Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0651
EUR
3.5049
RUR
0.0431
GBP
3.8715

ინდოეთში ნახშირორჟანგისა და სხვა სათბური აირების ატმოსფერულმა კონცენტრაციამ ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში პირველად იკლო. ამის შესახებ BBC წერს.

 

მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის დონემ მარტში 15%-ით იკლო, აპრილში კი 31%-ით. ცვლილებას ახალი კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებსა და საგანგებო მდგომარეობას უკავშირებენ.

 

2018 წელს ინდოეთი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით ლიდერი ქვეყანა იყო. 2019 წელს კი, გაუსაძლისი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, დედაქალაქში, დელიში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მსოფლიოს 15 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 14 ინდოეთში მდებარეობს. სმოგთან დაკავშირებული დაავადებები ქვეყანაში ყოველწლიურად მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება.

პენტაგონის მიერ ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან დაკავშირებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა პროტოკოლი, რომელშიც უცხო პლანეტელებთან შეხვედრის შემთხვევაში ქცევის წესებია გაწერილი. ამის შესახებ techcult წერს.

 

პენტაგონის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ამერიკელი მფრინავების შეხვედრა ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან. იაპონიის თავდაცვის მინისტრი ტაპო კონო აცხადებს, რომ მას თავად უცხოპლანეტელების არსებობის არ სჯერა, თუმცა როგორც სამხედროს, სურს ქვეყანას ჰქონდეს ზუსტად გაწერილი მოქმედებების პროტოკოლი, იმ შემთხვევისთვის, როცა იაპონელები უცხო პლანეტელებს შეხვდებიან.

 

პროტოკოლში გაწერილი წესების თანახმად, თუ იაპონიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შეიჭრა, სივრცის დამცველმა მოიერიშემ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა უნდა განახორციელოს, იმისთვის, რომ ამოუცნობმა ობიექტმა ფრენის მიმართულება შეიცვალოს. თუმცა სამხედროები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ამ პროტოკოლმა, შესაძლოა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შემთხვევაში არ იმუშავოს.

 

პროტოკოლის შესახებ სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

 

როგორც Japan Times გამოცემა ВВС-ს წყარომ აცნობა, აშშ-ში იმ რეგიონში სადაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს, შეჩერებულია სასწავლო ფრენები.

 

techcult-ის ცნობით, იაპონელებს აინტერესებთ, კოლეგები აშშ-დან რას გეგმავენ მომავალში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებტან შეხვედრის დროს, თუმცა მათ ამ საკითხზე იაპონელებთან არ ითანამშრომლეს. გამოცემე წერს, რომ ორივე ქვეყანა უცხოპლანეტელების გამოჩენის შემთხვევაში შექმნილი ვითარების მიხედვით იმოქმედებენ.

ტურისტული კომპანიები ყველა იმ საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ, რაც ტურიზმში მოქმედ კომპანიებსა და ამ ბიზნესში მოქმედ იურიდიულ პირებს ეხებათ. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

 

მისი თქმით, კომპანიებს დაუდგათ სპეციფიკური პრობლემა, რადგან გლობალური დაჯავშნის სისტემაში არიან ჩართულნი.

 

„ე.წ. აიატას სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, სწრაფად და ხარისხიანად დავჯავშნოთ ფრენები და მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, მოვიზიდოთ ტურისტების დიდი ნაკადი. ამ სისტემის ფარგლებში მათ ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული, რომლებიც საბანკო გარანტიების წარდგენას ითვალისწინებს. ამ პერიოდში, როდესაც ტურისტული ბიზნესი გაჩერებულია, საბანკო გარანტიები მძიმე ტვირთად აწვება ტურისტულ კომპანიებს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - ისევე, როგორც ვეხმარებით სასტუმროებს და ვუსუბსიდირებთ საბანკო პროცენტს, აქაც საბანკო გარანტიის პროცენტი, ანალოგიური პრინციპით, 6 თვის განმავლობაში დავუსუბსიდიროთ ტურისტულ კომპანიებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღმოსავლეთ ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, კუზ კუნარის დასახლებაში ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Aljazeera წერს.

 

აფეთქება პროვინციის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის დაკრძალვისას მოხდა. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. არაოფიციალური წყაროების ცნობით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალური უწყებები ასაჯაროებენ.

 

თალიბანი მომხდართან კავშირს უარყოფს.

 

დღეს ეს არაა ავღანეთში მომხდარი პირველი ტერაქტი. ცოტა ხნის წინ ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის 2 ახალშობილი დაიღუპა.

დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ეს არ ეხება სავაჭრო მოლებს.

 

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ახლა ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას“ - აღნიშნა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ეხება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.

 

დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობა ეტაპობრივად ხსნის. უკვე ცნობილია, რომ 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმი აღდგება, უცხოელ ტურისტებს კი, საქართველო პირველი ივლისიდან მიიღებს.

ტურიზმის სფეროს დახმარების მესამე ეტაპის ბიუჯეტი 200 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ეკონომიკის მინისტრმა განაცხდა.

 

„მთლიანობაში ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მოითხოვს 200 მილიონი ლარის ბიუჯეტს, რომელიც არის ამისთვის გამოყოფილი. ყველაზე მეტად წონადი ამ ბიუჯეტში არის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც ჯამში ქონებისა და საშემოსავლო გადასახდის გადავადება 135 მილიონ ლარს იწონის“, - განაცხადა თურნავამ.

 

ამასთან, სასტუმროების სესხების სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარი დაიხარჯება, ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდასაჭერად კი 5 მილიონი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ ფერმერებს, რომელთაც სასათბურე მეურნეობისთვის ტექნიკის შეძენა სურთ, სახელმწიფო სამუშაოების ღირებულების 50%-ს დაუფინანსებს.

 

„თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება. დაუფინანსებს ამ სამუშაოს ღირებულების 50%-ს, ეს იქნება გრანტი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

მისი თქმით, ფერმერებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის ქვეგანაყოფებს 20 მაისიდან მიმართონ.

ილონ მასკის ვარაუდით ადამიანების ენა დაახლოებით 5 წელიწადში გადაშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას independent ავრცელებს.

 

მისი განცხადებით, ის ტექნოლოგია, რაზეც მისი გუნდი მუშაობს, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, ადამიანების ენას გამოუსადეგარს გახდის, - ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, ჯო როგანთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

 

მასკის ვარაუდით, შემდეგ წელს კომპანია შეძლებს, რომ ტექნოლოგია სახელად nauralink ადამიანის ტვინთან დააკავშიროს. ბატარეით აღჭურვილი ჩიპი თავის ქალაში ჩამონტაჟდება, ხოლო ელექტრონებს კი ტვინთან ძალიან ფრთხილად დააკავშირებენ.

 

„მას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა, აქედან გამომდინარე მისი საშუალებით უსინათლოობის განკურნებაც კი შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა მასკმა.

კრიზისის მართვის პირობებში, ჩვენ 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით. რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას. სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, სესხის პროცენტის 80%-ს დავუსუბსიდირებთ. ეს დარგის განვითარებისთვის, სერიოზული მხარდაჭერა იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების აღდგენის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას აღნიშნა.

 

დღესვე, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.

ერთ-ერთი შეღავათი არის საგადასახადო შეღავათის მსგავსი და ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ლიკვიდობას, იგივე ფინანსურ საშუალებებს გაუზრდის ჩვენს ფერმერებს. ეს არის სამელიორაციო გადასახადისგან გათავისუფლება. ამ შეღავათის სრული ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია და ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებმა სუფთა ფურცლიდან, დავალიანების გარეშე განაგრძონ მუშაობა - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს ორი ტიპის შეღავათი. ერთი - მიმდინარე, 2020 წლის განმავლობაში წარმოქმნილი დავალიანება სამელიორაციო მომსახურებაზე, რომელიც ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს. მეორე - დაგროვილი გადასახადები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ ფერმერებს. ეს არის 12-დან 19 წლის ჩათვლით დაგროვებული თანხა, მაგრამ ძირითადი დავალიანებები დაგროვდა 2012 წლამდე. პირობითი იყო საირიგაციო მომსახურება, რასაც ამ პერიოდში სახელმწიფო სთავაზობდა ფერმერებს. ძირითადად საირიგაციო სისტემა იყო მოშლილი და საქართველოში 2012 წლისთვის დაახლოებით 400 ჰექტარი თეორიულად ირწყვებოდა. დღეს საქართველოში გასარწყავიანებულია 110 ათასი ჰექტარი მიწა და ჩვენი გეგმაა, რომ 200 ჰექტარს გადავცდეთ. ამაში ათეულობით მილიონი იხარჯება”, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.

ბიტკოინის კურსმა პირველად 2020 წლის თებერვლის შემდეგ 10 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა. აღნიშნულს ცხადყოფს კრიპტობირჟა Coindesk-ის მონაცემები.

 

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

 

2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.

მინდა თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას მოვუწოდო, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ოპერირების წესებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დღეს დაანონსებული ყველა ეკონომიკური აქტივობის გახსნა ითვალისწინებს ბიზნესექტორის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ შემუშავებული წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას. როგორც გახარიამ აღნიშნა, შემოსავლების სამსახურმა ბიზნესოპერატორებს დღეს შეტყობინება დაუგზავნა იმის თაობაზე, თუ სად შეძლებენ ისინი ამ წესების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

 

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული ნაბიჯები უფრო სწრაფად გადავდგათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის თითოეული ჩვენგანის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას. ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

 

იმის მიუხედავად, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფრონტებზე - დღეს ეკონომიკა არის პრიორიტეტის ნომერი 1. ეს არის შემოსავალი თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში და აქ ყველანი ვალდებულები ვართ, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ. ამ თვალსაზრისით, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ვირუსმა ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა: სოციალური დისტანცია, პირბადე, ჰიგიენის ელემენტარული ნორმები - ამ წესების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ კონკურენციაში, რომელიც მოგვიწევს როგორც იმ ბძრძოლაში, რომელიც სულ ახლო პერიოდში დაიწყება ტურიზმისთვის, ისე ეკონომიკის განვითარების თითოეულ სექტორში.

 

მინდა თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას მოვუწოდო, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ოპერირების წესებთან დაკავშირებით.

 

დღეს, ჩვენი დავალებით, შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება, სად შეიძლება მოიძიონ მათ ის წესები, რაც შემუშავებულია თითოეული სექტორისთვისა, როგორიცაა ვაჭრობა, წარმოება, სხვადასხვა სახის მომსახურება. ეს წესები უკვე არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, ყველა სახის პროტოკოლი უკვე შედგენილია და ყველა იმ ეკონომიკური ატქივობის გახსნა, რომელსაც დღეს დავაანონსებთ, ითვალისწინებს იმ ახალი წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ,“ - განაცხადა გახარიამ.

არქივი

« « » » July 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?