ჩამოვიდეს ეს კურდღელი და მატროსოვზე არც სტაფილოს მოვაკლებ, არც კომბოსტოს, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიხეილ სააკაშვილს მაშინ გამოეხმაურა, როცა სესიაზე “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ შსს-ს საკანონმდებლო პაკეტს იხილავდნენ.

 

“მინდა ამ თემით ვისარგებლო და ერთ აღტკინებულ, უსამშობლო, უპასპორტო დამნაშავეზე, ოღონდ ახლა პასპორტი მისცეს, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ახლანდელი კომენტარი წავიკითხე. როდესაც კაცი იქიდან ლაპარაკობს, სტაფილოს წვენი ვიღაცას არ გადაცდესო, ჩემი ჩამოსვლის ეშინიათო და რაღაც მსგავს სისულელეებს ამბობს... ეს მართლა, ბაჭიასაც ვეღარ ვიტყვი, რაღა დროს მაგის ბაჭიაობაა, ეს კურდღელი, ეს “კროლიკი“ - პირდაპირ მაგის ენაზე მინდა ვთქვა, ამბობს, ჩამოვალო. ჩამოვიდეს და მე ვაძლევ გარანტიას, რომ მატროსოვზე არც სტაფილოს და არც კომბოსტოს არ მოვაკლებ. ერთი რამ უნდა იცოდეს - ჩამოვა ჩაჯდება, არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება, აუცილებლად ყველა გზა მატროსოვისაკენ მიდის“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის წინაშე პასუხი უნდა აგოს, მას უკვე აქვს პასპორტი, არის კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე და მისი ჩამოყვანა უნდა მოხდეს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.