რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად, 17 მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ამ ეტაპზე ყველა მათგანი თბილისის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.

 

ამასთან, დაშავებულია 38 სამართალდამცველი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ოთხ მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ხოლო დანარჩენებს სასწრაფოსამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა დემონსტრანტების მისამართით ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები ისროლეს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.