Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8661
EUR
3.19
RUR
0.0454
GBP
3.7821

2019 წლის 1 იანვრიდან ახალი პროექტი „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“ იწყება და ინიციატივა გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ითვალისწინებს.

 

პროგრამის ბენეფიციარები შეუძლია გახდნენ - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი; აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე), აგრეთვე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

აღნიშნულ პროექტს ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მისალმებელია გამყოფი ხაზების ორივე მხარეს შორის ნდობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევისკენ სწრაფვა.

 

„საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროგრამა კონსტრუქციული სახის და ჰუმანიტარული ამოცანებისაა. ითვალისწინებს გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას (7 - 35 ათასი ლარის ფარგლებში), აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოშობილი/წარმოებული საქონლისთვის შიდა ქართულ ბაზარსა და საგარეო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას, ინდივიდუალური და ერთობლივი ბიზნეს ინიციატივების წახალისებას. ასევე, აღნიშნული რეგიონებში პროდუქციის მიწოდებას.

 

ხაზგასასმელია ინიციატივების ფარგლებში წარმოდგენილი კომპონენტები, კერძოდ: მომსახურების კომპონენტები და სერვისები, ინფრასტრუქტურის პირობები და სივრცე, საშეღავათო რეჟიმის მექანიზმები და სტატუსი, სავაჭრო ოპერაციები და წესები, ფინანსური ინსტრუმენტები და საკანონმდებლო ინიციატივები.

 

ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ინიციატივების ხორცშესხმისათვის (ტრადიციული პოლიტიკისამებრ) ახალ-ახალი სტრუქტურები არ უნდა შეიქმნას და მხოლოდ არსებული უწყებებით უნდა იქნას მიღწეული მიზანიც და შედეგიც. მმართველობითი ეპიზოდებიდან გვახსოვს მიუღწეველი მიზნები და ბიუჯეტით სარჩენი „არაეფექტიანი“ სტრუქტურები.

 

ჯამში, აღვნიშნავ, რომ შთამბეჭდავია წარმოდგენილი ინიციატივების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შერიგებისა და ინტეგრირების მიმართულებით. აღსანიშნია, პროგრამით გათვალისწინებული ახალი სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობები. მისალმებელია გამყოფი ხაზების ორივე მხარეს შორის ნდობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევისკენ სწრაფვა“, - აღნიშნას აბულაძე.

2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდით“ შეიცვლება.

 

ფასის დამრგვალების მეთოდი მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოიყენება. უნაღდო ანგარიშსწორება უცვლელად - ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელდება.

 

“ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით განისაზღვრა, რომ ფასის დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, რაც გამორიცხავს ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილების აუცილებლობას“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამოდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე.

 

ამ შემთხვევაში ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით: 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე; 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე; 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე; 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.

 

დადგენილი წესი არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე ფასების ცვლილებას და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამოდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე.

 

ცვლილებები ასევე ეხება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის საკითხსაც. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე.

 

2021 წლის 1-ლი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ჩანაწერების ავთენტურობა უნდა გაირკვეს, რადგან მოცემულ სიტუაციაში მეტი სიცხადეა საჭირო.

 

მისივე თქმით, კომპანია "ომეგას" სახელმწიფოს მიმართ გარკვეული ვალდებულებები აქვს.

 

"მნიშვნელოვანია, გაირკვეს რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერები, მეორე მხარის განცხადებით, ეს იყო საქმიანი ბიზნესშეხვედრა და ალბათ, უფრო მეტი სიცხადეა საჭირო, როცა ამ ტიპის ჩანაწერები ვრცელდება. ზოგადად, როცა საუბარი მიდის საქმიან ბიზნესმოლაპარაკებებზე, ცოტა არაეთიკურია, როცა ამგვარი შეხვედრის ჩაწერა ხდება და შემდეგ მისი გასაჯაროება, რადგან ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში ბევრი დელიკატური და სენსიტიური საკითხია, სადაც ცალკეული პიროვნებები, რეალურად ან არარეალურად იქნენ დასახელებულები. ზოგადად კი, „ომეგა ჯგუფის“ დაკავშირება ტელეკომპანია „იბერიასთან“ და ტელევიზიის გამოყენება იმ კუთხით, რომ კომპანია „ომეგას“ გააჩნია გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მის მიერვე არის დეკლარირებული, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ნებისმიერი საგადასახადო ვალდებულება უნდა იყოს შესრულებული. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაცია კომპანია „ომეგასთან“ და მზად ვართ, რომ ვიშუამდგომლოთ ამ დავალიანების დროში ოპტიმალურად გაწერის ნაწილში, ამის შესახებ რეკომენდაციაც გვაქვს გაცემული, მაგრამ ის რაც ხდება კომპანიის მხრიდან ტელევიზიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ვფიქრობ, ეს არის არაკორექტული", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ახალი საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“   2019 წლის 1 იანვრიდან ამუშავდება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

 

პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ითვალისწინებს.

 

მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა გამყოფი ხაზის იქით და აქეთ მცხოვრებ მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას დააღწიონ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.

 

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტს ვქმნით იმისათვის, რომ წავახალისოთ ვაჭრობა ხელოვნური ბარიკადების გასწვრივ და მივცეთ შეღავათი იმ ხალხს, რომელიც ძალიან მძიმე მდგიმარეობაში იმყოფება რუსული უკუპაციის პირობებში.

 

ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვქმნით პროგრამას, რომელსაც ჰქვია ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" რომელიც საშვალებას მისცემს გამყოგი ხაზების, პირობითად, იქით და აქეთ მცხოვრებ მოსახლეოვას, რომ წარმოადგინონ ბიზნეს პროექტები, დაკავშირებული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობასთან. ადამიანები მიიღებენ დახმარებას გრანტის ფორმით 35 000 ლარამდე საერთო პროექტებისათვის, რაც მათთვის და მათი ოჯახებისათვის შესაძლოა თავი დააღწიონ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.

 

ეს სიახლე მოიცავს ყველა მაცხოვრებელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განურჩევლად ეთნიკურობისა. ყველა პირს, რომელიც დაინტერესებულია და რომელსაც ჭირდება ასეთი ტიპის გრანტის მიღება, რომელსაც აქვს კონკრეტული ბიზნეს იდეა და შეიძლება მომავალში განავითაროს. კანონში უკვე მოცემულია ძალიან ფართო ჩამონათვალი, თუ რა ტიპის საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს, რაც უკაცშირდება ვაჭრობას გამყოფი ხაზების გასწვრივ. მიზანია, ხალხსი ერთმანეთთან კონტაქტი, დაახლოვება და ერთმანეთთან მშვოდობიანი ურთიერთობები“, - აცხადებს ციხელაშვილი.

 

ეკონომიმისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" დირექტორის მიხეილ ხადურის თქმით პროექტი ხელს შეუწყობს გამყოფ ხაზთან ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებას.

 

,,აწარმოე საქართველოში"იწყებს ახალ პროგრამას ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის, რომელიც იქნება ძალიან წარმატებული პროგრამის ,,აწარმოე საქართველოს" მიკრო პროგრამის გაგრძელება. ჩვემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ მოხდეს მეწარმეობის სულის კვეთების ამაღლება, კიდევ და კიდევ მეტი ბიზნეს პარტნიორების ერთად შეკრება და ერთად ბიზნესების გაკეთება და რა თქმა უნდა ვაჭრობის გააქტიურება.

 

ჩვენი პროგრამა, როგორც მოგეხსენებათ მიკრო გრანტების პროგრამაში 2015 წლიდან წარმატებულად ხორხციელდება. 8500 ადამიანია დაფინანსებული და ახლა გვინდოდა კონკრეტულად გამყოფი ხაზის გასქვრივ გაგვეკეთებინა ეა პროგრამა და საშვალრბა მიგვეცა იქ მცხოვრები ადამოანებისთვის, რომ გაპარტნიორდენ და ამხანაგებობის პრინციპით აწარმოონ ქართული პროდუქტი და ხელი შეუწყონ ვაჭრობას“,- განაცხადა მიხეილ ხადურმა.

იანვარ-სექტემბერში 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, უმსხვილესი პარტნიორი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი (343.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (314.7 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (199.2 მლნ. აშშ დოლარი).

 

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 64.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი(1 059.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (675.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (647.9 მლნ. აშშ დოლარი).

 

ასევე, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა

 

საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 253.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (990.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (810.7 მლნ. აშშ დოლარი). ხოლო, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 375.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, 279.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 271.9 მლნ. აშშ დოლარი (1 1.1 პროცენტი).

 

„უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 644.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 438.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 296.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპ ორტის 4.4 პროცენტი)”, - აღნიშნულია სტატისტიკურ მონაცმებში.

Global Press

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6165 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6165 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5844 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ 0.0321 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0323 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9868 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0455 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

ეს არის საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება. საფინანსო სექტორმა რეალიზაცია გაუკეთა საკრედიტო პორტფელს, გაყიდა სესხები ფონდ „ქართუზე“, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ინტეპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ეს არის კომერციული გადაწყვეტილება.

 

„ეს არის კომერციული გადაწყვეტილება - საფინანსო სექტორიდან ფონდი „ქართუ“ ახდენს პორტფელის შეძენას. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ბანკების უმრავლესობასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამ ოპერაციაში ყველა ბანკის ჩართვა სრულად მოხდეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყეტილება, ვინაიდან იგი ეხება საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების საკრედიტო ვალდებულებიდან გათავისუფლებას, რაც გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა სისტემური რისკი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ისეთი მნიშვნელოვანი იყო დიდი რაოდენობის პრობლემური ვალებიდან გათავისუფლება, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა. ეს სუფთად კომერციული ნაბიჯი იყო - ბანკებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და ონლაინ-სესხების გამცემმა კომპანიებმა რეალიზაცია გაუკეთეს საკრედიტო პორტფელს, გაყიდეს სესხები ფონდ „ქართუზე“. ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბანკო სექტორი სესხს ყიდის ფონდ „ქართუზე“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მის ბიზნესზე რეკეტი მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზებული ჯგუფი ახორციელებს.

 

მისი თქმით, საქმე ეხება რეალურ კანონდარღვევებს და თუკი ის ადამიანები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ ისაუბრებენ, ყველაფერი ნათელი გახდება.

 

„მიმდინარეობდა და მიმდინარეობს რეკეტი, კერძოდ, ახლა გვაქვს რეკეტი და გამოძალვა „ომეგა ჯგუფზე“. ვსაუბრობთ გახსნილად და მთავარია, ამას ჰქონდეს შედეგი. ჩვენ გვაქვს ორგანიზებულ, კრიმინალურ ჯგუფთან საქმე, რომელიც ფიქრობს, როგორ იმოქმედოს თითქოსდა უხილავად. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. ლევან ყიფიანმა და სხვა მოქმედმა კრიმინალურმა წევრმა შეიძლება ბევრი რამ თქვან, მაგრამ თუ კანონი იმოქმედებს, უფრო ბევრს იტყვიან, როცა აყვანილები იქნებიან. საქმე გვაქვს რეალურ კანონდარღვევებთან და თუ ჩვენ აბსურდზე ვიმსჯელებთ, მთავარი გვრჩება. ეს ხალხი დღესაც ყვლეფს სახელმწიფოს, ისაკუთრებს ბიზნესებს“,- აცხადებს ოქუაშვილი.

 

რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრას, ზაზა ოქუაშვილი პასუხობს: „რომელი საღად მოაზროვნე ბიზნესმენი გაგიგიათ, რომ მიდიოდეს სადმე შეკრებაზე, აძლევდეს მისი კუთვნილი 100%-დან 75%-ს, ან სად გინახავთ ორი კომპანია ინაწილებდეს 25-25%-ს?“,- აღნიშნა ოქუაშვილმა.

 

ზაზა ოქუაშვილის თქმით, „ომეგას“ გაჩერება სხვადასხვა ბერკეტით ხდებოდა, მათ შორის, ფინანსურით.

 

„ომეგას“ გაჩერება ხდებოდა სხვადასხვა ფინანსური ბერკეტით. ეს დაიწყო ბანკებიდან, როცა ბანკმა 5 წელზე გაწერილი კრედიტი ამოიღო ერთ წელში. ყოველთვის ხდებოდა მილიონების მოთხოვნა“,- განაცხადა ოქუაშვილმა.

არქივი

« « » » December 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?