ბევრი სპეკულაციური ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ საქართველოს გადაუვლიდა კალიების ნაკადი. ამ შემთხვევაში ვრცელდებოდა არაკომპეტენტური და არასწორი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა უდაბნოს კალიის მიგრაციას საქართველოში, რაც არ მომხდარა და ამას არცერთი სპეციალისტი არ იზიარებდა. მათ შორის იყო FAO-ს კვლევები, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„ვცადეთ მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რომ დისკომუნიკაცია არ ყოფილიყო ამ საკითხთან მიმართებით. წლიდან-წლამდე საქართველოში სასოფლო სამეურნეო კულტურისთვის საფრთხეს წარმოადგენს იტალიური კალია. მასთან ბრძოლა მიმდინარეობს, ეს არის საკარანტინო მავნებელი და ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა კალიებთან ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველ წელს ხორციელდება. იტალიური კალია დიდწილად აზიანებს ჩვენს სასაზღვრო რეგიონებს. ეს არის დედოფლის წყარო, სიღნაღი, კახეთის რეგიონი. წელს დაფიქსირდა კალიები საგარეჯოს რეგიონშიც. მათი მიგრაცია ხდება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენ გვესმის მომატებულია აქტივობა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ძალიან თბილი ზაფხული იყო და პოპულაცია გაზრდილია. ჩვენ გვიწევს მავნებელთან ბრძოლა საქართველოს დიდ ტერიტორიაზე. ეს ეხება როგორც მთიანი კახეთის, ისე ქვემო ქართლს, თბილისისა და მცხეთის შემოგარენში. აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად არის მოცული და მიდის მავნებელთან ბრძოლა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, სოფელ წეროვანის მიმდებარედ ტერიტორიას წამლავს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.