ინდოეთში ნახშირორჟანგისა და სხვა სათბური აირების ატმოსფერულმა კონცენტრაციამ ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში პირველად იკლო. ამის შესახებ BBC წერს.

 

მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის დონემ მარტში 15%-ით იკლო, აპრილში კი 31%-ით. ცვლილებას ახალი კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებსა და საგანგებო მდგომარეობას უკავშირებენ.

 

2018 წელს ინდოეთი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით ლიდერი ქვეყანა იყო. 2019 წელს კი, გაუსაძლისი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, დედაქალაქში, დელიში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მსოფლიოს 15 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 14 ინდოეთში მდებარეობს. სმოგთან დაკავშირებული დაავადებები ქვეყანაში ყოველწლიურად მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.