Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

გერმანული ავტომწარმოებელი Porsche განსაკუთრებული შრომისთვის გერმანიაში საკუთარ თანამშრომლებს დააჯილდოებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 25 ათასი თანამშრომელი 9700 ევროს მიიღებს.

 

პრემია კომპანიის ყველა თანამშრომელს აპრილის ხელფასთან ერთად ჩაერიცხება, განურჩევლად მათი თანამდებობებისა. კომპანიაში განაცხადეს, რომ სწორედ ასე ესმით თანაბარი შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მოგება 2018 წელს 10 %-ით გაიზარდა და 25,8 მილიარდი ევრო შეადგინა.

 

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლებით“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ოლივერ ბლუმემ.

არ ვიცი მომავალში „თიბისი ბანკის" საქმეზე კიდევ ვინ დაიკითხება. უკვე საკმაო რაოდენობის ადამიანი დაიკითხა, მგონი 8 თუ 9, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

ხაზარაძემ იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მალე დასრულდება.

 

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს,რომ ეს თემა მალე დაიხურება. ის, რაც იქნა გაჟღერებული, არანაირად არ არის კავშირში არც ბანკთან და არც მის თანამშრომლებთან, არც მენეჯმენტთან, არც ბადრისთან და მამუკასთან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

დსთ-ს ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

გიორგი ქობულიამ ბოლო ორი თვის მანძილზე ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის შემცირებაზე და ამ ფონზე დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ტენდენციის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი თვის მაჩვენებელი საგანგაშო არ არის და უნდა დაველოდოთ კვარტალურ შედეგებს.

 

"ექსპორტის ზრდა დსთ-ს ქვეყნებში არ მიმაჩნია პრობლემად . დსთ-ს ქვეყნები არიან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები. რაც შეეხება ევროკავშირთან ვაჭრობას , შესაძლებელია , დროებით, ერთი თვის განმავლობაში იყოს რაღაც ჩავარდნა, მაგრამ ძირითადი ტენდენცია ჩვენ ვნახეთ 2018 წლის განმავლობაში, რომ 19 %-მდე იყო ზრდა. ველოდებით, რომ 2019-შიც ასეთი ზრდა იქნება წლის ბოლომდე.

 

ერთი თვის მაჩვენებელი ეს არ არის დამამტკიცებელი რაიმე ტენდენციის. ვნახოთ. რა იქნება კვარტლის განმავლობაში.

 

დსთ- ს ქვეყნები იყო. არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათი ბაზარი. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ რუსეთზე, აქ არის ლაპარაკი ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ყაზახეთი და ა.შ. ამაში არაფერი ცუდი არ არის. რაც შეეხება სტაბილურობას, ეს არის მზარდი ბაზრები , რომლებიც უფრო მეტ და მეტ მოთხოვნას შექმნიან საქართველოს პროდუქციაზე," - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ჩვენი ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში იქნება შეხვედრა ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან და იმედია, რომ საერთო ენა გამოინახება, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოთხოვნები არა კონსორციუმს, არამედ ინვესტორ ბანკებს ეკუთვნის.

 

„როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, დაფინანსებაზე სრული პაკეტი შეკრულია, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, რომელიც ჩვენი კრედიტორების 8 პუნქტთან დაკავშირებულ მოთხოვნას ეხება. სახელმწიფო უკვე საქმის კურსშია ჩაყენებული. ერთი შეხვედრა იყო ერთი თვის წინ, ზუსად ერთი კვირის წინ ოთხმა ინვესტორმა ბანკმა მთავრობას წერილობით ფორმაში მიაწოდეს ამ რვა პუნქტის შესახებ თავისი მოსაზრება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კონსორციუმი არაფერს არ ითხოვს, ჩვენ 70 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ჩვენი ჯგუფის და იმ აქციონერების მხრიდან, რომლებმაც კონსორციუმი დააფუძნა თანხა მობილიზებულია. ლაპარაკია 400 მლნ დოლარზე, იმ ბანკების მხრიდან, რომლებიცაა EBRD, ADB, AIIB და OPIC. მათ აქვთ თავისი მოთხოვნები, რომელთან განხილვაც მიმდინარეობს,“ - განაცხადა ხაზარაძემ,

 

ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორების განწყობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არ სურს ამ საკითხით საზოგადოება შეაწუხოს.

 

“ჩვენ მოვყევით დიდ ქარ-ცეცხლში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. მე არ მინდა შევაწუხო საზოგადოება ჩვენი ისტორიებით”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პირდაპირ და მკაფიო პასუხს არ სცემს შეკითხვას, მუქარის შემცველი წერილი მიიღო თუ არა მისივე ბიზნესპარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის შუამავლობით.

 

ხაზარაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვა ჟურნალისტებმა დღეს დაუსვეს.

 

„ბადრი ჯაფარიძე და მე, იცით, რომ ვართ არა მარტო პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები და შესაბამისად შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. მოგვიანებით, ითქვა, რომ ხაზარაძეს წერილი შუამავალმა მიუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, შუამავალი „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძეა.

საფინანსო შეთანხმების “ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოსთვის 48 მილიონ ევრომდე დახმარებაა გათვალისწინებული,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

პრემიერის შეფასებით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

 

„საფინანსო შეთანხმების - „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში“ ფარგლებში საქართველოსათვის გათვალისწინებულია 48 მილიონ ევრომდე დახმარება. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება სამ მიმართულებაზე - კომერციული დავების უფრო სწრაფი გადაწყვეტის უზრუნველყოფაზე, საფინანსო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნეს მოდელების ჩამოყალიბების პროცესების ხელშეწყობაზე. მსგავსი მიმართულებით მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ასევე მინდა გამოვყო ევროკავშირის პროგრამა „DCFTA Facility”, რომელიც მეწარმეებისთვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე საშუალება გვქონდა და ევროკომისარს გავაცანით მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით”,- განაცხადა პრემიერმა.

 

მამუკა ბახტაძის თქმით, ქვეყანაში იქმნება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკა. მისივე თქმით, ქვეყანა მზადაა მოახდინოს მეტი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში.

 

„ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკას, რომელიც სამართლიან და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ თამაშის წესებზე იქნება აგებული და ამაში ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენი მზად ვართ და ეს გახლავთ ჩვენი მოტივაცია, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი და რა თქმა უნდა, 5 მარტს, როდესაც ჩვენ ბრიუსელში წარვადგინეთ ჩვენს მიერ მომზადებული საგზაო რუკა, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვოთ საქართველო ევროკავშირის სტრუქტურებს. ბუნებრივია, ვაჭრობის სფეროს ამ მიმართულებაში განმსაზღვრელი როლი აქვს და მე კიდევ მსურს ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. შარშან საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალს და ქალბატონი მალმსტრომი იყო ამ იდეის ავტორი. მინდა, კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირო ამ ფორმატს და მადლობა გადავუხადო ევროკომისარს ამ ინიციატივისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, 11-12 ივლისს, ბათუმში, იგეგმება მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“ 10 წლისთავის აღნიშვნას.

 

„ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ გავმართავთ მასშტაბურ საინვესტიციო ფორუმს, სადაც ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი და კიდევ ერთხელ მოგვეცემა საშუალება განვიხილოთ რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი ერთობლივად, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა კიდევ უფრო წავახალისოთ და ავიყვანოთ ახალ დონეზე”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ზაფხულში მოხდა ჩვენს ბანკზე კიბერშეტევა. 400-ზე მეტი უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს ამ მიმართულებით ჩვენს საინფორმაციო, უსაფრთხოების სამსახურებში და მათ აღმოაჩინეს - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

ხაზარაძის თქმით, მათ მაშინვე აცნობეს ამ ფაქტის შესახებ შესაბამის უწყებებს და ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს.

 

"აღმოვაჩინეთ არა მარტო სიგნალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო სერიოზული შეტევა, ასევე აღმოვაჩინეთ IP მისამართები, ქუჩის, ოფისის მისამართები და ეს ინფორმაცია მაშინვე გადავეცით შსს-ს. მეტ დეტალს ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს," - განაცხადა ხაზარაძემ.

ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

"ჩვენ სამშენებლო პროცესი არ გაგვიჩერებია არც ერთი წამით. არც ერთი დღით და საათით მშენებლობა არ გადადებულა. გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც 8 პუნქტის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა ფინანსური დახურვის საკითხი ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას", - განაცხადა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო დამოუკიდებელმა წევრმა, ერიკ რაჯენდრამ დატოვა.

 

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის განცხადების მიხედვით, რაჯენდრამ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

 

„თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭო შეშფოთებულია, რომ ერიკ რაჯენდრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ის დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობდა „თიბისი ბანკთან“ და მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერიკ რაჯენდრა გარდა იმისა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო, ის ასევე იკავებდა საბჭოს კორპორატიული მმართველობისა და დანიშვნის კომისიის თავმჯდომარის პოსტს, რომელსაც რაჯენდრა ასევე ტოვებს.

ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის, ცდება მარტო პორტის მშენებლობას და ჩვენი მომავალი პარტნიორობა hyundai samho heavy industries-სთან იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ მიმართული და იქითკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ფლოტი და თავისი გემები, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მამუკა ხაზარაძე დღეს გამართულ ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა, რომელზეც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" კომპანია hyundai samho heavy industries-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და სწორედ ეს კომპანიაა გამარჯვებული საერთაშორისო ტენდერში, რომლითაც კონსორციუმმა ამწეების პროვაიდერი შეარჩია.

 

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, რამეთუ მსოფლიოს გიგანტ კომპანიასთან გავაფორმეთ პარტნიორობის ხელშეკრულება. ეს არის სამხრეთკორეული hyundai samho heavy industries, რომელიც აწარმოებს პრაქტიკულად ყველაფერს, მათ შორის ყველა დანადგარს, რომელიც ჩვენ გვესაჭიროება. ასევე მსოფლიო სამეულში შედის გემთმშენებლობაში", -განაცხადა ხაზარაძემ.

ჩვენ კომპანიებს ჯერჯერობით არ აქვთ შესრულებული ის მოთხოვნები, ნაწარმოები საქონლის ხარისხზე და უსაფრთხოებაზე, რომელსაც გვიყენებს ევროკავშირი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენების შესაძლებლობების კომენტირებისას განაცხადა.

 

როგორც ქობულიამ აღნიშნა, ამ საკითხებზე ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალსტრომთან ისაუბრა.

 

„განვსაზღვრეთ რამდენიმე დაბრკოლება, რომელიც ჩვენ კომპანიებს გააჩნიათ იმისთვის, რომ ბოლომდე აითვისონ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ გვაქვს დაბრკოლებები ტრანსპორტირების და ლოჯისტიკის ეფექტურობაში, საქართველოდან საქონლის გატანა ჯერ კიდევ ძვირი ჯდება.

 

ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენ კომპანიებს უჭირთ ევროკავშირის ბაზარზე მყიდველთან მოლაპარაკებაში შესვლა და ეს არ არის მარტივი პროცესი. მაგალითად, ჩვენ ვქმნით სპეციალურ კლასტერებს, სადაც ევროკავშირი დაგვეხმარება კონტაქტების დამყარებაში ევროკავშირის ბაზარზე. ეს უფრო დიდ საშუალებას მისცემს ჩვენ კომპანიებს, რომ კონსოლიდირებულად გაიტანონ საქონელი ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა ქობულიამ.

რა თქმა უნდა, როდესაც არის არატრანსფარენტული გარემო, როდესაც არის პროექტზე მიზანმიმართული ზეწოლა, ეს არა მხოლოდ პროექტთან მიმართებაში არის შემაფერხებელი, ვფიქრობ რომ, ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც უარყოფუთად აისახება, - ამის შესახებ „ანაკლია სითის“ დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ტრანსფარენტულად წარიმართოს, რადგან ეს პროცესები ბევრ კითხვას უჩენს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე უცხოელ ინვესტორებს, რაც ქვეყანაზე ნეგატიურად აუსახება.

 

ბოჭორიშვილმა უშუალოდ პროექტთან დაკავშირებულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტიურად ხდება საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობა.

 

„ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიჩერები პორტზე და სპეციალურ ინდუსტრიულ ზონაზე მუშაობა. მოლაპარაკებები გვაქვს წამყვან სააერთაშორისო კომპანიებთან, სულ ახლახანს იაპონური კომპანია იყო საქართველოში ჩამოსული, რომელმაც ძალიან პოზიტიურად შეაფასა ეს პროექტი. მოლაპარაკებები გვაქვს ლოგისტიკურ კომპანიებთან, რათა მათთვის ანაკლია რეგიონში შემოსასვლელ პლატფორმად იქცეს. ამასთან, სპეციალური ეკონომიკური ზონა იქნება დიდი შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ გააფართოვონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა და ექსპორტზე ორიენტირებულები გახდეს“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

არქივი

« « » » November 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?