აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა.

 

თორნიკე რიჟვაძემ ინგა შამილიშვილის თანამდებობა იმ განცხადების გამო დაატოვებინა, რომლის მიხედვითაც, რუსული დროშების ფრიალი პოლიტიზირებული არ არის.

 

შეგახსენებთ, რომ ინგა შამილიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის დროშების ფრიალი აბაშიძის ქუჩაზე პოლიტიზირებული არ არის. როგორც შამილიშვილმა აღნიშნა, ეს არის კულტურული ღონისძიება და მასში სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები ღებულობენ მონაწილეობას.

 

შეგახსენებთ, რომ 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ერთ-ერთი ანსამბლის სახით. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. რუსეთის წარმომადგენლებმა მოქალაქეების შენიშვნის შედეგად დროშები დასწიეს და ისე გააგრძელეს მსვლელობა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.