თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე ბათუმში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი განმარტებით, "ქართული ოცნება" კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას გააგრძელებს.

 

"რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ვერ ისარგებლებს ხელშეუხებლობით. თუმცა, ამავე დროს ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ გამოძიების შედგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას. ასევე, მინდა განვმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება და ჩვენ ვიქნებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნი. კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი",- განაცხადა რიჟვაძემ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.