ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ თავისუფლება, რომ 26 მაისს აღარასოდეს მოჰყვეს 25 თებერვალი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

 

დავით ბაქრაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთელი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ამიტომ მისი დაცვა მნიშვნელოვანია.

 

"საქართველოს მთელი ისტორია - ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა, რომ მოგვიწია ცხოვრება თავისუფალ საქართველოში. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ ეს თავისუფლება, რომ 26 მაისს არასოდეს აღარ მოჰყვეს 25 თებერვალი. ჩვენი ვალდებულებაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ ნამდვილად თავისუფალი, ერთიანი, წელში გამართული და ევროპული სახელმწიფო. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.