Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0651
EUR
3.5049
RUR
0.0431
GBP
3.8715

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ყველა დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მუშაობა განაახლდება.

 

მათ იმ რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. სტუმრებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. აუცილებელია დეზობარიერის გავლა. ამასთან, მაგიდებს შორის აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, თითო მაგიდაზე კი დასაშვებია მხოლოდ ექვსი ადამიანის განთავსება.

 

რეგულაციები შეეხება მომსახურე პერსონალსაც. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განმარტებით, შვედური მაგიდის გამოყენება იზღუდება, ხოლო გამოყენების შემთხვევაში, უნდა დამონტაჟდეს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.

მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობის - ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით. ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი, როგორც „მწვანე ქვეყნები“, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

 

„მწვანე ქვეყნების“ კორიდორის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ამ ქვეყნებს შორის ფრენა იყოს შეფერხებისა და დამატებითი ცნობების გარეშე. თუკი აღნიშნული მიიღწევა, საქართველოში შემოსვლა და გასვლა კორონავირუსის არქონის დამადასტურებელი ცნობების გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა, აღნიშნული მაინც საჭიროებს დამატებით დასტურს და ამიტომ ველით, რომ ეს ასე განხორციელდეს. ის ქვეყნები, რომლებიც არის ოფიციალურად „მწვანე“, ცდილობენ შეჯერდნენ იმ პროტოკოლზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად გავაცოცხლოთ ტურიზმი და ნაკლები შეფერხება იყოს მგზავრებისთვის“, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

 

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად, - ასე აღწერს საქართველოს პორტალი AirBalticBlog, სტატიაში სახელწოდებით „ქვეყნები, სადაც ამ ზაფხულს დასასვენებლად შეიძლება ჩასვლა“.

 

სტატიის ავტორი წერს, რომ თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარია, როგორც მთის სწრაფი მდინარე და აღნიშნავს, რომ ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებისთვის 1-ლი ივლისიდან გაიხსნება. აქვეა მოყვანილი რჩევები იმის შესახებ თუ რა უნდა დაათვალიეროს საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა.

 

„დასვენება დაიწყეთ კახეთის რეგიონის ცნობილ ალაზნის ველზე გადაჭიმული ვენახებიდან. სიღნაღში გემო გაუსინჯეთ „რქაწითელსა“ და „საფერავს“, მაგრამ ფრთხილად იყავით ჭაჭასთან, რადგან ცეცხლივით წვავს! შემდეგ გაემგზავრეთ ანანურში, თუ ციხესიმაგრეები და ისტორია გიზიდავთ. ეს მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი ნამდვილად შთამბეჭდავია!

 

თბილისისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდით საქართველოს პირველ დედაქალაქში და სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეთ მცხეთაში. ზემოთ აიხედეთ და დატკბით დეკადენტური ფრესკებით, თან კისერს უფრთხილდით - არ მოგძვრეთ ამ სილამაზის ცქერაში. აქ დაივიწყეთ კალორიების თვლა, რადგან საქართველოში კერძები სიამოვნებისთვის იქმნება და არა თვითგვემისთვის (მომატებული წონის გამო). ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად ხართ ჩამოსული!“ - წერია სტატიაში.

 

ჩამონათვალში ასევე შევიდნენ საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და ხორვატია.

დღეიდან სასტუმროების ის ნაწილი გაიხსნება, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოწმდა და დადგნილ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებენ.

 

დადგენილია სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. დეზობარიერის გავლის შემდეგ, აუცილებელი პირობაა ხელების სანიტარული ხსნარით დამუშავება. ჩატარდება თერმოსკრინინგიც. აკრძალულია ბავშვთა სარეკრეაციო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ამერიკელი მილიარდერების ქონება 565 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კვლევის თანახმად, ამერიკელი მილიარდერების ქონების საერთო ღირებულება 3.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც 19%-ით მეტია, ვიდრე პანდემიის დაწყებისას იყო. მაგალითისთვის, Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება 18 მარტიდან 36.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობის გამო 42.6-მა მილიონმა ამერიკელმა სახელმწიფოს დასახმარებლად მიმართა.

 

გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრად დარჩენილმა კიდევ 1.9-მა მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. 26 მარტს აშშ-ში უმუშევრობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. წინა მაქსიმუმი 1982 წელს დაფიქსირდა და ერთი კვირის განმავლობაში 695.000 შეადგინა.

საცალო კომპანია Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

„ჩვენ ფოქუსირებულნი ვართ, ჩვენი გუნდის უზრუნველყოფასა და დახმარებაზე“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

მინესოტაში 71 ობიექტი დაიხურა, კალიფორნიაში 49, ნიუ იორკში 12 და დანარჩენი მაღაზიები კი სხვადასხვა შტატში.

 

Target-ის თანამშრომლები ყველაფრის მიუხედავად 14 დღიან ანაზღაურებად შვებულებაში იქნებიან.

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

სენატში განსახილველად შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

დოკუმენტი ორივე პარტიის წარმომადგენლებმა მოამზადეს. კერძოდ, მისი ავტორები არიან რესპუბლიკელები ტედ კრუზი, ტომ კორტონი, რონ ჯონსონი, ჯონ ბარასო და დემოკრატი ჯინ შაჰინი.

 

ახალი კანონპროექტის თანახმად, სანქციები ფართოვდება არა მხოლოდ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები გაზასაგენის მშენებლობაში. არამედ იმ კომპანიების წინააღმდეგაც, რომლებიც მათ სადაზღვევო ან იურიდიულ დახმარებას, ასევე საპორტო მომსახურებას უწევენ.

 

იმისთვის რომ სანქციები ამოქმედდეს, კანონპროექტს მხარი კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

 

ამ დროისთვის გაზსადენის მშენებლობა იმ სანქციების გამოა შეჩერებული, რომელიც აშშ-მა 2019 წლის დეკემბერში დააწესა.

სოციალური ქსელი FACEBOOK-ის ადმინისტრაცია ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებების მონიშვნას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელმა ნატალია გლიჩერმა განაცხადა.

 

,,ჩვენ რამდენიმე თვის წინ განნვაცხადეთ, რომ იმ მედიასაშუალებების გვერდების მონიშვნას ვაპირებთ, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ შესაბამისი ქვეყნებს ხელისუფლებების სარედაქციო კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. დღეიდან კი ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ“ - აცხადებენ კომპანიაში

 

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ისეთი მედიასაშუალებების გვერდები, როგორც არის რუსული RT და SPUTNIK-ი და ჩინური XINHUA NEWS-ი და PEOPLE’S DAILY-ი მოინიშნებიან, როგოც ხელისუფბლების მიერ კონტროლის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებები

 

,,სახელმწიფო საგენტოები, როგორიც არის რუსული RT და SPUTNIK-ი და ჩინური XINHUA NEWS-ი და PEOPLE’S DAILY-ის გვერდების შეფასებისას დადგინდა, რომ ხელისუფლებების კონტრლის ქვეშ იმყოფებიან და ისინი მონიშნულები იქნებიან. ასეთი ამ ეტაპისთვის 18 მედიასაშუალების გვერდებია, ასობით მილიონი მიმდევრებით, რომლებიც მიიღებენ მონიშვნას“ - აცხადებს გლიჩერი

 

FACEBOOK-ი ასევე აცხადებს, რომ მედია საშუალებას ექნება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული მონიშვნა გასაჩივროს.

 

,,იმ შემთხვევაში, თუ მედიასაშალება არ დაეთანხმება ამგვარ მონიშვნას, მას ამის გასაჩივრების საშუალება ექნება სოციალური ქსელის ადამინიტრაციაში, თუმცა საამისოდ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკდებლობის მტიკცებულებების წარდგენა გახდება საწირო. ასეთ შემთხვევაში FACEBOOK-ი კონსულტაციებს დამოუკიდებელ ექსპერტებთან გაივლის“ - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი

 

FACEBOOK-ის ადმინისრაციის განმარტებით მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ახალ ამბებზე შესაძლო გავლენის შესახებ

„რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის“ - ამ სათაურით მომზადებულ სტატიაში ტელეკომპანია CNN-ი სტატის აქვეყნებს , სადაც მოგზაურებს პოპულარული ადგილების ტურისტული გეგმების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს. სტატიაში საქართველოზეც არის საუბარი.

 

როგორც სტატიის ავტორი თამარა ჰარდინგამი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობების უმეტესობა საერთაშორისო ტურიზმის წინააღმდეგ გამოდის, ზოგიერთი ქვეყნები უკვე იწყებენ შეზღუდვების შემსუბუქებას, რათა ტურისტებს გაუხსნან კარი

 

„კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ადგილი ჰქონდა ტურისტულ ბუმს - 5 მილიონი სტუმარი 2019 წელს, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა ამა წლის მარტში, კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები და აეკრძალა უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლა.

 

საქართველოს მთავრობა, რომელსაც ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება სურს, აცხადებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს. ხელისუფლებამ სამ ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც მოიცავს საქართველოს მარკეტინგულ კამპანიას და მის წარმოჩენას უსაფრთხო ტურისტული მიმართულების კუთხით. შემდგომი ეტაპი შიდა ტურისტებს მოგზაურობის ნებას დართავს „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო ბოლო ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენების ნაწილი“, - ნათქვამია სტატიაში.

 

აქვე მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომლის თანახმადაც, „ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც საგანგებო ზომების შემსუბუქება შეეხება“.

ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე, ჩვენ რა რაოდენობით და როგორ სუფთა (კოვიდის თვალსაზრისით) ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„მოგახსენებთ საიდანაც ვიწყებთ და გვაქს რეალური შანსი პირველი ტურისტები მივიღოთ: ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების მართვაში ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგში და ეს შედეგი არის ჩამოსული ტურისტის რაოდენობა. აქ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული ამ წესებს როგორ დაიცავთ, და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და როგორ სუფთა (კოვიდის თვალსაზრისით) ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი ​საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას განიხილავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნესის მდგრადობის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

 

„ეს გახლავთ ერთ-ერთი ჩვენი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს, ადგილობრივ ბიზნესს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის დატოვების ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი შესაძლებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება - ამ სათაურით wasshingtonpost-ი სტატიას აქვეყნებს

 

„გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი - ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს პასუხი ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა“, - ამ სიტყვებით იწყებს სტატიას იზაბელ ხურშუდიანი

 

ავტორი აღნიშნავს, რომ რომ საქართველო ერთადერთი არ არის, რომელიც Covid-19-ის შემდეგ, ტურიზმისთვის განახლებას ცდილობს, თუმცა, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, გვთავაზობს ახალ სტრატეგიებს ისეთი მიმართულებით, მაგალითად, როგორიცაა ინფექციის გავრცელების დაბალი დონე

 

„საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს, შორის, რომელიც ფრთხილად იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის ამუშავებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები დაკავშირებულია როგორც პოტენციურ ვიზიტორებთან, ისე დანიშნულების ადგილებთან“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

Washington Post წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ელჩებს დაავალა მასპინძელ ქვეყნებში საქართველოს მთავარი მარკეტოლოგები იყვნენ.

 

„ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუშვებს საქართველო მოგზაურობას შეერთებული შტატებიდან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვლილი ჰყავს. ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტებს შესაძლოა, წინასწარ მოსთხოვონ კორონავირუსზე ტესტის პასუხი, ხოლო სხვებს შეიძლება არა - აცხადებს თურნავა“, - წერია სტატიაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით საქართველოსთან ფრენები აკრძალა და რუს ტურისტებს სახლში დაბრუნება ურჩია, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა თბილისში პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რადგან რუსმა დეპუტატმა სპიკერის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას.

 

„თუმცა საქართველოში მყარად იმატებს ტურისტების რიცხვი. 2001 წელს მხოლოდ 3 მილიონი ტურისტიდან გასულ წელს რიცხვი 9 მილიონამდე გაიზარდა. - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიაში, ასევე მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომლის თქმით, ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც საგანგებო ზომების შემსუბუქება შეეხება.

 

Washington Post-ი სტატიის ბოლოს წერს, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით. ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ ასახელებს, რითაც სტუმრებს კონფიდენციალურად დარჩენისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის პირობას უქმნის.

არქივი

« « » » July 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?