Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0651
EUR
3.5049
RUR
0.0431
GBP
3.8715

„ტესლას“ გენერალური დირექტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ თითქმის მთელ თავის ქონებას ყიდის. „ვყიდი მთელ ჩემს პირად ქონებას. სახლი აღარ მექნება“, - წერს მასკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

ცნობისთვის, ილონ მასკის მფლობელობაში 7 სახლია, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ დოლარს შეადგენს. კითხვაზე, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, მასკი პასუხობს: „არ მჭირდება ფული. ჩემს თავს დედამიწას და მარსს ვუძღვნი. რაღაცების ფლობა უბრალოდ ქვემოთ გქაჩავს“.

მარტის თვის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხები 66.7 მლნ ლარით გაიზარდა და 503.4 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული.

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4% იყო.

 

ვადაგადაცილებული სესხების 35% ეროვნული ვალუტითაა დენომინირებული.

 

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 4.2%-ით გაიზარდა და 58.5%-ს გაუტოლდა.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. ბანკის მიზანია დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში.

 

ინფორმაციას მსოფლიო ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ეს დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად.

 

პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის. მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, და ასევე, საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

 

ამასთან ერთად, პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

 

„სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ამ რთულ პერიოდში პანდემიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების საარსებო სახსრების დაცვას. საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსების პაკეტი COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200 მლნ. აშშ დოლარი იქნება, რასაც ემატება 300 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსებაც, რომლის გამოყოფაც დაგეგმილი იყო 2020–2021 წლებში ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

 

„მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტნიორები აქტიურად არიან ჩართულნი მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობასთან პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდანვე. კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. ასევე, გამოვყოფ მსოფლიო ბანკის როლს ამ პროგრამის მომზადებაში, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომპანია The Connor Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლარი კონორმა საფონდო ბირჟაზე 8 დღეში გამომუშავებული 1,6 მილიონი დოლარი კომპანიის 400 თანამშრომელს დაურიგა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

The Connor Group-ი უძრავი ქონების ინვესტიციების სფეროში ოპერირებს. კორონავირუსის გამო საფონდო ბაზარზე კომპანიის აქციების ღირებულების ზრდის შედეგად კომპანიის ქონება 1,6 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, გამომუშავებული ფული 400-მდე თანამშრომელს დაურიგოს.

 

„ჩვენი კომპანიის ნომერ პირველი ღირებულებაა, მოვიქცეთ სწორად. როდესაც დავფიქრდი იმაზე, როგორ ვიშოვე ჩემი ქონება, და ამავე დროს ყოველდღე ვხედავდი, როგორ შრომობენ ჩვენი თანამშრომლები, გადაწყვიტე, რომ მათთვის ბონუსების გადახდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა“, - განაცხადა ლარი კონორმა.

 

ბონუსების ოდენობა 2 ათასიდან 9 ათას დოლარამდე მერყეობს და კომპანიის ყველა, დაბალ და საშუალო ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებს ჩაერიცხება.

თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის EBRD 75 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

 

EBRD-ის ინფორმაციით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხელშეწყობა მათი მხრიდან კოროვირუსის პანდემიაზე რეაგირების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამასთან, ბანკისთვის კვლავ პრიორიტეტულია მწვანე და მდგრადი საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

 

ინვესტიცია EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის (EBRD Green Cities) ნაწილია და თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმით (GCAP) გათვალისწინებული შემდგომი ინვესტიციაა.

 

„მეტროს რეაბილიტაცია და ახალი მოძრავი შემადგენლობა გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას, ასევე მგზავრებს კომფორტული და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტით უზრუნველყოფს. თბილისში თითქმის 1,2 მლნ ადამიანი ცხოვრობს და პიკის საათებში მოძრაობა გადატვირთულია. განახლებული მეტრო ხელს შეუწყობს კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტის გამოყენებაზე გადასვლას, რაც უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების საგრძნობ შემცირებას“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრტცელებულ განცხადებაში.

 

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 249 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

ბანკები მაქსიმალურად გააკეთებენ იმას, რომ მსესხებელს, რომელსაც აქვს გარკვეული სიძნელეები, შეუმსუბუქონ პირობები და რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, სესხების რესტრუქტურიზაცია თავად ბანკების ინტერესშია.

 

„როცა ვსაუბრობდი იმაზე, რომ საბანკო სისტემა მომზადებული ხვდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 3 თვის განმავლობაში როცა მოხდა გადავადება გადახდების, ეს არის ის თანხა, რომელსაც ბანკები ამ პერიოდის განმალობაში არ მიიღებენ და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ მათ ლიკვიდობის უფრო მომატებული მოთხოვნა აქვთ და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ლიკვიდობას ვაწვდით, ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ჩვენ ლიკვიდობას ვაწვდით გადახდისუუნარო ბანკებს და ორგანიზაციებს - არავითარ შემთხვევაში. ბანკები არიან აბსოლუტურად გადახდისუნარიანი, მათ აქვთ დროებითი საკითხები, დროებით ნაკლებობა ამ რესურსების იმ მიზეზების გამო, რაც დღეს მიმდინარეობს და იმ ლიკვიდობაში, რომელსაც ვაწვდით, ჩვენ საკმაოდ დიდი გირაო გვაქვს ჩადებული. ზუსტად იმ პოლიტიკამ, რომ ბანკებს ჰქონდათ კარგი მაჩვენებელი, კარგი ლიკვიდობა და კაპიტალი, შესაძლებლობა მისცა მათ, რომ ეს გადავადება განეხორციელებინათ. როცა ბანკებზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ აქ არ გვაქვს მხოლოდ სესხები, გვაქვს ვალდებულებებიც. ის სესხები გაიცემა იმ დეპოზიტების საფუძველზე, რომელიც არის ბანკში და რომლის საშუალებითაც ბანკი ახორციელებს სესხების გაცემას და ამ დეპოზიტებზე პროცენტის დარიცხვა არ შემცირებულა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავად ბანკებს სჭირდებათ ის, რომ ეს სესხები არ გაფუჭდეს, ამიტომ ბანკები მაქსიმალურად გააკეთებენ იმას, რომ მსესხებელს, რომელსაც აქვს გარკვეული სიძნელეები, შეუმსუბუქონ პირობები და რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ. ეს თავად ბანკებსაც სჭირდებათ ,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

1-ელი მაისიდან OPEC-მა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ნავთობის მოპოვება შეამცირა. პირველად ორი თვის მანძილზე მოპოვება 24 საათში 9,7 მილიონ ბარელს გაუტოლდება.

 

2020 წლის ივლისიდან წლის ბოლომდე ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 7,7 მილიონი ბარელით შემცირდება, ხოლო 2021 წლიდან 2022 წლის მაისამდე მოპოვება 5,8 მილიონ ბარელამდე დაიკლებს.

 

შეთანხმება 23 ქვეყანას შორის შეადგა. ასევე ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთმა და საუდის არაბეთმა გადაწყვიტეს, რომ ბაზრიდან 2,5 მილიარდ ბარელ ნავთობს გაიტანენ.

 

შეთანხმება მხარეებს შორის 12 აპრილს შეადგა.

 

2020 წლის 20 აპრილს WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი პირველად ისტორიაში ნეგატიური გახდა.

სახელმწოფოს მიერ დაწესებული კომპენსაციის მიძღება იმ პირებსაც შეუძლიათ, ვინც Booking.com-სა და Airbnb-ის სისტემების მეშვეობით დღიურად აქირავებდა ბინებს და COVID-19-ის გამო, ამ მხრივ მომხმარებლები აღარ ჰყავთ.

 

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კლასიფიკაციის მიხედვით, ეს ადამიანები სხვა თვითდასაქმებულების მსგავსად, ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ამისთვის კი, მათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ესაჭიროებათ.

 

ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაცია უნდა წარადგინოს:

 

სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

 

საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

 

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 

ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;

 

2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:

 

საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;

 

ამ შემთხვევაში კი ეს დამადასტურებელი დოკუმენტია:

 

„საბანკო ამონაწერი, რომლითაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან (Booking.com-იდან ან Airbnb-დან) მიღებული შემოსავალი“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განმარტებაში.

 

Booking.com-ის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში 4,868 უძრავი ქონება ქირავდება, Airbnb-ის მეშვეობით რეგისტრირებული ოთახების რაოდენობა კი 10,000-ს აჭარბებს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ​საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის (II ეტაპი) მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და კომპენსაციის მიღების ინსტრუქცია გამოაქვეყნა.

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევეში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ შემოსავლების სამსახურის (299 299) და ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ცხელ ხაზებზე.

 

28 აპრილს ფინანსთა სამინისტრომ კომპენსაციის მიღების წესის შესახებ პრეზენტაცია გამართა. უკვე ცნობილია, რომ ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სტატუსით რეგისტრირებული თვითდასაქმებულების 5 კატეგორია მიიღებს.

 

ასევე ცნობილია, რომ კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულებს, რომელთა ხელფასიც 1500 ლარამდეა, 6 თვე საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი დაუწესდებათ.

 

აპრილში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციის გაცემა მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება. კომპენსაციის ოდენობაა 1 200 ლარი, რომლის გაცემა მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოხდება და ის ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს.

 

კომპენსაციის მიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივნისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა.

2020 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.5% შეადგინა. შესაბამისად 119700 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6254.81 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული, - ნათქვამია კვლევაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ბანკები და საზოგადოება“ აქვეყნებს.

 

1-ლი მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6229.52 მილიონიდან 6254.81 მილიონ ლარამდე.

 

119700 ხელშეკრულებიდან 34300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 835.31 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი აპრილის მდგომარეობთ 12.88% შეადგინა.

 

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი აპრილის მონაცემებით 44500 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.12%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1931.52 მილიონი ლარია.

 

37000 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3237.05 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1106.77 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.93%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1-ლი აპრილის მონაცემებით 2130.282 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.26%-ში.

 

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ლი აპრილის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.066 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 12.32%-ში გაასესხეს.

 

ასევე გაცემულია 2900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 88.39 მილიონი ლარია.

 

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1-ლი აპრილის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.36%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

 

დღეს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8.50 პროცენტამდე შეამცირა.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მსოფლიოში 2020 წელს ენერგიის მოხმარება 6%-ით დაიკლებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

სააგენტოს ცნობით, ეს იქნება მოხმარების მაჩვენებლის ყველაზე დიდი ვარდნა ბოლო 70 წლის განმავლობაში. ასევე, ეს ჰაერში ნახშირორჟანგის დონის 8%-ით შემცირებას გამოიწვევს და ეს იქნება ყველაზე დიდი კლება 2009 წლის შემდეგ, როცა ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი შეუწყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით, კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ. სარეგისტრაციო აპლიკაცია სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

 

მისი შევსებისთანავე, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იმისთვის, რომ საქმიანობა დაიწყონ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიაში ხარვეზები გამოვლინდება, ის დამატებით რეკომენდაციებს მიიღებს და მიეცემა ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა. აღნიშნული აპლიკაციით 1000-ზე მეტი კომპანიის შემოწმება იგეგმება.

 

აუცილებელია, რომ ბიზნესსექტორი აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, ფუნდამენტურ მოთხოვნად კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულება სახელდება, რათა მაქსიმალურად მოხდეს, ერთი მხრივ, ინფექციის გავრცელების პრევენცია და ამასთან, ეკონომიკის ამოქმედების პროცესი იყოს მდგრადი.

აშშ-ში კერძო კომპანიებმა ნავთობის შენახვა აშშ-ის სტრატეგიული მარაგების საცავებში დაიწყეს, ამის შესახებ Bloomberg წერს.

 

სააგენტოს ცნობით აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ კერძო კომპანიებთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც კომპანიებს აქვთ უფლება ამ საცავებით ერთი წლის განმავლობაში ისარგებლონ და 23 მილიონი ბარელი ნავთობი შეინახონ.

 

ამის გარდა კერძო კომპანიებმა აშშ-ის სტრატეგიული მარაგების საცავებში, უკვე შეინახეს 1,1 მილიონი ბარელი ნავთობი.

 

გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების მიზეზი ნავთობის ბაზარზე შექმნილი ვითარება გახდა. 20 აპრილს ნავთობის ფასი ნეგატიური გახდა და 300%-ით გაუფასურდა. ეს ფაქტი ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

არქივი

« « » » July 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?