საქართველოში შიდა ფრენები განახლდება. დღეიდან რეგულარული რეისები შესრულდება ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით.

 

24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებით ექვსი რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით - ხუთი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით სამი რეისი შესრულდება.

 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაბილეთების ფასები არ შეცვლილა. ამ დროის მონაცემებით, 300-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.

 

2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა, ამიტომ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.