მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას დაწყებული აქვს და ეს სამართლებრივი პროცედურები არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა.

 

„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირი არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება! საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ის მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე მსჯავრდებულია პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე. პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.