ბუსა ჟვანიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ჟვანიას 50 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

 

ბრალდების მხარემ კი როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა.

 

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ლევან თოფაძესა და ბუსა ჟვანიას შორის 2 აგვისტოს თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა, რა დროსაც გოგი თოფაძის შვილიშვილს, გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ დანით ჭრილობები მიაყენა. ლევან თოფაძე მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. საავადმყოფოში იმყოფებოდა თავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც კლინიკიდან დღეს პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს.

 

ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟვანიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.