დაღესტნისა და ჩეჩნეთის მოსახლეობა ერთმანეთს საზღვრის სადავო მონაკვეთის გამო უპირისპირდება. ამის შესახებ BBC-ის რუსული გამოცემა წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება ყიზლარის რაიონში დადგმულმა სასაზღვრო ნიშანმა გამოიწვია, რომელსაც „ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვის რაიონი“ აწერია.

 

დაღესტნის მოსახლეობამ ნიშანი დაუყოვნებლივ აიღო, რასაც გროზნოში პირველი კომენტარები მოჰყვა. ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთი თავისი მიწის დათმობას არ აპირებს და სასაზღვრო ნიშანი ადგილზე დაბრუნდება.

 

ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტნის საზღვართან ჩეჩნეთის ძალოვანი უწყებების ავტომანქანები გამოჩნდნენ. ადგილზეა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერიც, რომელიც დაღესტნის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.