Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9776
EUR
3.2956
RUR
0.0466
GBP
3.8444

კორეის სავაჭრო-საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, -ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიასა და კორეული სააგენტოს უფროს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ჯონგჩუნ კიმთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

 

როგორც „გლობალპრესს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ ორგანიზაციას მსოფლიოს 85 ქვეყანაში 127 წარმომადგენლობა აქვს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კორეული სააგენტოს წარმომადგენლებმა ვაჭრობისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე ისაუბრეს, რომლებიც მათ უცხო ქვეყნებში კორეული ბიზნესისთვის გააჩნიათ. აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

 

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, სადაც ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

 

„კვირის პალიტრის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ ჯერ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც ხაზარაძის კომპანიამ გაიმარჯვა და შემდეგ ჩაიწერა ანაკლიის პორტის შესახებ კონსტიტუციაში და არსებობს მოსაზრება, რომ ბიზნესმენი ანაკლიის პროექტში უკონკურენციოდ ჩაერთო, მამუკა ხაზარაძე ასე პასუხობს:

 

„კონსტიტუციაში ეწერა ლაზიკა და შემდეგ შეიცვალა ანაკლიით, რაც შეეხება ვითომდა უკონკურენციობას, ეს ტყულია - 12 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა კონკურსში. ბოლოს დავრჩით ჩვენ, ამერიკელებთან ერთად და ჩინური კომპანია. მე ვარ ბიზნესმენი და როდესაც დავინახე, რომ შეიძლება სინერგია მოხდეს, მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ჩვენ და ამერიკელები ჩინელებთან გავერთიანებულიყავით, თუმცა ამ შეთავაზებაზე პასუხიც არ გამცა ჩინურმა მხარემ და ბოლოს ჩვენ გამოვცხადდით გამარჯვებულად. ანაკლიაზე ატეხილ ხმაურს ერთი დადებითი შედეგი ის მოჰყვა, რომ მგონი, ყველამ გაითავისა, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის.

 

სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ანაკლიასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. მას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცქიტიშვილი და მეც. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს...“, -აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე.

 

მამუკა ხაზარაძესთან ვრცელ ინტერვიუს მკითხველი „კვირის პალიტრის“ 11 მარტის ნომერში იხილავს.

საქართველოში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ აუცილებლად, ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. რა თქმა უნდა, ზოგადად, ფართო საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამით ჩვენ გამოუსწორებელ ზიანს არ ვაყენებთ ბუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორია მისი ხედვა იმაზე, რომ მაჭახელაში ჰესის მშენებლობის შეჩერების თაობაზე პრემიერისადმი მიმართვას გეგმავენ და ამასთან, რა პოლიტიკა ექნება ხელისუფლებას ჰესებთან დაკავშირებით.

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება, თუმცა ზოგადად მიდგომა არის იმგვარი, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები.

 

„მე, ზოგადად, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია და კიდევ ერთელ დავაფიქსირებ. ნებისმიერი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით კრიტიკული არის ორი დარგი: ტრანსპორტი და ენერგეტიკა. ენერგეტიკაში გვჭირდება ახალი დადგმული სიმძლავრეები, ეს არის კონკრეტული მოცემულობა. ბუნებრივია, საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს განახლებად ენერგიაზე და ამ შემთხვევაში, იმ ჰიდრორესურსზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი უპირატესობა. მეორე მხრივ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ობიექტებზე, რომელმაც შეიძლება გარკვეული შედეგი იქონიოს ადგილობრივ ბუნებაზე და ეკოსისტემაზე, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და ინტერესები“, - განაცხადა ბახტაძემ.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოლაპარაკების დროს ეკონომიკის სამინისტრო, სწორედ ამ ორ ძირითადი პრინციპს ეყრდნობდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

„გაზპრომთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად არის დასრულებული. ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა მოლაპარაკებების დროს პრინციპები - ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში. მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს განცხადებას ამ საკითხზე. ბუნებრივია მოლაპარაკებები ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი მუქარის წერილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ამავე ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა.

 

ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას მეზობელია. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ წერილი ავტოფარეხში გადასცა.

 

მამუკა ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

 

საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, ხოლო მისი ასლი პროკურატურას გადასცა.

 

როგორც ცნობილია, გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

 

„1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).

 

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

 

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.

 

ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის,“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია, როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

 

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 42% (628022), ჩინეთი - 7% (600783), და აშშ - 1032% (128145); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა - 75% (104616), საფრანგეთი - 24% (17406), შვედეთი - 313% (9000), ბულგარეთი - 6% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი - 17% (8688854), ბელარუსი - 1389% (80394), აზერბაიჯანი - 8% (8814), მონღოლეთი - 189% (66012) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (8688854), უკრაინა (976482), პოლონეთი (628022), ჩინეთი (600783) და ყაზახეთი (346152).

 

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა კომპანიამ განახორციელა.

 

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

ასევე, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 85,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა.

 

მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 43,6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ს აღწევს.

საქართველო და კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის თანახმად კორეული მხარე ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს, ხოლო ადგილობრივ სტარტაპერებს კორეაში მიიწვევს, სადაც მათ საკუთარი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ, - ამის შესახებ „გლობალპრესს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

 

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრი ჰონგ ჯონგ-ჰაკი. შეხვედრა გიორგი ქობულიას კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 

შეხვედრაზე კორეის მხარემ დეტალურად ისაუბრა იმ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ისინი კორეული მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით იყენებენ, რაც ადგილობრივ დამწყებ მეწარმეებს განვითარებისა და ახალი პარტნიორების მოძიებაში ეხმარება.

 

აღინიშნა, რომ კორეული მხარის გამოცდილება ამ მიმართულებით არის განსაკუთრებით საინტერესო საქართველოსთვის. ამიტომ, მინისტრებს შორის მოხდა შეთანხმება, რომ გაფორმდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების სამინისტროს შორის.

 

„კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება. მემორანდუმის თანახმად, კორეული მხარე გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ კოლეგებს. გარდა ამისა, მომზადდება სპეციალური პროგრამები ქართველი მცირე მეწარმეებისთვის, რომლის საფუძველზეც ისინი კორეაში გაემგზავრებიან და საკუთარი დამწყები ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ“, - განცხადა გიორგი ქობულიამ.

 

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ქობულიამ კორეელი კოლეგა თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

„ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისათვის შემოთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბიზნეს საქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო,“ - ამის შესახებ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორის მურატ ჯიმადილაევის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამით ბიზნესმენი გამოეხმაურა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებას, სადაც 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს წნეხის ქვეშ მყოფ კომპანიების ჩამონათვალში მათი კომპანიაცაა დასახელებული.

 

მურატ ჯიმადილაევის განცხადებით, გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.

 

„გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ, 8 მარტს, ცალკეული სუბიექტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ და თითქოსდა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ტოტალურ ზეწოლასთან დაკავშირებით არსებულ ფაქტებს.

 

გამუდმებით ვართ იმის მომსწრენი, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული სუბიექტები თავს მოახვიონ საზოგადოებას მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და ყოვლად გადაუმოწმებელი ინფორმაციები. სამწუხაროდ, გუშინდელი ფაქტი, თითქოსდა ბათუმის ნავთობტერმინალი ან ბათუმის საზღვაო ნავსადგური სახელმწიფოს მხრიდან განიცდიან გარკვეული ტიპის ზეწოლას, კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ყოველივე ამის. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ არც ბათუმის ტერმინალი და არც ბათუმის საზღვაო ნავსადგური არ არიან მონაწილენი ისეთი პროცესებისა, რომლებიც რაიმე სახით სცდებიან სამართლებრივ სივრცეს და გვაძლევენ საფუძველს იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები დავადანაშაულოთ მცდელობაში ხელი შეუშალონ ან ზარალი მიაყენონ ჩვენს საქმიანობას.

 

ჩვენ არაერთგზის აგვიღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისათვის შემოთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს ეკონომიკის ძლიერი მხარე და ბიზნესს საქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო.

 

და ბოლოს, გვსურს ავღნიშნოთ, რომ მსგავსი პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ საქართველოსთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორსა (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„როდესაც ენგურჰესის რესურსი არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი - აფხაზეთს არ მივაწოდოთ ელექტროენერგია, რაც, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას - ჩვენს აფხაზ და ქართველ თანამემამულეებს დააზარალებს, ან ვიყენებთ მეორე შესაძლებლობას, რომ დავაბალანსოთ და ჩვენ თვითონ მივაწოდოთ აფხაზეთს ელექტროენერგია, რაც წლების მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

როგორც „გლობალპრესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ერთჯერადი, მოკლევადიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 315 ათასი დოლარია, ოკუპირებული აფხაზეთისთვის დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად 45 მლნ კვტსთ ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს. რეგიონი ელექტროენერგიას მიიღებს ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს“ მეშვეობით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილია.

 

„ამ ელექტროენერგიის იმპორტი ხდება ერთჯერადად, მოკლევადიანი კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მარტში და მისი ღირებულება არის 315 ათასი დოლარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მსგავსი პრაქტიკა იყო წინა წლებშიც, რადგან ენგურჰესი ჩვენი ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა, მისი ნაწილი მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად, ხოლო ნაწილი - არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. 25 წელია ჩვენ გვიწევს ამ ელექტროენერგიის გაზიარება აფხაზეთთან, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოსთან და ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში, თავად ვუბიძგებთ სეპარატისტულ რეჟიმს, ჩვენგან დამოუკიდებლად ეძებოს ენერგომომარაგების სხვა გზები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, არსებობს პერიოდები, როცა ენგურჰესის წყლის რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააბალანსოს აფხაზეთის მზარდი მოხმარება.

 

„ასეთ დროს ვიყენებთ მექანიზმს, რომ პირდაპირ მოხდეს შესყიდვა „ინტერ რაოსგან,“ რომ დაბალანსდეს აფხაზეთის ენერგომოხმარების დეფიციტი. გაფორმებული კონტრაქტი საჯაროა, ეს არ არის პირველი ქეისი და მიღებული პრაქტიკა. ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც გვაახლოებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან, ეს არის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ, ერთიან საქართველოსთან და გაუაზრებელი რიტორიკით არ უნდა დავარღვიოთ ეს ბალანსი“ ,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მიეწოდა, 40 პროცენტი კი ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც ოპტიმალურთან მიახლოებული პარამეტრებია.

ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი, ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ანაკლიის პროექტიდან ხაზარაძის წასვლის შემთხვევაში, შეფერხდება თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ხაზარაძე პასუხობს:

 

„რა თქმა უნდა. პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ახმელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გვეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებებსო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან.

 

არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია, როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპრაკება, ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავარგძელებო. სწორია, რომ ჩვენი მთელი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს ფულის გათეთრება იყო თუ არა. როცა ერთ დღეში „გაარკვიეს“ მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე

 

 

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways დახმარებას ითხოვს. კომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათვამია რომ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია მათ ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და “არარეალური ვალების” დაფარვას ითხოვს .

 

Georgian Airways-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის, "ტავ ურბან ჯორჯია"-ს მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში აეროპორტების მდგომარეობა გაუსაძლისია.

 

“თურქული კომპანია "ტავ ურბან ჯორჯია" ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა. ისეთი გადასახადები, როგორიც "ტავ ურბან ჯორჯიას" აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელობა თვლის რომ "ტავ ურბან" ჯორჯიას მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება. "ტავ ურბან ჯორჯიას" წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია,"-აცხადებენ კომპანიაში.

 

Georgian Airways-ის ინფორმაციითვე, "ტავ ურბან ჯორჯია" უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება.

 

"ტავ ურბან ჯორჯიას" ტაქსის ფასებიც კი კაბალური აქვს. მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს "ტავის" ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. (აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ) მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, ჩვენს როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მგზავრებს, ყველას ვინც თვლის რომ "ტავ ურბან ჯორჯია" არ უნდა მართავდეს საქართველოს აეროპორტებს, დაგვიდექით გვერდში და ერთად გავაპროტესტოთ "ტავ ურბან ჯორჯიას" კაბალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში,”-ნათქვამია განცხადებაში.

თქვენ ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ, უნდა დაუსვათ პროკურატურის წარმომადგენელს,- ასე უპასუხა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, არის თუ არა პროკურატურის მიერ დასახელებული მესამე პირი "თიბისი ბანკის" საქმეში პაატა ღაძაძე.

 

"ჩემი აზრით, არაფერი პაატა ღაძაძის მიმართ ცუდი არ თქმულა, რაღაც კომპანიის წარმომადგენელი იყო და არ ვიცი, რატომ იყო ნათქვამი, ეს რას ნიშნავს საერთოდ. უბრალოდ, გაიჟღერა ინიციალებმა და ალბათ, თქვენში გამოიწვია ამან რაღაც ეჭვი. მე ვერ მოვისმინე რაიმე ისეთი, რომ ამაზე ღირდეს კომენტარის გაკეთება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით დასახელებული კიდევ ერთი პირი, სავარაუდოდ, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე პაატა ღაძაძეა. 

 

ღაძაძე აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლის 1-ელ იანვრამდე იკავებდა, თუმცა, მან 1-ელი იანვრიდან „თიბისი ბანკის“ ტოპ მენეჯმენტი დატოვა.

 

დღეს, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე 2007-2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის გარდა, 2012 წელს მიმდინარე მოვლენებიც ახსენეს, რის კონტექსტშიც უწყებამ ერთი პირის ინიციალები - პ.ღ. დაასახელა.

არქივი

« « » » November 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?