პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში რიგი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს რიგი კითხვები, რომელიც ეჭვებს იწვევს.

 

"როდესაც დაასრულა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა, უმრავლესობამ მივიღეთ დადგენილება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თუ იკვეთებოდა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით, სათანადო გამოძიება ეწარმოებინათ. ეს რეკომენდაცია კვლავ ძალაშია! ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ზედამხედველობაზე და რა თქმა უნდა, დამატებით შეგვიძლია მოვიკითხოთ, რა ეტაპზეა შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება. ამის საფუძველზე შესაძლოა, გამოკვეთოს პასუხისმგებლობა. ის, რომ გარკვეული საეჭვო გარემოებები იყო, ეს ბადებდა კითხვის ნიშნებს," - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.