Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის (იგივე ალ-ბარა შიშანი) ექსტრადირება განხორციელდა.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინის ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან - თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ესტონეთის პოლიციამ მემარჯვენე ტერორისტული დაჯგუფება FDK-ს ლიდერი დააკავა, რომელიც თინეიჯერი აღმოჩნდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, FDK ონლაინ ჯგუფი იყო, რომლის წევრებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ. მათი ლიდერი კი ესტონეთში მცხოვრები 13 წლის ესტონელი ბიჭი იყო. ის ინტერნეტში ფსევდონიმით „მეთაური“ შედიოდა და ჯგუფის წევრების ბომბების აწყობის ინსტრუქციებს უზიარებდა. ის ასევე ახალი წევრების მოძიებაზე იყო პასუხისმგებელი.

 

„მეთაურის“ ინიციატივებს შორის ლონდონში ტერაქტის მოწყობა და ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკების გახსნა. მისი ასაკიდან გამომდინარე, მოზარდს ესტონეთში ვერ გაასამართლებენ, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება მის დასასჯელად სხვა კანონიერი გზებს ეძებს.

 

ჯერ კიდევ თებერვალში FDK-მ დაშლის შესახებ განაცხადა, მაგრამ გამომძიებლებმა დაჯგუფების წევრების შიდა მიმოწერა აღმოაჩინეს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ისინი მოღვაწეობის გაგრძელებას ახალი სახელით აპირებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მარკ ესპერი მადლობას უხდის საქართველოს - გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მის აღმატებულება გიორგი გახარიასთან განვიხილეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნაკისრი საერთო ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსი მადლობელნი ვართ - გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის,“- წერს აშშ-ს თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი სოციალურ ქსელში.

 

ავღანეთში, ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის 2 ახალშობილი დაიღუპა. ამის შესახებ Washigton Post-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შეიარაღებული კაცი საავადმყოფოში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსხვერპლთა შორის დედები და მედდები არიან. დაშავებულია 15 ადამიანი.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

თავდასხმა საავადმყოფოზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. საავადმყოფო, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 ხომალდი: ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი) და TCG SALIHREIS (თურქეთი), - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„წვრთნების მიზანია ნატო-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, არ ჩატარებულა საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართა დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების ურთიერთქმედებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 ხომალდი: ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი) და TCG SALIHREIS (თურქეთი), - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. გიორგი გახარია კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა გერმანიის ტერიტორიაზე შიიტური დაჯგუფება, „ჰეზბოლას“ ნებისმიერი საქმიანობა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

 

გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენელის, სტივ ალტერის განცხადებით, დღეს დილიდან გერმანიის რიგ რეგიონებში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ.

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელის სახელმწიფოს განადგურების შემცველ მოწოდებებს აკეთებს და შესაბამისად, ერებს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბების პროცესს უშლის ხელს.

 

ისრაელი გერმანიის ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „ჩვენ მივესალმებით გერმანიის ამ მნიშვნელოვან და გონიერ ნაბიჯს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში“, - განაცხადა გერმანიაში ისრაელის ელჩმა, ჯერემი ისაჰაროფმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდებს მასპინძლობს. ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) 4 ხომალდი შემოვიდა: ფლაგმანი ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი).

 

დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში კი შენაერთის მეხუთე ხომალდიც TCG SALIHREIS (თურქეთი) ჩაერთვება. შენაერთის ვიზიტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას.

 

„ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები „ოჩამჩირე“ [P23] და „დიოსკურია“ [P25] და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია ნატოსა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უწყების ცნობით, შეხვედრები დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება. ერთობლივი წვრთნები კი მხოლოდ ხომალდების მანევრებს, ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე მოიცავს. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს დატოვებენ. წელს ეს შენაერთის პირველი ვიზიტია საქართველოში.

 

2019 წლის მანძილზე ნატოს ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ.

ირანმა,ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - ინფორმაციას ,,როიტერსი" ავრცელებს. სააგენტო აშშ-თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს საჰაერო ბაზებზე ათამდე ბალისტიკური რაკეტამ დაარტყა, სამიზნე კი ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ და ,,ირბილი" იყო.

 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიების ინფორმაციით ,,ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა" დაადასტურა, რომ მათ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით განახორციელეს ბაზებზე დარტყმა.

 

BBC-ის ინფორმაციით, პენტაგონი ზარალის და მსხვრეპლის შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია. თეთრი სახლის სპიკერის ჯონათან ჰოფმანის განცხადებით, პრეზიდენტმა თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღო.

 

,,ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ერაყში აშშ-ის ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ. პრეზიდენტი აკვირდება მიმდინარე მდგომარეობას და კონსულტაციებს უწევს თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს", - განაცხადა სპიკერმა.

 

მისივე თქმით, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული აშშ-ის პერსონალის, პარტნიორების და მოკავშირეების დასაცავად. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზარალის შეფასების მიზნით, შესაბამისი სამუშაობი ხორციელდება.

 

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

 

გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ესპანეთში „დაეშის“ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ევროპის ტერიტორიაზე ძებნაში მყოფ პირებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტია. მასთან ერთად ქალაქ ალმერიაში კიდევ ორი პირი დააკავეს. ოპერაცია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებით მონაწილეობით ჩატარდა, რომლემბაც ესპანეთს ტერორისტის შესაძლო გადაადგილების მარშრუტის შესახებ შეატყობინეს.

 

ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებული რამდენიმე წლის განმავლობაში სირიისა და ერაყში იმყოფებოდა, სადაც „დაეშის“ რიგებში იბრძოდა.

სამხრეთ ლიბანში შიიტური დაჯგუფების ,,ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი, მუჰამედ ალი იუნესი, მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,Times of Israel" ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მუჰამედ ალი იუნესის ცხედარი სოფელ ჯებჩიტში მის ავტომანქანაში იპოვეს.

 

როგოეც გამოცემა წერა, ცხედარს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. ჯერჯერობით უცნობია ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა თუ არა ეაჭვმიტქნილი.

 

ირანელი მედიის ცნობით კი ჰეზბოლას ლიდერი მისი მანქანიდან გადმოიყვანეს ნაბატიეს მახლობლად მდებარე გზაზე დახვრიტეს.

 

ლიბიური მედია წერს, რომ ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, მაგრამ ეჭვმიტანილის ვინაობას საჯაროდ არ ასახელებენ.

 

როგორც მედიაში ვრცელდება, სავარაუდოდ მკვლელობის მიზანი უკავშირდებოდა იონესის პოზიციას ჰეზბოლში.

 

იონესი იყო ირანის ელიტური ძალების მეთაური, ქასემ სოლიმანის თანამებრძოლი.

ირანის ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა მოჰამედ ჯავად აზარი-ჯაჰრომიმ აშშ-ის პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და „კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ უწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მინისტრმა Twitter-ზე გააკეთა, მას შემდეგ რაც ტრამპი თეირანს 52 სამიზნის განადგურებით დაემუქრა.

 

„როგორც ისლამური სახელმწიფო, როგორც ჰიტლერი, როგორც ჩინგიზ-ყაენი! ყველა მაგთანს კულტურები ეზიზღებათ. ტრამპი კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტია. ის სულ მალე ისწავლის ისტორიას, რომ არავის შეუძლია დიდი ირანელი ხალხისა და კულტურის დამარცხება“, – წერს ჯაჰრომი.

 

5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ავიადარტყმებით დაემუქრა. ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?