Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

ბრიტანული როკ-ჯგუფ Sweet-ის ბასისტი სტივ პრისტი გარდაიცვალა. ის 72 წლისა იყო. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

 

პრისტი ჯგუფს 1968 წელს, ჩამოყალიბებისთანავე შეურთდა. Sweet-ი 1982 წელს დაიშალა. არსებობის პერიოდში კოლექტივმა 10-ზე მეტი ალბომი გამოუშვა. 2008 წელს პრისტმა ჯგუფის ახალი ვერსია შექმნა, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში რამდენიმე ტურნე გამართა.

 

მსახიობმა ბრედ პიტმა ამერიკულ შოუში Saturday Night Live აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის როლი შეასრულა.

 

პიტის ფაუჩიმ თავისი მიმართვა ასაკოვანი ქალებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, რომლებიც მას მხარდამჭერ, შთამაგონებელ, ხანდახან კი ხატოვან წერილებს უგზავნიან. შემდეგ კი შეეცადა აეხსნა რას გულისხმობს აშშ-ის პრეზიდენტი, როცა კორონავირუსის შესახებ საკამათო განცხადებებს აკეთებს.

 

მაგალითად, პრეზიდენტის ფრაზას იმის შესახებ, რომ ვაქცინა „შედარებით სწრაფად“ შეიქმნება, პიტმა ასეთი განმარტება მისცა: „შედარებით სწრაფად საინტერესო ფრაზაა. დედამიწის ისტორიასთან შედარებით ვაქცინა, რა თქმა უნდა, სწრაფად გაჩნდება. მაგრამ თუ მეგობარს ეტყვი „მალე მოვალ“ და წელიწადნახევარში გაჩნდები, ეს მეგობარს საკმაოდ გააბრაზებს“. რაც შეეხება ტრამპის იდეას ვირუსთან მზის სხივებით და სადეზინფექციო ხსნარებით ბრძოლის შესახებ, ამ სიტყვების გაჟღერების შემდეგ პიტმა უბრალოდ თვალებზე ხელები აიფარა და დაუყოვნებლივ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ სახეს შეეხო.

 

რგოლის ბოლოს პიტმა ფაუჩის და ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

10 აპრილს, ტელეკომპანია CNN-ის წამყვანმა ფაუჩის ჰკითხა, ვინ უნდა შეასრულოს მისი როლი Saturday Night Live-ის ახალ სეზონში. ფაუჩიმ სწორედ ბრედ პიტი აირჩია.

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ერთობლივად ვირტუალური გამოფენა მიუძღვნეს სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19 -ის ეპიდემიის წინა ხაზზე“.

 

გამოფენა მთლიანად ქართველ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს დაეთმო. ექსპოზიცია ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსების საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად მსოფლიოში. ვირტუალური ექსპოზიცია მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს.

 

მასალებს თან ერთვის საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით. გამოფენის დათვალიერება საზოგადოებას დისტანციურად - ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ გვერდზე შეეძლება. წელს კამპანიის დევიზია - მხარდაჭერა ექთნებსა და ბებიაქალებს, როგორც ზოგადად მედიცინაში ასევე, კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა ტუნბერგი ამერიკული როკ-ჯგუფის, Pearl Jam-ის ახალ ვიდეორგოლში გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

 

სიუჟეტის თანახმად, მთავარი გმირი მკითხავთან მიდის, ის კი მას ბნელ მომავალს უწინასწარმეტყველებს: კლიმატის ცვილელებები კატასტროფას იწვევს, მთელი მსოფლიოს ქალაქები წყალში იძირება, ავსტრალია იწვის, მყინვარები დნება. შემდეგ კი კამერა მკითხავის სახეს აჩვენებს და აღმოჩნდება, რომ ეს გრეტა ტუნბერგია.

 

ვიდეორგოლის გადაღება მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. 17 წლის აქტივისტს მასში მონაწილეობა არ მიუღია. მისი სახე უკვე არსებული ვიდეოებიდან ამოჭრეს და სხვა მსახიობის სახეს დაადეს. თუმცა გრეტა ტუნბერგმა ვიდეო უკვე ნახა და მას დადებითი შეფასება მისცა.

 

ცხოვრება მოჩვენებათა ქალაქში (Living In A Ghost Town), - ასე ჰქვია Rolling Stones-ის ახალ სიმღერას, რომელიც ბრიტანულმა ჯგუფმა 8-წლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

კომპოზიცია კორონავირუსის პანდემიის თემას ეხმიანება. სიმღერაში მიკ ჯაგერის სიტყვები ასეთია: „ცხოვრება ისეთი მშვენიერი იყო... ახლა კი, ყველა ჩავიკეტეთ და ყველა თავს ვგრძნობთ მოჩვენებებად, რომლებიც მოჩვენებათა ქალაქში ცხოვრობენ“.

 

როგორც ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სიმღერაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყეს, თუმცა, მისი დასრულება სწორედ იმ „ჩაკეტილობისას“ მოუწიათ, რაც კორონავირუსის პანდემიას მოჰყვა.

 

პროფესიით არქიტექტორი, თვითნასწავლი ფერმწერი, ორი შვილის დედა და მასწავლებელი, - ასეთია ახალბედა ნინო ხარატიშვილის მოკლე ბიოგრაფია, რომელმაც ორი წელია საკუთარი თავი ფერწერაში გამოსცადა და უკვე პირველი გამოფენა სახელწოდებით „მე და ჩემი სამყარო“ მოაწყო.

 

ნინომ, „გლობალ პრესს“ საკუთარი სამყარო დაათვალიერებინა და 50-მდე ტილო გააცნო.

 

 

რატომ „მე და ჩემი სამყარო“? - ნინო ამბობს, რომ სამყაროს ყველა ბინადარი უყვარს და გამოფენის სახელწოდებაც აქედან გამომდინარე შეარჩია.

 

ნინოს სურვილია, რომ საკუთარი თვალით დანახული სამყარო ყველას აჩვენოს.

 

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ სთავაზობს. 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე შემდეგი ქართული ფილმების ნახვა იქნება შესაძლებელი:

 

ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“;

 

ზაზა ხალვაშის „ნამე“;

 

ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი”;

 

ნინო ჟვანიას „აღლუმი”;

 

ლევან თუთბერიძის „მოირა“;

 

ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“;

 

დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“;

 

სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“;

 

რატი ონელის „მზის ქალაქი“.

 

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტში კინოთეატრ „ოდისე“-ში გაიმართა.

ჯვრის მონასტრის მეორე ფაზის პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა. ამი სიახლით ულოცავს ამერიკის საელჩო მოსახლეობას აღდგომას.

 

„აღდგომის კვირა დღეს აშშ-ის საელჩო თქვენ და თქვენს ოჯახებს გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. გვსურს, ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და გაგიზიაროთ შესანიშნავი სიახლე აშშ-ის დაფინანსებით ჯვრის მონასტრის მიმდინარე კონსერვაციის პროექტთან დაკავშირებით.

 

ჯვრის მონასტრის მეორე ფაზის პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა. შერჩევის შემთხვევაში დაფინანსდება ტაძრის მთლიანი გარე ფასადის კონსერვაციის სამუშაოები, ოთხივე ფასადი და გუმბათის რვავე მხარე, დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის ფართობი. ჯვრის მონასტრის პროექტის მიმდინარე, პირველი ფაზა ფონდმა უკვე $100,000 დოლარით დააფინანსა“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.

10 მარტს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse-ში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნება.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციცია „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

„ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. პროექტი განხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.

 

იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, Warpqsuare-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა.

 

გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

იზოლაციაში მყოფმა ასობით ქალმა საცვლების ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

 

საცვლების ბრიტანულმა ბრენდმა Bluebella-მ მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ-შოუ პლატფორმა Zoom-ზე გამართა. კომპანიის დამფუძნებლის, ემილი ბენდელის თქმით, კარანტინის გამო ღონისძიების გაუქმების ნაცვლად მისი ვირტუალურ რეჟიმში ჩატარება გადაწყდა.

 

„მოდის ინდუსტრიას შექმნილ სიტუაციასთან ადაპტაცია სჭირდება“, - განაცხადა ემილი ბენდელმა.

 

ბრენდის განცხადებით, ჩვენებაში მონაწილეობისთვის ყველა კომპლექციის მოდელების მიწვევა სურდათ, საბოლოო ჯამში კი ჩვენებაში 200-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, მათი ასაკი კი 18-დან 50 წლამდე მერყეობს. მათ ჩვენებაში ბრენდის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინეს.

 

იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი აღდგომის დღესასწაულზე მილანის, ცარიელ საკათედრო ტაძარში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

კონცერტი, სიყვარულს, იმედს და კორონა ვირუსისგან განკურნებას მიძღვნება.

 

ანდრეა ბოჩელისთან ერთად სააღდგომო კონცერტში მონაწილეობას მილანის საკათედრო ტაძრის მეარღნე ემანუელე ვიანელი მიიღებს. კონცერტის ტრანსლირება ანდრეა ბოჩელის www.youtube.com/andreabocelli არხზე 17:00სთ-ზე განხორციელდება.

 

„მე თანხმობით ვპასუხობ ქალაქ მილანისა და საკათედრო ტაძრის მოწვევას. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მე ერთობლივი ლოცვის ძალის მჯერა. ქრისტიანული აღდგომის მწამს. აღდგომა ხელმეორე დაბადების უნივერსალური სიმბოლოა, რაც ახლა ყველას სჭირდება, მიუხედავად იმისა ხართ თუ არა მორწმუნე“, - განაცხადა ანდრეა ბოჩელიმ.

 

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან იტალიაში სულ 17 127 ადამიანი გარდაიცვალა, 94 067ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 24 392 კი გამოჯანმრთელდა.

ჟურნალ „ანტრეპრენერის“ მიერ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე საჯარო სექტორის გამორჩეული ლიდერობისთვის 2018 წლის საუკეთესო ინტრაპრენერად დასახელდა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

 

ჟურნალმა“ანტრეპრენერმა“ სიახლეების დამკვიდრებით გამორჩეული 50 ლიდერი დაასახელა.

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?