უნცია ოქორს ფასმა სიმბოლურ ზღვარს - 2 ათას დოლარს გადააჭარბა და $2027,3 შეადგინა. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი მაჩვენებელი ბირჟაზე COMEX, სამშაბათს ვაჭრობის დროს დაფიქსირდა. ეს ისტორიაში პირველად მოხდა. 2020 წლის დასაწყისიდან ოქრო თითქმის 30%-ით გაიზარდა. მანამდე რეკორდული ფასი 2011 წელს დაფიქსირდა და 1921,18 დოლარი შეადგინა.

 

ექსპერტები ფასის ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ არაპროგნოზირებად გარემოს უკავშირებენ. ოქრო ინფლაციასა და ვალუტის გაუფასურებისგან დაცვის საშუალებად განიხილება.

 

ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ფასი ახალ მაქსიმუმს მიაღწევს. მათი აზრით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ერთი უნციის ფასი 2 300 დოლარამდე გაიზრდება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.