Global Press

English

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

საქართველოში იაპონიის საელჩო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

მისი მიხედვით, იაპონია კვლავ ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას.

 

ეს კი დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, უნდა განხორციელდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

 

„იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.

 

უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში 1 ივნისს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი წარადგინეს.

 

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში“ განმარტავენ, პროექტით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის, სხვადასხავა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან, ამასთანავე, პოლიტიკური დებატების დროს, უმრავლესობის ფრაქციას დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ. გარდა ამისა, საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს.

 

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, უმცირესობა როგორც ცალკე აღებული სუბიექტი უქმდება. იარსებებს უმრავლესობა და ოპოზიცია. უმრავლესობა შედგება პარლამენტის არაანაკლებ 76 წევრისგან. პარლამენტის ყველა ის წევრი, რომელიც არ იქნება გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, მიეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას.

 

„რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უარყოფითად უნდა შეფასდეს, რადგან მნიშვნელოვნად აუარესებს ოპოზიციის (მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატების) უფლებრივ მდგომარეობას პარლამენტში და ორიენტირებულია უმრავლესობისათვის პრივილეგიების შექმნაზე. საპარლამენტო რესპუბლიკაში დემოკრატიული მმართველობის განვითარება შეუძლებელია მხოლოდ უმრავლესობის უფლებების გაძლიერების ხარჯზე. პარლამენტის როლის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესებში. ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ორიენტირებული იყოს ყველა პოლიტიკური ძალის სრულფასოვან მონაწილეობაზე საკანონდებლო და საზედამხედველო პროცესში და გააძლიეროს ოპოზიციის როლი (რისი რეკომენდაციაც არაერთხელ წარვუდგინეთ პარლამენტს), იგი იმ უფლებებსაც უმცირებს ოპოზიციას, რაც მოქმედი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. უარესდება მცირე რაოდენობით წარმოდგენილი პარტიების მდგომარება, რაც დაასუსტებს საპარლამენტო ოპოზიციას. პარტიებს, რომლებსაც 7 მანდატზე ნაკლები ექნებათ პარლამენტში, სხვა პარტიასთან ერთად ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ერთმევათ. ფრაქციას ვერ შექმნიან ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი მაჟორიტარები. არჩევნებზე 7 მანდატის მისაღებად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 6%-მდე უნდა მიიღოს. იმის გამო, რომ ფრაქციის ფორმირებას ვერ შეძლებენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდებათ, როგორიცაა, მათ შორის: დებატებში მონაწილეობის დროის ხანგრძლივობა - უფრაქციო დეპუტატებს, ფრაქციებთან შედარებით, ნაკლები დრო ეკუთვნით; ვერ გამოიყენებენ სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლის უფლებას; ვერ წარადგენენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; გართულდება დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესი, რადგან დადგენილების ინიცირების უფლება დამოუკიდებელ დეპუტატებს 30 მხარდამჭერის შემთხვევაში აქვთ (პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი), მაშინ როდესაც ფრაქციას 7 წევრის შემადგენლობით აქვთ იგივეს უფლება; დამოუკიდებელი დეპუტატები ნდობის ჯგუფის წევრებს ვეღარ წარადგენენ; პარლამენტის ბიუროში დამოუკიდებელი დეპუტატები არ შედიან, შესაბამისად, ფრაქციის შექმნის გარეშე მათი წარმომადგენლობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი; ვერ ისარგებლებენ ფრაქციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსებით. პრობლემაა ოპოზიციის წარმომადგენლობის შემცირება პარლამენტის თანამდებობებზე პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციიდან, 3 მოადგილის ნაცვლად, ერთი მოადგილე ეყოლება,“- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ განცხადებაში.

დღეს დავით გარეჯობაა. სასულირო პირები და ადგილობრივები ამ წუთებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან იკრიბებიან.

 

სრული მობილიზაციია გამოცხადებული ჩიჩხიტურის მონასტერთან, სადაც დღეს დილიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრები და ქართული დანაყოფები იმყოფებიან. პატრულირების გაძლიერების მიზეზი, აზრებაიჯანის სასაზღვრო პოლიციის განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც, დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლაექსის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან პროვოკაცია იგეგმება.

 

,,შეგიძლიათ, ყველა სახის ინფორმაციაზე პრესცენტრს მიმართოთ. გარეჯობა, შეგიძლიათ, გარეჯში აღნიშნოთ, - ამბობს  ერთ-ერთი მესაზღვრე.

 

მრევლი კი დავით გარეჯის ოკუპაციაზე საუბრობს.

 

,,გარეჯი ახლა აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულია. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი. მხოლოდ დავითის ცრემლებამდე მისვლა შეგვიძლია. უფლის მადლით, გვაქვს იმედი, რომ ეს გამოსწორდება", - ამბობს ერთ-ერთი მომლოცველი.

 

მსველელობას გარეჯში, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი, გურამ ფალავანდიშვილი შეურთდა. ის არ გამორიცხავს, რომ ამ განცხადებაში "ქართული მარში" და თავად გურამ ფალავანდიშვილიც იგულისხმებოდეს.

გიორგი ახვლედიანი პარტიას „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ ტოვებს. ამის შესახებ გიორგი ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ამის მიზეზად მან მის წინააღმდეგ წარმოებული „ბინძური კამპანია“ დაასახელა, როდესაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომ ის თითქოს „ქართული ოცნების“ არაოფიციალური ექსპერტია.

 

გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ არ სურს, მისი გუნდი თავის მართლების რეჟიმში იყოს და ამიტომ მიაჩნია, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.

 

„რა თქმა უნდა, არჩევნებზე დიდ წარმატებას ვუსურვებ და რაც შეეხება ამ სიბინძურესთან და მსგავს სიბინძურესთან ბრძოლას, ამის წინააღმდეგ ჩემი ძალებით ვიბრძოლებ“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

აშშ-ს გენერალური პროკურორის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში გარე ძალები არიან ჩართულნი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

 

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადება, თითქოს შეერთებულ შტატებში ძალადობას გარე ძალები ახალისებენ, ვაშინგტონის მორიგი მცდელობაა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას.

 

„ასეთი განცხადებებით ისინი პირველ რიგში საკუთარი ხალხის მიმართ გამოხატავენ უპატივცემულობას“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

 

როგორც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ გარე ძალები ყველა მხარეს თამაშობენ საპროტესტო აქციებზე ძალადობის წასაქეზებლად.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა.

 

ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია "სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ამ ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

 

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, ათასობით მოქალაქეს გაუნულდება ხსენებული დავალიანება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს პანაიოტოპულოსმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ყველა სცენარისთვის, მათ შორის თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვისაც, რათა თავისი სუვერენული უფლებები დაიცვას.

 

„ბოლო დროს თურქეთის ქცევა საკმაოდ აგრესიული გახდა. ვფიქრობ, საბერძნეთისთვის ერთადერთი საშუალება, ასეთ აგრესიულ ქცევას გაუმკლავდეს, არის ის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი დიპლომატიური რესურსები გამოვიყენოთ, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ შეიარაღებული ძალების შემაკავებელი ძალა“, - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მდივანმა ტელეარხ Star-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

დამაზუსტებელ კითხვაზე, მზად არის თუ არა საბერძნეთი თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის, თავდაცვის მინისტრმა დადებითი პასუხი გასცა.

 

„ჩვენ ეს არ გვსურს, თუმცა გვსურს გავაგებინოთ, რომ ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა ჩვენი სუვერენული უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ. ყველაფერი შესაძლებელი კი სამხედრო ასპექტსაც მოიცავს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

რამდენიმე დღის წინ თურქეთის სამთავრობო გაზეთში განაცხადები გამოქვეყნდა ბერძნულ კუნძულებთან მახლობლად ნახშირწყალბადების გამოკვლევასა და მოპოვებაზე ლიცენზიის მიღების თაობაზე. 1-ელ ივნისს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთი სხვა ქვეყნის სუვერენული უფლებების მითვისებას ცდილობს და აღნიშნულს პროვოკაცია უწოდა, რადგან საუბარია საბერძნეთის კონტინენტურ შელფზე.

 

3 ივნისს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავნა თურქეთის პროვოკაციასთან დაკავშირებით. საბერძნეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან შესაძლო ესკალაციამ არა საბერძნეთისა და თურქეთის, არამედ ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობებში კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ხვალიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - გლდანსა და სამგორში - დაიწყებს. მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანების შეთანხმების დარღვევას აპირებდეს, უსაფუძვლოა.

 

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ პერიპეტიებს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. ეს ვნებათაღელვა მატულობს და მატულობს, ხშირ შემთხვევაში უადგილოდ. მიზანში ამოღებულია „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია იმდენად, რამდენადაც სამწუხაროდ, რამდენიმე სუბიექტმა ჩათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხელისშემშლელი ფაქტორი შეთანხმების მისაღწევად მაჟორიტარულ ოლქებზე და განსაკუთრებით, თბილისში. ამის საფუძველი არ არსებობდა პირველივე დღიდან. მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ყველა შეხვედრაზე წარმოვადგენდი და წარმოვადგენ პარტიის ინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგული რჩებოდა და რჩება ერთობის მიმართ. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გასულ არჩევნებზე თბილისში, მილიონ-ნახევრიან ქალაქში 200 000 ხმა მიიღო, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებულ ხმებზე მეტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და ხვალინდელი დღიდან „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - სამგორისა და გლდანის რაიონებში. „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომსვლელ ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ყველა ოლქში ძლიერი კანდიდატებით და ყველა სხვადასხვაგვარი ოპოზიცური განწყობის მქონდე ამომრჩეველი იქნეს დაკმაყოფილებული არჩევნების დღეს. ვფიქრობ, ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ამას ბევრი არ მოელოდა, მაგრამ ძალიან საწყენი იყო, რომ არ მოელოდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

„სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე არ ვგრძნობ, რომ „დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, - განაცხადა ტრამპმა.

 

„დიდი შვიდეულის“ წლევანდელი სამიტი ივნისში, აშშ-ში უნდა გამართულიყო. პანდემიის გამო შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შემდეგ თეთრმა სახლმა ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ „ლელოსგან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო.

 

როგორც ჩუგოშვილმა „გლობალპრესს“ განუცხადა, პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი სხვა პარტიებმაც დააფიქსირეს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და მეტიც, არ აქვს გადაწყვეტილი, საერთოდ მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

 

„პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი დაფიქსირებული იყო „ლელოსგან“, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა პარტიისგან, დეტალებზე ყოველგვარი საუბრის გარეშე. მე არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

"2013 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ამერიკული ინვესტიციების მიმართ", "საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე", - მორიგი მწვავე გზავნილი დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

 

წერილს მთავრობას ამჯერად უკვე ამერიკული კომპანია "ფრონტერა" სწერს, სადაც საუბარია ამერიკული ინვესტიციების მიმართ დისკრიმინაციასა და საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის ნგრევაზე.

 

წერილის ადრესატი პრემიერი გიორგი გახარიაა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სასამართლო გამოყენებულია როგორც იარაღი და ადგილი აქვს სახელმწიფოს მიტაცებას.

 

"პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად, ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა, თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას, ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა.

 

2013 წლიდან მოყოლებული, ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს", - ნათქვამია წერილში

 

წერილში მოყვანილია ფაქტები, როგორ კანონდარღვევით შემოვიდა საქართველოში რუსული ენერგოგიგანტი "როსნეფტი", განსაკუთრებული პირობები მიენიჭათ Gazprom-სა და SOCAR-ს, ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ კი კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა დაიწყო.

 

"გთხოვთ გაითვალისწინოთ:

 

რუსული ენერგოგიგანტი, Rosneft-ი შემოვიდა საქართველოში 2013 წელს და მას შემდეგ დაუსჯელად საქმიანობს მიუხედავად აშშ-ს სანქციებისა და საქართველოს კანონის დარღვევისა.

 

Rosneft-ს მიეცა უფლება სტრატეგიულად დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის დისტრიბუციის სტრუქტურებში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ სცნო. რატომ?

 

ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ Gazprom-სა და SOCAR-ს, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი ფრონტერას მცდელობა, რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციას და ექსპროპრიაციას. რატომ?

 

2016 წელს, ჩინურ CEFC გადაეცა 75% იანი საკონტროლო პაკეტი, ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში რომ გეზეიმათ ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ ფრონტერა

 

როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“ და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა. თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ?

 

Frontera Resources Corporation - 3040 Post Oak Blvd, Suite 1100 - Houston, Texas 77056 U.S.A 2017 წელს, თბილისში გამართულ საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმზე თქვენ განაცხადეთ საქართველოში ირანული ინვესტიციების 657%-იანი ზრდის შესახებ. ამავე წელს, თქვენმა მთავრობამ წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, ფრონტერას წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით. რატომ?

 

ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტი ამერიკულ კლეპტოკრატიულ პოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ? ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრელვადიანი ქართულ ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის „რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან?"

 

ახლა, როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება ფრონტერას წინააღმდეგ დასრულდა, იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ელის მრავალწლიანი წარმატებული ამერიკული კერძო ინვესტიციები", - ნათქვამია წერილში.

რუსეთი რეალურად მარტო ლუგარის ლაბორატორიას კი არ ესხმის თავს და მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

 

„ეს განცხადებები, რბილის ძალის გამოყენება და პროვოკაციები არის საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილი. რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას და დღეს, ეს ყველაზე მეტად დგას ჯანდაცვის სისტემაზე და ლუგარი არის საქართველოს ჯანდაცვის ნაწილი. რუსეთი რეალურად მარტო ლუგარის ლაბორატორიას კი არ ესხმის თავს და მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში, უნდა შესვლა და ჩარევა საქართველოს დემოკრატიაში, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში - ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ამით ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. რუსეთს უნდოდა და მომავალშიც მოუნდება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზეც და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პრორუსულმა ძალებმა არ ისარგებლონ იმ დესტრუქციით, რასაც ეგრეთწოდებული „პროდასავლური ოპოზიცია” აკეთებს დღეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია იყო კოვიდის წინააღმდეგ წარმატების შემქმნელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი რგოლი და ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას.

 

მისივე თქმით, ის ფაქტი, თუ როგორ იყენებს რუსეთი რბილ ძალას საქართველოში, უნდა იყოს ძლიერი არგუმენტი გადაწყვეტილების მისაღებად დასავლური პოლიტიკური წრეებისთვის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

„მე მინდა დაგარწმუნოთ, რუსეთი საქართველოს მომავალს ვერ შექმნის, ჩვენს მომავავალს ვქმნით ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, საქართველო გააგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას, საქართველო გააგრძელებს თავისი ინსტიტუტების გაძლიერებას. ჩვენ შევეცდებით, რომ განვითარების მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ევროკავშირსა და ნატოში - ეს დროის საკითხია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ევროკავშირი

არქივი

« « » » June 2019
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?