ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც სოფლის მერუნეობის დახმარების გეგმა უნდა დამტკიცდეს. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის სოფელზე ზრუნვის პროგრამა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის არაერთი სექტორისთვის და ხელი უნდა შეუწყოს ქართული პროდუქციის წარმოებას.

 

„სოფელსა და ფერმერზე ზრუნვის პროგრამა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ არის არა თუ მნიშვნელოვანი, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის აგრო-სასურსათო უსაფრთხოებისთვის, ფასების კონტროლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და კიდევ ბევრი მიმართულებისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად ჩვენ უფრო და უფრო უნდა შეგვეძლოს არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ უნდა შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, რამეთუ ის უნდა იყოს, ჩვეულებრივად, ჩვენი აგრო-სასურსათო ბაზრების დახლებზე. ასეთი პროდუქტის რაოდენობა უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მთავრობამ სოფლის მეურნეობის და ფერმერების დახმარების გეგმა 12 მაისს

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.