Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0463
EUR
3.4381
RUR
0.0433
GBP
3.8124

ამერიკულმა კომპანიამ Boston Dynamics-მა თავისი ოთხფეხა რობოტი Spot-ის გაყიდვა დაიწყო. კომპანიის ვებგვერდზე გაიხსნა ონლაინ-მაღაზია, რომელშიც Spot Explorer-ის შეძენა 74,5 ათას დოლარად შეიძლება. კიდევ ორი მოდელის - Spot Enterprise-ისა და Spot Academic-ის შეძენა წინასწარი შეკვეთითაა შესაძლებელი.

 

მანამდე Boston Dynamics-ის რობოტი-ძაღლების შეძენა მხოლოდ გარკვეულ სამხედრო კომპანიების შეეძლო, ახლა კი ეს ნებისმიერ ამერიკულ კომპანიას შეუძლია. უცხოელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ რობოტის გაქირავება. შეკვეთის მიწოდება 6-8 კვირაში ხორციელდება.

 

საკურორტო სოფელ მუხურში კომპანია ,Mukhuri Resort-ი ევროპული სტილის, ორ, 30-30 ნომრიან სასტუმროს აშენებს.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სასტუმრო, რომელსაც მდინარე ხობზე ჩასასვლელი გვირაბი აქვს, არქიტექტურულად ევროპულ და კოლხურ სტილს მოიცავს, სასტუმროს დიზაინში ნოქალაქევის არქიტექტურული ფრაგმენტებიც ფიგურირებს.

 

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს „ლაკადა გრუპი“ ასრულებს.

 

ორივე სასტუმროს მშენებლობის ინვესტიცია 11 მილიონ ლარამდეა, სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

სენატში განსახილველად შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

დოკუმენტი ორივე პარტიის წარმომადგენლებმა მოამზადეს. კერძოდ, მისი ავტორები არიან რესპუბლიკელები ტედ კრუზი, ტომ კორტონი, რონ ჯონსონი, ჯონ ბარასო და დემოკრატი ჯინ შაჰინი.

 

ახალი კანონპროექტის თანახმად, სანქციები ფართოვდება არა მხოლოდ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები გაზასაგენის მშენებლობაში. არამედ იმ კომპანიების წინააღმდეგაც, რომლებიც მათ სადაზღვევო ან იურიდიულ დახმარებას, ასევე საპორტო მომსახურებას უწევენ.

 

იმისთვის რომ სანქციები ამოქმედდეს, კანონპროექტს მხარი კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

 

ამ დროისთვის გაზსადენის მშენებლობა იმ სანქციების გამოა შეჩერებული, რომელიც აშშ-მა 2019 წლის დეკემბერში დააწესა.

მაღალრეიტინგული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet-ის ობიექტში საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა. გავლენიანი გამოცემა Lonely Planet მკითხველებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. 

 

საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების სიაში: საბერძნეთი, პორტუგალია, ხორვატია და რუმინეთი შევიდნენ. Lonely Planet-ის ინფორმაციით ჩამოთვლილ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სპეციფიკური პროტოკოლები მომზადდა, რაც განთავსების ობიექტების, რესტორნებისა და მაღაზიების ტიპის შენობებში ჰიგიენის წესებს ეხება.

 

„კორონავირუსის შემთხვევების მიხედვით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე კარგ პოზიციას იკავებს. საქართველომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სწრაფი ზომები მიიღო. მონაცემების მიხედვით საქართველოში პანდემიის შედეგად ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 260-ჯერ ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველო 1-ლი ივლისიდან კონკრეტული ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნას გეგმავს. საკუთარი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით ჯანდაცვის სპეციალურ ზომებს ნერგავს“, - წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი ჯეიმს გაბრიელ მარტინი.

 

Lonely Planet-ს მსოფლიოში ყოველთვიურად 13 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო სოციალურ ქსელებში სამოგზაურო ჟურნალის გამომწერთა რაოდენობა 12.5 მილიონზე მეტია. 

დღეიდან სავალუტო ჯიხურებშის ფუნქციონირება განახლდა. თანამშრომლები სამსახურებს დღეიდან დაუბრუნდებიან. პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი აქაც აუცილებელი ატრიბუტი იქნება.

 

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. სავალუტო ჯიხურების ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის, თუმცა ეს ობიექტებიც იმავე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან იქაც ფულის გადაცვლის ოპერაციები სრულდება. ასოციაციის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვალუტის გადამცვლელი 800 პუნქტი იყო დახურული.

 

მთავრობის დადგენილებით, სავალუტო ჯიხურების საქმიანობა 31 მარტს შეჩერდა.

ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე, ჩვენ რა რაოდენობით და როგორ სუფთა (კოვიდის თვალსაზრისით) ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„მოგახსენებთ საიდანაც ვიწყებთ და გვაქს რეალური შანსი პირველი ტურისტები მივიღოთ: ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების მართვაში ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგში და ეს შედეგი არის ჩამოსული ტურისტის რაოდენობა. აქ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული ამ წესებს როგორ დაიცავთ, და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და როგორ სუფთა (კოვიდის თვალსაზრისით) ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში შიდა ტურისტული სეზონი დღეიდან იხსნება. შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, ვიზიტორები შემცირებული ტარიფებითა და სპეციალური შეღავათებით შეძლებენ სარგებლობას, თუმცა მათ შესაბამისი, სავალდებულო წესების დაცვა მოუწევთ. სავალდებულო რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ იმ ობიექტებმაც, რომლებიც სტუმრებს მიიღებენ.

 

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეიდან ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურებით.

 

დღესვე ქვეყნის ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას იწყებს. ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსკრინინგი. დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ყველა დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მუშაობა განაახლდება.

 

მათ იმ რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. სტუმრებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. აუცილებელია დეზობარიერის გავლა. ამასთან, მაგიდებს შორის აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, თითო მაგიდაზე კი დასაშვებია მხოლოდ ექვსი ადამიანის განთავსება.

 

რეგულაციები შეეხება მომსახურე პერსონალსაც. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განმარტებით, შვედური მაგიდის გამოყენება იზღუდება, ხოლო გამოყენების შემთხვევაში, უნდა დამონტაჟდეს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.

მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობის - ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით. ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი, როგორც „მწვანე ქვეყნები“, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

 

„მწვანე ქვეყნების“ კორიდორის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ამ ქვეყნებს შორის ფრენა იყოს შეფერხებისა და დამატებითი ცნობების გარეშე. თუკი აღნიშნული მიიღწევა, საქართველოში შემოსვლა და გასვლა კორონავირუსის არქონის დამადასტურებელი ცნობების გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა, აღნიშნული მაინც საჭიროებს დამატებით დასტურს და ამიტომ ველით, რომ ეს ასე განხორციელდეს. ის ქვეყნები, რომლებიც არის ოფიციალურად „მწვანე“, ცდილობენ შეჯერდნენ იმ პროტოკოლზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად გავაცოცხლოთ ტურიზმი და ნაკლები შეფერხება იყოს მგზავრებისთვის“, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

 

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. მოძრაობა ხუთი მიმართულებით აღდგა. ეს მიმართულებებია: ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი და ფოთი. პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 08:00 საათზე შესრულდა.

 

6 ივნისს ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

 

წესების თანახმად, მატარებლის ყველა შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი, ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

 

ასევე უწყება რეკომენდაციას გასცემს, რომ ყოველი მარშრუტის შემდეგ მოხდეს შემადგენლობის სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია.

 

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

 

მათივე ცნობით, მატარებლის ვაგონები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უკევ დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა. რკინიგზაში კი განმარტავენ, რომ სარკინიგზო ტრასპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში თავად იყვნენ ჩართულები.

 

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა კაჭარავა.

დღეიდან სასტუმროების ის ნაწილი გაიხსნება, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოწმდა და დადგნილ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებენ.

 

დადგენილია სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. დეზობარიერის გავლის შემდეგ, აუცილებელი პირობაა ხელების სანიტარული ხსნარით დამუშავება. ჩატარდება თერმოსკრინინგიც. აკრძალულია ბავშვთა სარეკრეაციო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ამერიკელი მილიარდერების ქონება 565 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კვლევის თანახმად, ამერიკელი მილიარდერების ქონების საერთო ღირებულება 3.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც 19%-ით მეტია, ვიდრე პანდემიის დაწყებისას იყო. მაგალითისთვის, Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება 18 მარტიდან 36.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობის გამო 42.6-მა მილიონმა ამერიკელმა სახელმწიფოს დასახმარებლად მიმართა.

 

გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრად დარჩენილმა კიდევ 1.9-მა მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. 26 მარტს აშშ-ში უმუშევრობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. წინა მაქსიმუმი 1982 წელს დაფიქსირდა და ერთი კვირის განმავლობაში 695.000 შეადგინა.

არქივი

« « » » July 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?