პარლამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას, სასამართლო ხელისუფლებაში მისი მოსალოდნელი გადანაცვლების შესახებ, არ ადასტურებს. კობახიძის თქმით, მასთან მიმართებით მსგავსი ინფორმაციები პერიოდულად ვრცელდება, თუმცა როგორც წესი, არ მართლდება.

 

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი 2014 წლის დეკემბერში გავხდი, მას შემდეგ, ორი წელი თანამდებობიდან მხსნიდნენ და „არ მოვიხსენი“. მესამე წელია, პარლამენტის თავმჯდომარე ვარ და აქედანაც სამი წელი მივდივარ და ვერ წავედი. მდგომარეობა ასეთია და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. თეორიულ მსჯელობაში ვერ შევალ, დღეს მაქსიმალურად კონცენტრირებული იმ საქმეზე ვართ, რასაც ვაკეთებთ - საპარლამენტო მუშაობაზე. მნიშვნელოვანი სესია გვაქვს, რომელიც ივნისში დასრულდება. შემდეგ ივლისში სავარაუდოდ, მოგვიწევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის განხილვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლოს.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.