ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებულის, ბუსა ჟვანიას დედის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, მისი შვილი სასჯელს იმსახურებს, თუმცა არა იმას, რაც წარედგინა. ჟვანია იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

 

„მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს. ჩვენ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. ჯერ მიმდინარეობს გამოძიება. ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. ის, რომ ბრალი დაუმძიმდა, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. რა თქმა უნდა სასჯელს იმსახურებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთს“, - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

 

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

 

პროკურატურამ ბუსა ჟვანიას ბრალდება ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.