Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8896
EUR
3.2028
RUR
0.0455
GBP
3.8004

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მედიაში კომპანიის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება.

 

„ანაკლიის განვითარების კონოსორციუმის“ განცხადების თანახმად, Merdian Capital Limited (Meridian) არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კაპიტალში ინვესტირების თაობაზე და მოლაპარაკებები ამერიკულ საინვესტიციო ფონდთანაც მიმდინარეობს. ამასთან, კონსორციუმი „მერიდიანის“ საქმიანობის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

 

„გლობალპრესი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„Merdian Capital Limited (Meridian) არის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელით, რაც მოიცავს სამომხმარებლო პროდუქტებს, უძრავ ქონებას, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორს, ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივ რესურსებს. „მერიდიანი” ყაზახური წარმომავლობის ჯგუფია, რომლის სათაო ოფისიც ჰონგ კონგში მდებარეობს და რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აქვს ოფისები, ასევე ყავს შვილობილი ორგანიზაციები.

 

„მერიდიანს“ და მასთან აფილირებულ კომპანიებს აქვთ საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება - როგორც ცენტრალური აზია-კასპიის რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით - მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და ამერიკაში - რაც მოიცავს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სექტორში. „მერიდიანის“ გლობალურ ინვესტიციებსა და პროექტებს შორის არის: ცათამბჯენი მანჰეტენზე ნიუ იორკში (ნიუ იორკი, აშშ), რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერთან, Extell-თან ერთად განავითარა; მსოფლიო კლასის აქტივები ტურიზმისა და მანპინძლობის სექტორში, მათ შორის: Meridian Adventure Dive Resort and Marina Club (ინდონეზია), Four Seasons Bora Bora (ფრანგული პოლინეზია), Hidden Bay Teos (იზმირი, თურქეთი); Food Union - ბალტიისპირული რძის პრუდუქტებისა და ნაყინის მწარმოებელი კომპანია, ოპერაციებით ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში, დანიაში, ნორვეგიაში, რუსეთში, ბელორუსიაში, ჩინეთსა და რუმინეთში; Novaport - ფლობს და ოპერირებს 14 რეგიონალურ აეროპორტს რუსეთში.

 

წარსულში მერიდიანმა გაასხვისა თავისი წინა ინვესტიციები (გაზისა და ნავთობის კომპანია - ლონდონის ბირჟაზე), Morgan Stanley-ზე (მსხვილი უძრავი ქონების კომპანია სანკტ-პეტერბურგში) და ფრანგულ Danone-ზე.

 

მეტი ინფორმაცია მერიდიანის, მისი მენჯმენტის, პორტფელისა და პროფილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ ვერდზე: https://www.meridiancapitallimited.com/

 

კონსორციუმი განმარტავს, რომ „მერიდიანი“ არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კაპიტალში ინვესტირების თაობაზე. კონსორციუმი ასევე მოლაპარაკებებში იმყოფება მსხვილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც აგრეთვე წარედგინა საქართველოს მთავრობას, რათა განხილული იქნას, როგორც პოტენციური ინვესტორი ანაკლიის პორტში ინვესტირებისათვის.

 

კონსორციუმი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, რომ შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები და მიაღწიოს ფინანსურ დახურვას, რაც საჭიროა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის,”-აღნიშნულია განცხადებაში.

ენერგოომბუდსმენი GWP-ის რეკომენდაციით მიმართავს, მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანების გამოსწორებამდე, წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლები უზრუნველყოს ალტერნატიული წყაროებით.

 

როგორც ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ენერგოომბუდსმენის აპარატში უკვე არაერთი ზარი დაფიქსირდა იმასთან დაკავშირებით, რომ წყალმომარაგების შეწყვეტის გამო მოქალაქეებს საკუთარი ხარჯით უწევთ წყლის შეძენა.

 

„ენერგოომბუდსმენის აპარატში უკვე არაერთი ზარი დაფიქსირდა კერძო ბიზნესის (კონკრეტულად: სილამაზის სალონები, სამრეცხაოები, კვების ობიექტები) და მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ წყლის ავარიული შეწყვეტის გამო, ვერ აიღეს მინიმალური რესუსრსი. შესაბამისად, უწევთ დამატებითი ხარჯების გაღება წყლის შესაძენად, ხოლო მოქალაქეები უბნის მაღაზიებში სასმელ წყალს ვეღარ შოულობენ. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება მომხმარებელთა უფლებებზე.

 

ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს კომპანიას, წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლები უზრუნველყოს ალტერნატიული წყაროებით (წყალმზიდებით),“-აღნიშნულია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, დღეს მგალობლიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური წყალმდენის განმეორებით დაზიანების გამო, თბილისის ცენტრალური უბნების რამდენიმე ქუჩა კვლავ სასმელი წყლის გარეშე დარჩა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ ადგილზე მაგისტრალური მილი 3 ივნისს დაზიანდა და შპს ,,ჯორნიან უოთერ ენდ ფაურმა" შეძლო მისი რეაბილიტაცია.

დადგა ნდობის მომენტი, გაჩნდა ეჭვი - რა გარანტია არსებობს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება მომავალში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

 

როგორც ახვლედიანი აცხადებს, ანაკლიის პორტის ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდი შეშფოთება მოჰყვა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ფოთში ახალი პორტის მშენებლობის შესახებ, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ეს ინფორმაცია 21 მაისს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა.

 

„გუშინ გვირეკავდნენ ინვესტორი ბანკები და გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას, იყვნენ შოკირებულნი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნებართვა 2 მაისს გაიცა და ამის შესახებ 21 მაისს გამართულ შეხვედრაზე არაფერი თქმულა. ეს ინვესტორების ნდობას აზიანებს როგორც მთავრობის, ისე პროცესის მიმართ. ახლა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ნდობა აღადგინოს და კვლავ კონსტრუქციული მოლაპარაკების რეჟიმში დავბრუნდეთ", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

 

ამასთან, ლევან ახვლედიანის თქმით, არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას ფოთისა და ანაკლიის პორტს შორის, რამდენადაც ანაკლიის პორტს სტრატეგიული დატვირთვა აქვს ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

 

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.

 

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

 

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად.

 

გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა თურნავამ.

„თიბისი ბანკი“ ეხმაურება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოკლევადიან პერპექტივაში უარყოფითად აისახოს ტურიზმში მომუშავე ქართული კომპანიების საქმიანობაზე.

 

„თიბისი ბანკი“ მზად არის თითოეულ კლიენტთან და პარტნიორთან, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობს, ინდივიდუალურად იმუშაოს და მათ საჭიროების მიხედვით მხადაჭერა გაუწიოს.

 

შესაბამისი შეხვედრები ბანკში ორშაბათიდან, 24 ივნისიდან დაიწყება“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

ხანდახან ისეც ხდება რომ წინააღმდეგობას პოლიტიკური სარჩული აქვს და ეს არამარტო საქართველოშია ასე, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა გადაცემა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, არ არსებობს ოქროს წესი, რომელიც ყველგან ერთანირად მოქმედებს.

 

„არსებობს სოფლები, რომლის მცხოვრებლებსაც არ სურთ არანაირი სარგებლის მიღება და არ ყიდიან, ასე რომ ვთქვათ, არანაირ ფასად იმ ბუნებას, რომელიც მათ წინაპრებისგან ერგოთ. ვერც ერთი პროექტი ვერ იქნება წარმატებული და განხორციელებადი, ხალხის ჩართულობის გარეშე. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი სწორი დაგეგმვა და მოლაპარაკებების სწორად წარმართვა. ხანდახან ისეც ხდება რომ წინააღმდეგობას პოლიტიკური სარჩული აქვს და ეს არამარტო საქართველოშია ასე. ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს ქვეყანა, შემდეგ კი მოხდეს მისი დისტრიბუცია, მას ჯიბეში ხომ ვერ ჩაიდებ. ასევე აუცილებელია მოხდეს ელექტროენერგიის სწორი განაწილება და რაც მთავარია, არსებობდეს მიკროჰესები, რომლებიც ლოკალურად თუნდაც ისეთ ლოკაციებს მოამარაგებს, როგორიცაა ხევსურეთი“,- აცხადებს ელჩი.

ჩემი აზრით, უკვე განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს პროცესი, - ასე უპასუხა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ლარის კურსის გაუფასურებაზე ჟურნალისტების კითხვას. კაკულიას აზრით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში უნდა მივიდეს და მსჯელობა გაიმართოს. მისივე თქმით, თუ ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, რაც უპირველესად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან უნდა წამოვიდეს.

 

„20- პუნქტიანი ცვლილება სხვაა, ვიდრე 10 ან 15- პუნქტიანი. ამიტომ ჩემი აზრით, უკვე განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს პროცესი.

 

მომავალი კვირიდან უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ რა ფორმატში მოვისმინოთ ეროვნული ბანკის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე, რათა უფრო მეტი სიცხადე შემოვიდეს. დაახლოებით 20 პუნქტით არის ცვლილება და თუ ეს მზარდი ტენდენცია გაგრძელდა, საჭიროა საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა, რაც ეროვნული ბაკისგან უნდა წამოვიდეს.

 

ეროვნული ბანკის დაბარების საკითხი სწორედ მაშინ დგება, როდესაც ვხედავთ ინფლაციის გარდაუვალი ცვლილების საშიშროებას. ეს ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის, მაინც სარწმუნო მიმაჩნია ის, რასაც ამბობს ეროვნული ბანკი. ჩემი გამოცდილებაც იმას მეუბნება, რომ დარეგულირებადია ასეთი ცვლილება. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საგანგაშო სხვა სიტყვაა და საყურადღებო - სხვა. პროცესი არის საყურადღებო და არავითარ შემთხვევაში - საგანგაშო," - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

კითხვაზე, შედგება თუ არა ამ საკითხზე კობა გვენეტაძის საკომიტეტო მოსმენა, რომან კაკულიამ უპასუხა, რომ ეს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის პრეროგატივაა.

 

"ამ ეტაპზე მოდით, ეს დავუტოვოთ საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს. მისი პრეროგატივაა. მას ძალიან კომპეტენტური ხელმძღვანელი ჰყავს და არამგონია, რომ მას რაიმე ელემენტი გამოეპაროს,"- აღნიშნა რომან კაკულიამ.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ენერგეტიკულ სფეროში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვა ევროპაში. ტრამპის თქმით, აშშ აპირებს სანქციების გამოყენებას „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მონაწილეების მიმართ. მან განმარტა, რომ ამ პროექტის ბლოკირების მცდელობით აშშ გერმანიას იცავს რუსეთისგან. მისივე თქმით, ბერლინი მოსკოვს მილიარდებს აძლევს.

 

„მაგრამ, ჩვენ უკეთესი რაღაც გვაქვს - თხევადი გაზის დიდი მარაგი. ვფიქრობ, ეს რეალური გამოსავალია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8023 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8023 ლარი შეადგინა.

 

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7997 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1209 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1236 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0027, ლარი შეადგინა.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა პროცედურული დარღვევებით არის გაცემული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

 

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად.

 

გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა თურნავამ.

 

შეგახსენებთ, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გუშინ გააავრცელა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, რათა მოხდეს მთავრობასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის 8 პუნქტიანი საკითხების სიაზე საბოლოო შეთანხმება.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოცემულ ვადებში, მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში - 2020 წლის ბოლოს - 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, მთავრობა კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადას, რომელიც 15 ივნისს იწურება, 6 თვით გაუხანგრძლივებს.

დაუჯერებელია, რომ 28 დღის განმავლობაში ხელისუფლებაში ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

 

როგორც ლევან ახვლედიანი განმარტავს, ცალსახაა, რომ არსებობენ ძალები, მათ შორის ხელისუფლებაში, რომლებიც ანაკლიის პორტის ხელის შეშლის მიზნით მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამენ.

 

„მე გამოვრიცხავ, რომ ამაზე მთელი ხელისუფლების ძალისხმევა იყოს მიმართული, მაგრამ განვითარებული მოვლენები ის, რომ 2 მაისს გაცემული ნებართვა ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაფარული, ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაშიც, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს. ეს ცალსახაა“, - აცხადებს ახვლედიანი.

 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

 

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად“, - განაცხადა თურნავამ.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70- მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით.

 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე და ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს და დროულად დავიწყოთ მშენებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

არქივი

« « » » December 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?