, მემარცხენე ორიენტაციის გამოცემებში და 2012 წლიდან არის ორგანიზაცია "რუსეთის ხალხების ბერლინელი მეგობრების" წევრი და აქტიური მხარდამჭერი.

 

როგორც სამინისტრო განმარტავს, გამოცემის სტატიები რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით გამოირჩევა, სადაც გაჟღერებულია ისეთი მოსაზრებანი, რომლებიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ჰეგემონურ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საერთაშორისო კონფერენციის - „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეთა ნაწილი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობას და 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

 

საქართველოს სახალხო დამცველის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სხვადასხვა ქვეყნის უფლებადამცველებს ადგილზე ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი პრობლემები გააცნეს, როგორიცაა მუდმივად მცოცავი ანექსია და ე.წ. „ბორდერიზაცია“, მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა, მოქალაქეთა უკანონო დაკავება, წამება და არასათანადო მოპყრობა, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების დაკარგვით გამოწვეული სოციალური სიდუხჭირე.

 

სოფელ ხურვალეთში სტუმრებმა ასევე მოინახულეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლების ადგილი. 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავზე კვლავ მძიმეა დევნილთა სოციალური პირობები, ჩასახლების შიგნით მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, რაც განსაკუთრებით წვიმისა და უამინდობის დროს იგრძნობა. მოსახლეობის განცხადებით, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო კერძო ტრანსპორტი საკმარისი არ არის. შესაბამისად, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მისაღებად და მედიკამენტების შესაძენად სხვა სოფელში წასვლა გართულებულია.

 

სახნავ–სათესი მიწების სიშორის და სარწყავი სისტემის არარსებობის გამო, დევნილები კუთვნილ მიწებს ვერ ამუშავებენ და დაქირავებულ მუშებად, ძალიან მცირე ანაზღაურებით უწევთ მუშაობა.

 

სახალხო დამცველთან შეხვედრაზე დევნილებმა სინანული გამოთქვეს, რომ ადგილობრივ სკოლაში არანაირი სასწავლო წრე არ ფუნქციონირებს და მოზარდებს თავისი ინტერესის მიხედვით განვითარების საშუალება არ აქვთ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პროგრამები სამხრეთ ოსეთისთვის უპერსპექტივოა.

 

„საქართველოს ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. უფრო ცარიელი პროექტის მოგონება არ შეიძლებოდა. ეს ინიციატივები უპერსპექტივოა, ხოლო მიდგომა კი ამორალური“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

დიმიტრი მედოევის თქმით, „ამგვარ სტრატეგიებს არანაირი მომავალი არ აქვს“

 

. „ერთი მხრივ, ჩვენი ჩართვა სურთ ე.წ. თანამშრომლობაში ძმობის და მეგობრობის სიტყვებით, ხოლო მეორე მხრივ, არავის მოუხდია ბოდიში ოსების გენოციდისთვის“, - დასძინა მან.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა საქართველოს ექვსი მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან გააძევა, - ამის შესახებ დე ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ადმინისტრაციული სამართალდარვევების კოდექსის 18.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ღონისძიებები ჩაატარა რესპუბლიკაში უცხოელი მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის აღკვეთის კუთხით. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში 22-24 იანვარს უწყებამ აზერბაიჯანული წარმომავლობის საქართველოს ექვსი მოქალაქე გამოავლინა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნიდან გააძევა. ისინი სამხრეთ ოსეთში არაკანონიერად ცხოვრობდნენ და ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრას ცხინვალის დელეგაციის ხელმძღვანელი ეგორ კოჩიევი კონსტრუქციულს უწოდებს. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება.

 

კოჩიევის თქმით, სამხრეთოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ხაზის მონიშვნის აუცილებლობაზე, რაზეც, მისი თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია.

 

„ჩვენ შევეცადეთ აღგვენიშნა, რომ ამ საკითხს ადამიანების ცხოვრების გასაიოლებლად მხოლოდ პრაქტიკული ხასიათი გააჩნია. მათ ეცოდინებათ, სად მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და სად - საქართველო და აღარ იქნება ამასთან დაკავშირებით დამრღვევის დაკავება და სასამართლო გარჩევები“, - განაცხადა კოჩიევმა.

სამხრეთ ოსეთი სირიაში საელჩოს გაისად გახსნის, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

 

„სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა 2018 წელს რესპუბლიკის საერთაშორისო ცხოვრებაში. ჩვენ ამისკენ დიდხანს მივდიოდით, მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს ვატარებდით. რაც შეეხება საელჩოს გახსნას, ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ გაისად სირიაში ჩვენი საელჩო გაიხსნება“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

 

მისივე განაცხადებით, რომ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ შესაძლებლობებს ეძებს „რესპუბლიკის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

 

„ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ევროპაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში, რათა მოვიძიოთ მოკავშირეები, მეგობრები, ქვეყნები, რომლებიც პოტენციურად შეძლებენ ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას“, - დასძინა მედოევმა.

არქივი

« « » » July 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?