რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ბვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე.

 

„საქართველოში ლუგარის ცენტრში რუსი ექსპერტების ვიზიტი ურთიერთმისაღებ საფუძველზე ჯერჯერობით არ გამოდის. ქართულ მხარეს ჯერ კიდევ არ მოუხდენია საგნობრივი რეაგირება ჩვენ ნოტაზე ლაბორატორიაში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ოფიციალური თბილისის პასუხს ველოდებით“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ლაბორატორიაში იმ შემთხვევაში იქნება მიზანშეწონილი, თუ ექსპერტებს წვდომა ექნებათ ლაბორატორიის ყველა კორპუსზე, რაც ლაბორატორიის რეალურ შემოწმებას უზრუნველყოფს.

 

„არ გვსურს ამერიკის მორიგი პიარ-კამპანიის ნაწილი გავხდეთ, რომლის მიზანი რუსეთის საზღვრების მახლობლად ამერიკის სამხედრო უწყების ბიოლოგების მიერ ჩატარებული სამუშაოების რეალური მიმართულების დამალვაა. ვიზიტი ორმხრივ ფორმატში უნდა განხორციელდეს, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ჩართულობის გარეშე“, - დასძინეს უწყებაში.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.