Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2897
EUR
3.8292
RUR
0.0427
GBP
4.196

„შმატრიოტები” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერს, რომელიც აჭარაშია განთავსებული.

 

 აღნიშნულ ბანერს ასევე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

 

„სიმართლე გითხრათ, თავიდან "ფეიკი" მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“ - წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქში.

 

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს.

 

პატრიარქის შემდეგ ყველაზე დიდი კეთილგანწყობა გამოკითხულებს ამირან გამყრელიძის მიმართ აქვთ - 74%.

 

გარდა ამისა, IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63%-ს გიორგი გახარია მოსწონს, 57%-ს - კახა კალაძე, 53%-ს - დავით ბაქრაძე, 42% -ს - შალვა ნათელაშვილი, 41%-ს - ბიძინა ივანიშვილი, 41%-ს - გრიგოლ ვაშაძე, 40%-ს - გიორგი ვაშაძე, 37% - დავით უსუფაშვილი, 36% - ნიკა მელია, 34% - ალეკო ელისაშვილი, 34% - არჩილ თალაკვაძე, 32% - გიგი უგულავა, 32% - სალომე ზურაბიშვილი, 30% - ირაკლი ოქრუაშვილი, 28% - ირმა ინაშვილი, 27% - მამუკა ხაზარაძე, 25% - ნინო ბურჯანაძე, 17% - ეკა ბესელია, 14% - ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 13%.

 

აღნიშნული კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, პირდაპირი გამოკითხვის ფორმით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.

 

IRI-ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ, 10 ივლის, მთავრობის 1934 წლის გადაწვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვით სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ახლა, შესაბამისად ქრისტიანული სამყაროს მნიშვნელოვანი სიმბოლო, აია-სოფიას ტაძარი, კვლავ მეჩეთად გაკეთადა, სადაც მუსლიმური ლოცვები 24 ივლისიდან დაიწყება, ლოცვის დროს კი, ქრისტიანული ხატები და მოზაიკები ფარდებით ან ლაზერით დაიფარება, ხოლო ვიზიტორებისთვის, ტაძარში შესვლა უფასო იქნება.

 

წმინდა აია - ოფიას ტაძრის შესახებ ბიზანტიელი ავტორი პროკოფი კესარიელი წერდა: ”ის (ტაძარი) ბრწყინვალე ჩუქურთმებითა და ზომების ჰარმონიით განთქმულია. მასში ზედმეტი არაფერია, მაგრამ არც არაფერი აკლია. მისი ყველა ნაწილი ჩვეულებრივზე უფრო დიდებულია და იმაზე უფრო ჰარმონიული, ვიდრე ეს ასეთი საზოგადოებისგან არის მოსალოდნელი”.

 

აია-სოფია, იგივე ჰაგია-სოფია, სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

 

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან – Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული – Ayasofya. 

 

,,აია სოფია“ სამჯერ აშენდა. პირველად იყო ,,მეგალა ეკლესია“, რომლიც ბიზანტიის იმპერატორის, კონსტატინე დიდის დროს აიგო 360 წელს. ეს ეკლესია იყო ხისგან ნაგები შენობა ბაზილიკის სტილში, ხის სახურავით გადახურული. ტაძრის ნაწილი 404 წელს, ხანძარმა სახალხო აჯანყების დროს იმსხვრეპლა.

 

ტაძარი, მეორედ 415 წელს აშენდა, თეოდოს მეორის იმპერატორიობის ხანაში. ეს იყო ახალი ბაზილიკის სტილში აგებული ეკლესია, ხის სახურავითა და მონუმენტალური შესასვლელით. 532 წელს სახალხო აჯანყების დროს, რომელიც ცნობილია ,,ნიკას“ სახელით, ტაძარი კვლავ დაიწვა.

 

აია სოფიას ტაძარი, დღევანდელი სახით იუსტინიანეს მართველობის პერიოდში აშენდა, იმ პერიოდისთვის საუკეთესო არქიტექტორების, ისიდორ მილეთელისა და ანფიმ ტრალელის მიერ. ტაძარი საზეიმოდ 532 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა.

 

 

1453 წლის, 29 მაის ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდგ, ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო ,,აია სოფია“ ოსმალებმა მეჩეთად გადააკეთა.

 

ტაძარი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად, მას მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტატინეპოლის დაცემისას, მისი ოსმალთა ხელში გადასვლა ბერძნული ორთოდოქსული ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული, რომელიც კონსტატინეპოლის დაცემადე იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.

 

ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. მას, იუნესკომ 1985 წელს სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად ,,მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაშია შეტანილი.

 

აია-სოფია, ათასი წლის მანძილზე, მსოფლიოში ქრისტიანთა ყველაზე დიდ ტაძრს წარმოადგენდა, ვიდრე რომში, წმინდა პეტრეს ტაძარი აშენდებოდა.

 

აია სოფია 1000 წელი ქრისტიანული ტაძარი იყო, 500 წელი - მეჩეთი, 1934 წლის შემდეგ 86 წლის მანძილზე კი მუზეუმი. ვფიქრობ, რომ მკითხველისთვის საინტერესი იქნება ვინ, როდის და რატომ გადააკეთა აია სოფია მუზეუმად?

 

ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, აია სოფიასადმი ინტერესი ახალი ენერგით განახლდა. ამ ყველაფერში კი განსაკუთრებული წვლილი ამერიკელ მკვლევარსა და ბიზანტიური ინსტიტუტის დამძუნებელს, თომას უიტმორს მიუძღვის. 1930 წელს უიტმორმა თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ და პირველ პრეზიდენტ მუსტაფა ქემალთან აუდიენციას მიაღწია. როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, ამერიკელმა მკვლევარმა თურქეთის მმართველზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მეორე დღეს აია სოფიას კარზე წარწერა ,,დაკეტილია სარემონტოდ“ ათათურქმა საკუთარი ხელით დაწერა.

 

ასევე, ისტორიული წყაროების მიხედვით, უიტმორმა და მისმა ათეულობით თანამშრომელმა აია სოფიას მოზაიკები გაასუფთავა. მათ აქამდე ნაცნობ გამოსახულებებთან ერთად იპოვეს ისეთებიც, რომლებიც მეჰმედ მეორის შემდეგ ( კერძოდ 1261 წლის გრანდიოზული ,,დეისუსი“) არავის უნახავს.

 

აის სოფია, როგორც მუზეუმი, 1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის პირადი ბრძანებით გაიხსნა. როგორც ისტორიკოსი ჩარლზ კინგი წერს, ახალი თურქეთის მთავრობამ მიზნად ორი რამ დაისახა:

 

1. რელიგიისა და ძალაუფლების გამიჯვნა, რაც ადრე სულთანის ინსტიტუტში მჭიდროდ იყო ერთმანეთან დაკავშირებული

 

2. ეთნიკური თურქების გამდიდრება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, განსაკუთრებით ბერძნებისა და სომხების შევიწროვების გზით.

 

აის სოფიას მუზეუმად გადაქცევამ ორივე პრობლმა გადაჭრა: იმპერიის მთავრმა მეჩეთმა საკულტო სტატუსი დაკარგა, ბერძნებს კი თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის დაბრუბის იმედიც აღარ დარჩათ.

 

ათათურქის პირადი ჩარევისა და გრანდიოზული იდეოლოგიური ჩანაფიქრის მიუხედავად, თურქეთის საზაოგადოების რელიგიურად და ნაციონალისტურად განწყობილთა ნაწილი მეჩეთის საერო ტურისტულ ობიექტად გადაქცევას ეწინააღმდეგებოდა. ეს ადამიანები უიტმორს ისლამური მემკვიდრეობის დასავლეთში გაყიდვისა და სხვა ცოდვებში ადანაშაულებდნენ, ბოლო 86 წლის განმავლობაში ეს წინააღმდეგპობა არ გამქრალა და ყოველ რამოდნიმე წელიწადში განახლებული ენერგიით იჩენდა ხოლმე თავს.

 

 

რატომ იცვლიდა ერდოღანი აიას სოფიასთან მიმართებით თავის შეხედულებებს?

 

2014 წელს, ნაციონალისტური მოძრაობის მემარჯვენე პარტის წარმომადგენელმა, თურქმა მწერალმა კაია გენჩემ, გამოცემა Theparisreview.org-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ათათურქის ბრძანება გაყალბებული იყო. ამ მოსაზრებას სხვა კონსერვატორებმა მხარი არ დაუჭირეს და ინციდენტი, ამით დასრულდა.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი, გაცილებით გამოცდილი პოლიტიკოსია. ის მკაცრი პრინციპებით არ გამოირჩევა. ის, ახალგაზრდობაში აია სოფიას მუსლიმ მორწმუნეთათვის დაბრუნების საკითხის ღიად ემხრობოდა. ერდორანი, კარიერული წინსვლის პროცესში, მრავალი წლის განმავლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, საუბარისგან თავს იკავებდა.

 

როდესაც, ერდოღანი თურქეთის პრემიერ მინისტრი იყო, 2010-იანი წლების დასაწყისში, მან რელიგიურ და საერო დაჯგუფებებს შორის ძალიან ელეგანტურად ლავირებდა, მაგალითად: 2013 წლის გაზაფხულზე, რელიგიური დაჯგუფებების გავლენით, ერდორანმა პირობა დადო, რომ ალკოჰოლური სასმელის მიღების შესახებ კანონს გაამკაცრებდა, თუმცა საერო ჯგუფების ზეწოლით, მან აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე უარი განაცხადა.

 

2019 წლის, სტამბოლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ, აია-სოფიას ტაძარი-მეჩეთი-მუზეუმის ბედი ერდოღანის პოლიტიკაში, ძალიან ხელსაყრელი ფაქტორი აღმოჩნდა, როდესაც მმართველი პარტია დამარცხების საშიშორიბის წინაშე დადგა, მაშინ პრეზიდენტმ განაცხადა, რომ აია-სოფიას მეჩეთად გადააკეთებდა, მიუხედავად ამისა, ერდოღანის მომხრეებმა არჩევნები წააგეს და მუზეუმსაც თავი დაანებეს, თუმცა დიდიხნით - არა.

 

თურქეთის ხელისფლების მიერ, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოყვა. ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმდა, აშშ-ს სენატმა, რუსეთმა, რომის პაპმა და სხვებმა ერდოღანს გადაწვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდეს და თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ გადაქცევაში დაადანაშაულეს, თურქეთის პრეზიდენტმა კი, ისინი ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევაში დაადანაშაულა.

 

საინტერესოა, ერდოღანს აინტერესებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოების აზრი -აია სოფიასთასნ დაკავშირებით, რათქმაუნდა არ აინტერესებს. ის ისედაც ყველასთან ჩხუბობს. 2020 წლის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში პანდემია, დასუსტებული ეკონომიკა და პოპულარობის კლება ერდოღანისგან აია სოფიას სიმბოლიზმის გამოყენებას პირდაპირ მოითხოვდა. ერთ-ერთ სატელევიზო ინტერვიუში მას, საბერძნეთის მთავრობის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, ამ უკანასკნლემა კი მუსლიმებისთვის მუზეუმის დაბრუბნების პრესპექტივაზე შეშფოთება გამოთქვა. ერდოღანმა განაცხადა:

 

,,როგორ ბედავენ ისინი, რომ ჩვენ მითითებები მოგვცენ? ვინ მართავს თურქეთს: ისინი თუ ჩვენ?“

 

29 მაის, თურქების მიერ კონსტატინეპოლის აღებიდან 576 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ერდოღანის გამოსვლა აია სოფიას კედლებზე ტრანსლირდებოდა. როგორც გაზეთი ,,Hurriyet”- ი წერს, თურქეთის პრეზიდენტმა აია სოფიაში პირველი ლოცვის ჩატარება, წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებას 15 ივლისს შესთავაზა.

 

ფაქტი ის არის, რომ აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას, სასამართლოს გადაწვეტილება არ ჭირდება, რადგან მუზეუმი პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე დაარსდა და არა რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული კანონით. აქედან გამომდინარე აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსის დაბრუნება, მხოლოდ ამჟამინდელ პრზიდენტზეა დამოკიდებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით Aljazeera-ს აშშ-ის დემოკრატიის დაცვის ფონდის თურქული პროგრამების დირექტორმა, აიკან ერდემირმა, რომელიც თურქეთის პარლამენტის ყოფილი წევრია განუცხადა, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოში მოსმენა ამ პროცედურას მხოლოდ ლეგიტიმაციის აურას ჰმატებს.

 

იგივე მოსაზრებას იზიარებს მოქმედი დეპუტატი ოზთურქ ილმაზიც, რომელიც აცხადებს, რომ მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებისთვის, მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებაა საჭირო.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც ოპოზიციის რეპრესიებისა და სირიაში განხორცელებული სამხედრო იერიშების ავტორია, დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობა საგრძნობლად გაიფუჭა. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრება მას არც ამ შემთხვევაში არ აღელვებს.

 

თურქეთში, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, თურქების 70%-ზე მეტი მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას უჭერს მხარს.

 

აქვე აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ თურქეთის ღირსშესანიშაობებიდან ტურისტებში ყველაზე პოპულარულია აია სოფიას ტაძარი. 2019 წელს, მას სამ მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

 

 

 

დასრულდება თუ არა, ევროპის უკანასკნელი დიქტატორის 26 წლიანი მართველობა? ეს კითხვა 9 აგვისტოს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა, სადაც ხუთ კანდიდატი მონაწილეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისის მონაცემებით საპრეზიდენტო არჩევნბში, ბელორუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80,10% მიიღო, ხოლო მისმა მთვარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10.12% მიიღო. რომელსაც, ბელორუსი ხალხის პროტესტი მოყვა. სამართალდაცველებმა, ქუჩაში გასულ დემოსტრანტების წინააღმდეგ კი, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

 

ვინ არის ან როგორია ლუკაშენკოს პოლიტიკა?

 

ბელორუსში თავისუფალი სიტყვის, პრესისა და სამოქალაქო სექტორის დევნის და ბოლო ხუთი არადემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ლუკაშენკო ევროპის უკანსაკნელი დიქტატორის მეტსახელი დაიმსახურა. ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს, საერთაშრისო სადამკვირებლო მისიები და ოპოზიცია არადამეკორატიული სტანდარტებით გამართულ არჩევნებად აფასებს.

 

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არ აღიარებით და უკრაინის კრიზისში შუამავალის როლით, ბოლო წლებში ლუკაშენკომ დასავლეთში საკუთარი იმიჯი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. თუმცა წლევანდელი არჩევნების გამო, მისი იმიჯი დასავლეთში მნშვნელოვნად დაზარალდა.

 

ლუკაშინკო, მრავალი წლის განმავლობაში მოხერხებულად მანევრირებდა აღმოსავლეთსა და დასავლთს შორის, თუმცა ბოლო პერიოდში მოსკოვთან ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. 2018 წლის ბოლოს კრემლმა საკავშირო ინტეგრაციის გაღრმავება მოითხოვა და მინისკისთვის ფინანსური დამხარების გაცემა სწორედ 20 წლის წინ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს მიაბა. ალესანდრე ლუკაშენკო პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 39 წლის ასაკში დაიკავა.

 

პირველი ინაუგურაციის დღეს ლუკაშენკომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისა და მაქსიმალური ღიაობის პირობა დადო, თუმცა შემდეგ წლებში ეს პირობა პირობად დარჩა

 

გაუჩინარებული ოპოზიციონერები

 

 

ახალგაზრდა დეპუტატს ბელარუსის პროვინციიდან და შემდეგ პრეზიდენტ ლუკაშენკოს გარკვეული დროის განმავლობაში ვიქტორ გონჩარი მეურვეუბდა. იურისტი და ლუკაშენკოს კოლეგა პარლამენტში, გონჩარი ლუკაშენკოს პირველ საპრეზიდენტო კამპანიაშია აქტიურად მონაწილეობდა. მოგვიანებით იგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახდა. გონჩარმა უკანონოდ ცნო 1996 წლის რედერენდუმი, რომლის შედეგებითაც ლუკაშენკომ საპრეზიდენტი უფლებამოსილება გაიფართოვა. რეფერენდუმის შემდგე გონჩარი ოპოზიციაში გადავიდა და ლუკაშენკოს ყველაზე სერიოზულ კონკურენტად იქცა.

 

1999 წლის 16 სექტემბერს ვიქტორ გონჩარი, ბიზნესმენ ანატოლი კრასოვკისთან ერთად მინსკის ერთ-ერთი ქუჩიდან უგზი უკვლოდ გაუჩინარდა. ორივე, დღემდე დაკარგულებად არიან მიჩნეულნი, საქმის გამოძიება კი 2003 წელს შეწყდა.

 

იმავე წლის 7 მაისს, იგივე ბედი ეწია ლუკაშენკოს გუნდის ყოფილ წევრს, ოპოზიციის მხარეს გადასული შსს მინისტრს, გენერალ იური ზახარენჩენკოს. 2000 წელს ლუკაშენკოს გაუჩინარებული მოწინაღმდეგეების სიაში აღმოჩნდა მისი ყოფილი ოპერატორი, დიმიტრი ზავადსკი. ზავადსკი ლუკაშენკოსთან მუშაობის შემდეგ ოპოზიციონერი ჟურნალისტის ჰაველ შერემიტის გუნდში აღმოჩნდა. მისი გაუჩინარებისა და მკვლელობის დეტალები ამ დროისთვისაც უცნობია.

 

 

თანამდებობის იმ პირთა მიმართ, ვინც ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების გაუჩინარებას უკავშირდება, ევროკავშირმა პირველად საქნციები 2004 წელს დააწესა. მას შემდეგ ამ პირთა მიმართ სანქციები პერიოდულად ხანგრძლივდება. ბოლოს ლუკაშენკოს გარემოცვის წევრთა მიმართ სანქციები 2019 წლის თებერვალში გაახანგრძლივეს.

 

დაუმარცხებელი კორუფცია

 

 

საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, 1994 წლის დეკემბერში, ბელარუსული გაზეთები თეთრი ლაქებით(ცარიელი ადგილებით) დაიბეჭდა. მოვლენას წინ უსწრებდა, დეპუტატის, სერგეი ანტონჩიკის გამოძიების დასკვნა, რომელიც პრეზიდენტის გარემოცვაში არსებულ კორუფციას ეხებოდა. ლუკაშენკომ გასცა ბრძანება ბეჭდვდიდან ამოეღოთ აღნიშნული მასალა.

 

 

თავის დროზე ლუკაშენკოს სახალხო პოპულარობა სწორედ, მის მიერ ქვეყნის პარლამენტში წარმოთქმულმა დასკვნამ მოუტანა, რომელიც, კორუფციასაც ეხებოდა. ამ დასკვნაში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა, სტანისლავ შუშკევიჩმა სამუშაო ადგილიდან ლურსმნების ყუთი მოიპარა.

 

ბოლო წლების განმავლობაში ბელარუსში ანტიკორუფციული საქმეების ბუმია. ბელარუსის გენერალური პროკურორის ალექსანდრეე კონიუკის განცხადებით, ყოველწლიურად კორუფციული დანაშაულებისთვის სხვადასხვა თანამდებობის პირთა მიმართ, დაახლოებით, ათასამდე საქმე მიმდინარეობს.

 

Transparency International -ის მიერ წარმოებული კორუფციის ინდექსით, 2018 წელს ბელარუსმა 44 ქულა აიღო, ამდენივე ქულა აიღო იამაიკამ და სოლომონის კუნძულებმა. უფრო ცუდი ქულები აიღო უკრაინამ და რუსეთმა, 32 და 28 ქულა.

 

GAN Business Anti-Corruption Portal-ის 2017 წლის კვლევაში წერია, რომ კორუფცია ბელარუსის სახელისუფლებო წრეების ყველა დონეზე არსებობს.

 

სამოკავშირეო ჩიხი

 

 

ერთიანი საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შეთანხმებას, ხელი ალექსანდრე ლუკაშენკომ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა 1999 წლის 8 დეკემბერს მოაწერეს. ერთიანი ვალუტისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმება, ჯერ კიდევ არ არის რეალიზირებული. შექმნილია ერთიანი საპარლამენტო სტრუქტურები, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, საერთო უწყებები დემოკრატიულია და მოკავშირეებს შორის არსებული პრობლემების გადასაჭრელად ვერაფერს აკეთებს.

 

2018 წლის ბოლოს, მოსკოვმა ლუკაშენკოსგან ნაკისრი ვალდებულებების სწრაფი და ეფექტური აღსრულება მოითხოვა. მინისკისთვის ფინანსური დახმარების საკითხი კი, საკავშირო ინტეგრაციის შესრულების პროცესს დაუკავშირა. მინსკში ძმური ინტეგრაციის სახით, რუსეთის სახლმწიფოში ბელარუსის სრულ ინკორპორირებას უფრთხიან.

 

პირველი კაცის უსაფრთხეობა

 

 

2001 წელს მინსკის მეტროში მომხდარ აფეთქებას 15 ადაიანი ემსხვერპლა. ლუკაშენკო აფეთქებულ სადგურზე, შედეგების ლიკვიდაციამდე უმცორს შვილთან, კოლიასთან ერთად ჩავიდა. მოგვიანებით ადგილზე გადაღებული სურათებიდან ლუკაშენკომ შვილის სურათების განადგურება ბრძანა.

 

ასევე, უშიშრად გაემართა ლუკაშენკო, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელზეც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ინციდენტში, დამნაშავედ, გამოძიებამ ორი პირი დამოავლინა. ელექტრიკოსებს ვლადისლავ კოვალიოვსა და დიმიტრი კონოვალოვს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

 

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს.

 

შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ლუკაშენკომ 1994 წლის არჩევნებამდე განაცხადა. ტელევიზიით აჩვენეს ლუკაშენკოს დაცხრილული ავტომობილი, თუმცა მოგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ შემთხვევა ინსცენირებული იყო.

 

დიქტატორის იმიჯთან დაპირისპირება

 

 

ბელარუსის პრეზიდენტი ,,სახალხო პრეზიდეტისთვის“ დამახასიათებელი და საჭირო სოც-მედია თუ სხვა სახის კონტენტის შექმნის ნამდვილი ოსტატია. მსგავსი მეთოდებით, ლუკაშენკო ცდილობს მისი როგორც დიქტატორის იმიჯს დაუპირისპირდეს.

 

სხვადასხვა დროს ლუკაშენკო საზამთროთი და სტაფილოთი გაუმასპინძლდა სტივენ სიგალს, ცელვას ასწავლიდა ჟერარ დეპარდიეს, რუს ჟურნალისტებს საკუთარ საქათმეს უჩვენებდა და 2001 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკორდეონზეც კი უკრავდა.

 

მინსკის შეთანხმებები

 

 

მთელი საპრეზიდენტო კარიერის განმავლობაში ლუკაშენკო მოხერხებულად ლავირებდა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა ბელარუსის, როგორც შუამავლისა და უპრობლემო რეგიონული პარტნიორის როლი.

 

2015 წლის თებერვალში, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის მონაწილეობით 16 საათიანი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა დონბასში ვითარების დარეგულირებას ეხებოდა და მასში მონაწილეობა გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის პირველმა პირებმა მიიღეს.

 

მას შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში პოლიტიკური და საომარი ვითარების განმუხტვის შეხვედრები მინსკში იმართება. ამ დროსითვის მინსკის შეხვედრები რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებების ერთადერთი პლატფორმაა. თუმცა, ამ ფორმატში პირველი შეხვედრის შემდეგ, ახალი შეთანხმებები არ შემდგარა.

 

ანალიტიკოსების აზრით, მინსკის და ლუკაშენკოს, როგორც შუამავლის როლი, ლუკაშენკოს პოლიტიკურ აქტივში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

 

რა ხდება დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

 

ბელარუსის ხელისუფლებამ, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად ძალოვნებს მოქმედების სრული თავისუფლება მისცა. სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო ვრცელდბა, რომლებშიც პოლიციელებისა და სპეცრაზმელების სისასტიკეა ასახული. აქციების მეხუთე დღეს, ცნობილი გახდა მეორე ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ქალაქ გომელში, პოლიციის მიერ მომიტინგეების დაკავების დროს 25 წლის მამაკაცი დაიღუპა.

 

 

მილიციელთა სისასტიკემ და არაადეკვატურმა ქცევამ მოსახლეობაში სოლიდარობის გრძნობა გააძლიერა. პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსულ ხალხს ცნობილი ადამიანები უერთდებიან. პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს სამთავრობო ტელეარხების წამყვანებმა და სხვა ჟურნალისტებმა. გაიფიცნენ ექიმებიც და დაზარალებული ძალოვნების მკურნალობაზე უარს აცხადებენ.

 

მოსახლეობას უერთდება ჯარისჯაცები და პოლიციელები. სპეცდანიშნულების რაზმებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის შემდეგ, ხელისუფლების დახმარებაზე უარი თქვეს მილიციელებმაც.

 

 

გაეროს ინფორმაციით 6000-ზე მეტი აქციის მონაწილეა დაკავებული, დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ცნობილი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვიც. ორგანიზაცია ხელისუფლების მოქმედებებით შეშფოთებულია და პოლიციას არასრულწლოვნების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს.

 

მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა 65 წლის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დათმობას არ აპირებს, როგორც ის აცხადებს, აქციის მონაწილეებს სახელმწიფო შესაბამის პასუხს გასცემს.

 

აქციები სახელწოდებით ,,ძლიერი ბელარუსი ლუკაშენკოს გარეშე“ ხუთი დღეა გრძელდება, რაც ხალხის მართვასა და ძალაუფლებას მიჩვეული ლიდერისთვის თავისტკივილად იქცა.

 

ბელარუსში განვითრებული მოვლენები დასავლელი ლიდერების ყურადღების გარეშე არ დარჩენილა და ისინი, ლუკაშენკოს რეჟიმს ძალადობის შეწყვეტისკენ, დაპატიმრებული დემონტრანტების გათავისუფლებიკენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ასევე, დასავლეთის ქვეყნების ლიდერების მხრიდან, აქტიურად კეთდება განცხადებები ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სანქციების დაწესებაზე.

 

ლუკაშინკოს ძალაუფლება პირდაპირ და მთლიანად ეყრდნობა პოლიციის და ჯარის გამოყენებას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

 

ამ ფონზე, დასრულდება თუ არა ლუკაშენკოს, როგორც ,,ევროპაში უკანასკნელი დიქტატორის“ მართველობა, გამოკვეთლი თუ გასული ლიდერის გარეშე, ეს დამოკიდბულია ერთისმხრივ ბელარუსის ხალხზე, მეორეს მხრივ ევროპის, დასავლეთის რეაქციაზე და მათი სანქციების ეფქტურობაზე.

 

უფრო მეტად დამოკიდებულია, ბელარუს ხალხზე, თუ რამდენად წყურიათ მათ ევროპული ტიპის დემოკრატია, რადგან თავისი ნებით ლუკაშენკო ძალაფლებას არ დათმობს.

 

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ბელარუს ხალხს წარმატება ვუსურვოთ

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 33% „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ მისცემდა ხმას. (მეორე არჩევანი-2%)

 

კვლევის მიხედვით გამოკითხული მოსახლეობის 16 % მხარს უჭერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - გაერთიანებულ ოპოზიციას. (4% მეორე არჩევანი)

 

მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო“, რომელსაც მხარს უჭერს გამოკითხული მოსახლეობის 5%. (6% მეორე არჩევანი)

 

გამოკითხული მოსახლეობის 3% მხარს უჭერს „ახალი საქართველოს“ – „სტრატეგია აღმაშენებელს“. (4% მეორე არჩევანი)

 

„პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხული მოსახლეობის 3 % უჭერს მხარს. (5% მეორე არჩევანი) .

 

„ლეიბორისტულ პარტიას“ მხარს უჭერს 2 პროცენტი. (4% მეორე არჩევანი)

 

„სამოქალაქო მოძრაობას“ გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი უჭერს მხარს. (3% მეორე არჩევანი).

 

„ლელო საქართველოს“ გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი უჭერს მხარს. (3 % მეორე არჩევანი)

 

„გირჩს“ მხარს უჭერს გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი. (1 % მეორე არჩევანი)

 

გამოკითხული მოსახლეობის 17-მა პროცენტმა არ იცის რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, 11 პროცენტმა პასუხზე უარი თქვა.

 

კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით. გაზიარება

 

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუს ბევრ ქვეყანაში პიკს არ მიუღწევია, ისმის კითხა, შეცვლლის თუ არა COVID-19-ის პანდემია მსოფლიოს? ეს ის კითხვაა, რომელზეც პოლიტოლოგები, ეკონომისტები და ფილოსოფოსები ცდილობენ შეიმუშავონ ახალი სამყაროს გარკვეული კონტურები, რომლებიც დაავადებაზე გამარჯვების შემდეგ წარმოიქმნება.

 

ამერიკელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მსოფლიო ისეთი არ იქნება, როგორიც მანამდე იყო, ასევე ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ფართომაშტაბიანი ცვლილებებია მოსალოდნელი ეკონომიკაში, ბიზნესში, საერთაშორისო ურთიერთობებში, საშინაო პოლიტიკაში, სოციალურ სფეროში, მედიცინასა და ადამიანთა ქცევში. თუმცა ყველაზე დიდი გაურკვევლობა თავად ეპიდემიასა და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ეს საკითხი ურთიერთისაწინააღმდეგო პროგნოზს იწვევს: ზოგს ახალი, უკეთესი სამყაროსი სჯერა, ზოგს კი ადამიანური ცხოვრების გრძელვადიანი გაუარესებასა დიპოლიტიური კატაკლიზმებზე საუბრობს. როგორია პოსტპანდემიური პერიოდის ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზები? გადაფასდება თუ არა ადამიანიური ღირებლებები?

 

დღეისათვის პროგნოზებზე საუბარი ნამდვილად რთულია, რადგან ამ ტიპის კრიზისთან შეხება კაცობირობას ჯერ არ ჰქონია. გაურკვევლობას, პირველ რიგში, თავად ეპიდემია იწვევს. ამის მიზეზია არასაკმარისი ცოდნა ვირუსზე, ინფიცირების დონეზე, გადაცემის გზებსა და ლიტერატურობაზე. ეკონომისტები იძულებულნი არიან, ეპიდემიოლოგების უხეში პროგნოზები გაამრავლონ იმ ეკონომიკურ გაურკვევლობაზე, რომელიც ეპიდემიასთამ არის დაკავშირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი დასაბუთებული თუ დაუსაბუთებული ეკონომიკური გათვლა მთელ მსოფლიოში სოციალური ქსელით ვრცელდება. ეს კი ადამანებში პანიკის შეგრძნებას ზრდის, რაც თავის მხრივ მომხმარებლებსა და კომპანიების ხელმძღვანელების ქცევას გაურკვეველს ხდის, საბოლოოდ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იძულებულნი არიან სწორედ ამ უხეშ პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწვეტილებები, რაც სხვა გაურკვევლობას წარმოქმნის. არავინ იცის, აღნიშნული ზომები სიტუაციას გამოასწორებს თუ პირიქით, გაართულებს.

 

მსოფლიოს უდიდესი საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის ექპერტები თავიანთ კვლევებში წერენ, რომ პოსტპანდემიური მსოფლიოს შესახებ ორი სახის პროგნოზის გაკეთებაა შესაძლებელი:

 

1.  ოპტიმისტური, რომლის მიხედვითაც მკვეთრად (შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკორდული იყო) ვარდნას სწრაფი აღდგენა მოჰყვება.

 

McKinsey - ის ექპერტები პანდემიაზე სწრაფი გამარჯვების შედეგებს შემდეგნაირად აყალიბებენ:

 

- მთავარი პირობა: მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ეპიდემია დამარცხდება 2-3-თვიანი მკაცრი კარანტინით. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდი 2020 წლის მეორე კვარტლამდე გაგრძელდება.

 

- ამ შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტლებში ჩინეთი მშპ-ს 3.3% -ს დაკარგავს. ამის შემდეგ ის სწრაფად აღდგება და 2019 წლის შემოდგომაზე არსებულ დონეს დაუბრუნდება. მთლიანობაში, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ზრდის ტემპის 1%-ზე ნაკლები შემცირება დაფიქსირდება.

 

- აშშ-ში რეცესია გაცილებით მაღალი იქნება. მეორე კვარტალში მშპ 8%-მდე შემცირდება, რადგან აქ ეპიდემიის მასშტაბი გაცილებით ფართოა და ეკონომიკაც უფრო მომხმარებლების მოთხოვნაზეა ორიენტირებული. ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი ვარდნა, როდესაც ეკონომიკის დელმილიტარიზაციამ წარმოების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ეპიდემიის შემდეგ ქვეყანა სწრაფად აღდგება, 2019 წლის წარმოების დონის მიღწევა კი 2020 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. თუმცა მთელი წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკის ზრდა ნულის ტოლი იქნება.

 

- გაცილებით ოპტიმისტური სცენარითაც კი, ევროკავშირი უფრო მეტად დაზარალდება: ეკონომიკა მეორე კვარტალში თითქმის 10% -ს დაკარგავს და სრულად აღდგენას მხოლოდ 2021 წლის დასაწყისში შეძლებს.

 

- მსოფლიო ეკონომიკა, რომელმაც მეორე კვარტალში თითქმის 5% -იანი ვარდნა განიცადა, წლის ბოლოს დასტაბილურდება. ზრდის ტემპი წლის განმავლობაში 1.4% -ით შემცირდება. აღდგენის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაიწყებს ფუნქციონირებას ის საერთაშორისო წარმოების ჯაჭვები, რომლებიც ეპიდემიამ მოშალა. ქვეყნები და რეგიონები, სადაც საკარანტინო ზომები და სხვა შეზღუდვები თავიდანვე დაწესდა, შეიძლება უფრო სწრაფად დაუბრუნდენ ჩვეულ რიტმს, ვიდრე ისინი, ვინც ეკონომიკის შენარჩუნებას ეპიდემიის ჩახშობაზე უარის თქმით ცდილობდნენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ექსპერტები, რომლებმაც 1918 წელს ესპანური გრიპის, იმავე „ესპანკას“ ეპიდემიის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა შტატისა და ქალაქის აღდგენის პროცესი განიხილეს.

 

2. პესიმისტური, რომლის მიხედვით პანდემია მსოფლიო ეკონომიკას რამოდენიმე თვით ან კვარტლითაც კი გააჩერებს. ამ თეორიის თანახმად, ახლანდელი მდგომარეობა გადაიზრდება სრულფასოვან ფინანსურ კრიზისში, რომელსაც მასობრივი გაკოტრება, უმუშევრობა და ქვეყნების კეთილდეობის განადგურება მოჰყვება. ამ ყველაფერს კი თავად მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურის დარღვევა შეუძლია.

 

McKinsey- ის ექსპერტებისა და სხვა ეკონომისტების აზრით, მთელი რიგი პესიმისტური სცენარი არსებობს:

 

- ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, ეპიდემიის შეჩერების ყველა მცდელობა ჩაფლავდება. შესაბამისად, მთავრობები საწარმოებისა და ბანკების დახმარებას ვეღარ შეძლებენ. ბევრი მათგანი დაიშლება, რაც ვალების კრიზისსა და ლიკვიდობის ნაკლებობას გამოიწვევს. თავის მხრივ, ბანკებისა და კომპანიების ჩამოშლა მთელ გლობალურ ფინანსურ სისტემასა და წარმოებას გაანადგურებს. კრიზისი იქნება ხანგრძლივი და თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

 

- უფრო მსუბუქი და გაცილებით მოსალოდნელი სცენარის მიხედვით, ეპიდემიის მეორე ტალღა აღდგენის პროცესს გაართულებს და გააჭიანურებს. პანდემიის შეჩერება ვერ მოხერხდება და დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა დაინფიცირდება. თუმცა ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მსოფლიო ეკონომიკის მხარდამჭერი უსაფრთხოების ზომები ამოქმედდა, შესაბამისად, მისი სტრუქტურა შენარჩუნდა და აღდგენის პროცესიც დაიწყება.

 

McKinsey-ის ექსპერტებმა შეისწავლეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენარი, რომლის მიხედვითაც ეპიდემიის მეორე ტალღა ეკონომიკის აღდგენისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების პროცესს გაართულებს:

 

- ჩინეთი ყველას გაასწრებს, მაგრამ მისი ეკონომიკის აღდგენაც მხოლოდ 2021 წლის შუა პერიოდისთვის მოხერხდება.

 

- აშშ მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს დაკარგავს, ევროკავშირი კი  10%-ს. ისინი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2023 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდებიან.

 

- ზოგადად, მსოფლიო (ჩინეთის წარმატების წყალობით) ერთი წლით ადრე ამოისუნთქებს. განვითარებადი ქვეყნები, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი მსგავსი კრიზისი გამოიარეს, ახალ სირთულეს უფრო ადვილად გადალახავენ. McKinsey-ის ექსპერტების აზრით, დასავლეთის მოსახლეობა, რომელსაც მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს, არნახულ შოკს განიცდის. ამას კი შეუძლია თავად მსოფლიოს და რა თქმა უნდა, ადამიანების ქცევის სიღრმისეულად შეცვლა.

 

ასევე ისმის კითხვა, პანდემია გამოიწვევს თუ არა ადამიანური ღირებულებების გადაფასებას?

 

McKinsey- ის ექსპერტები თვლიან, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყება ან კარანტინი კიდევ უფრო გაჭიანურდება, ადამიანთან ქცევა ძალიან შეიცვლება. მაგალითად, ესა თუ ის პირი ფრენას ვერ დაარეგისტრირებს, თუ ინფექციის არასებობის ან კარგი იმუნიტეტის დამადასტურებელ ცნობას არ წარმოადგენს. McKinsey-ის ინფორმაციით, ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ ორგანიზაციებში აღნიშნული საბუთის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შესაძლოა, მოსახლეობა მსგავს ,,ქცევით პროტოკოლს“ გაგებით მოეკიდოს, რადგან ამის ალტერნატივა მხოლოდ ,,ლოქდაუნი“ იქნება.

 

თუ კარანტინი გაჭიანურდება, ეკონომიკის სტრუქტურა ჩამოშლას დაიწყებს, ამის რთული ეთიკური დილემის გამოწვევა შეუძლია. თანამედროვე სამყაროში ითვლება, რომ მთავარი ღიღებულება ადამიანის სიცოცხლეა. ეკონომისტები იმასაც ამბობენ, რომ ამ ღირებულების შეფასებაც კი არის შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქისა თუ სხვადასხვა ასაკის ადამიანის ,,სიცოცხლის ფასიც“ განსხვავებულია. თუმცა ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლე, რომელიც ახალგაზრდის სიცოცხლეზე ნაკლები ,,ღირს“, იმდენად ძვირადღირებულია, რომ მის გაწირვაზე საუბარი ძალიან რთულია.

 

თუმცა ეს მორალური და ეკონომიკური თეზისები უკვე ეჭვქვეშ დგას. თუ ეპიდემიის შეჩერება დროზე ვერ მოხერხდება, კარანტინის გამო უმუშევრად დარჩენილი მილიონობით ადამიანების მდგომარეობა და შემდეგ მათი ზეწოლა პოლიტიკოსებზე იქნება ძალიან მძიმე და რთული. აშშ-ის პრეზიდენტტმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს, რაც შეიძლენა მალე მოხსნას გადაადგილების შეზღუდვები, რათა მოქალაქეები სამსახურს დაუბრუნდნენ.

IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

 

კითხვაზე „რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ პარტნიორად? რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ საფრთხეს“ პასუხები ასე გადანაწილდა:

 

ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ (65%) და ეკონომიკურ (51%) პარტნიორად გამოკითხულთა უმეტესობა აშშ-ს მიიჩნევს. ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდ პოლიტიკურ (82%) და ეკონომიკურ (70%) საფრთხეს საქართველოსთვის რუსეთი წარმოადგენს.

 

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია. გამოკითხული მოსახლეობის 84 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, 41 პროცენტი კი სოციალური ქსელებიდან.

 

როგორც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული მოქალაქეების 59% დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობა. ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გამოკითხულთა 44 პროცენტი ენდობა, ხოლო მედიას - 18%.

 

კითხვაზე, თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ მოქალაქეები „ფეისბუქზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61 პროცენტი ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, ხოლო 37 პროცენტი საკუთარ ინსტიქტებს ენდობა.

 

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოქალაქეების 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

 

მოსახლეობის 80 პროცენტი კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა).

არ მჩვევია სტატუსების დაწერა, უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ და იძულებული ვარ, ეს განცხადება გავაკეთო. მომხდარი ფაქტით, რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით, ოჯახი განადგურებულია. საოცარი ადამიანი მოგვიკლეს საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი. ყველასგან გამორჩეული ურთიერთობით და სიყვარულით. მინდა მივმართო თხოვნით შსს-ს ორგანოებს, - ამის შესახებ ბრმა ტყვიით მოკლული თამარ ანთელავას სიძე, თემურ პირველაშვილი Facebook-ზე წერს.

 

იგი მიმართავს სამართალდამცველებს, რომ გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მაქსიმალურად სწორი და სამართლიანი შეფასება მისცენ მომხდარ ფაქტს.

 

„ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა. იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას და გარეთ არ გამოდიოდა, ვიღაც ვაჟკაცის ქეიფისა და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა.

 

ყოველი დილა ვიდეო ზარით მეწყებოდა, ბებია და შვილიშვილის ერთსაათიანი საუბრით და ერთმანეთის მოფერებით. ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს, რა ვუთხრა? ხან რას ვიგონებ, ხან რას. ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს. ამას ვერავინ გაუძლებს, რაც ჩემს ოჯახში ხდება.

 

მინდა, მივმართო ასევ იმ საცოდავს. მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება. ვურჩევ, რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა. ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი, ეს იქნება მისი მონანიება.

 

თუ შინაპატიმრობა უნდა და ურჩევნია, გააკეთოს, პირადად ჩემთვის უკეთესია, უფრო ადვილად მივწვდები. თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ, ველოდებით გამოძიებას.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, – წერს თიკა მახალდიანის მეუღლე, თემურ პირველაშვილი.

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 41% „კოვიდ 19“-ის პანდემიის მიმართ ხელისუფლების პასუხით ძალიან კმაყოფილია. ამავე გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 7% ხელისუფლების პასუხით ძალიან უკმაყოფილოა, 38% - ნაწილობრივ კმაყოფილი, 13% - ნაწილობრივ უკმაყოფილო, 1 % -ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

 

რაც შეეხება კითხვას: „როგორ შეაფასებდით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობას „კოვიდ 19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით?“ - გამოკითხულთა 64 %-მა განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობა ძალიან ეფექტური იყო, 55 %-მა ძალიან ეფექტურ ინსტიტუტად ჯანდაცვის სამინისტრო დაასახელა, 46 %-მა - პრემიერ-მინისტრის ოფისი, 39%-მა- საპატრიარქო, 23%-მა კი - პარლამენტი.

 

კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 

 

 

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, ჟურნალისტმა სერგო ჩივაძემ შიმშილობა დაიწყო. ჟურნალისტის თქმით, მისი მემკვიდრეობის მითვისებასთან დაკავშირებით ათი წელია გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ის ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულად .

 

ჩივაძე ამბობს, რომ მისი ქონება მაღალჩინოსნების მიერ არის მიტაცებული. ჟურნალისტი მომხდარში საოლქო პროკურორებს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურამ გუშინდელი განცხადებითაც დაზარალებულად არ ცნო, რის გამოც უვადო შიმშილობა დაიწყო. ჩივაძე მშრალი შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებს.

აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

„განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“, - წერს მამა ანდრია.

არქივი

« « » » September 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?