ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.

 

როგორც  ნატალი საბანაძემ განაცხადა, პრემიერი ბრიუსელში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებადაა ჩასული, რომელიც დღესაა დაგეგმილი.

 

„არავითარი შეხვედრა ზელენსკისთან დაგეგმილი და შეთანხმებული არ არის. ჩემი ხაზით არ გაკეთებულა ყოველშემთხვევაში. მამუკა ბახტაძე ზელენსკისთან შესახვედრად არაა ჩამოსული ბრიუსელში. პრემიერ-მინისტრი ჩამოსულია აშშ-ის მიღებაზე. დღეს ეწყობა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება. პრემიერ-მინისტრმა მისი ამერიკაში ვიზიტის წინ მიიღო მოწვევა და ჩათვალა, რომ ლოგიკური იქნებოდა ბრიუსელში ჩამოსვლა, ამ მიღებაზე დასწრება, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან ორივე მხრიდან, როგორც ევროკავშრიდან, ასევე აშშ-დან. ამის შემდეგ გააგრძელებს ვიზიტს აშშ-ში“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბრიუსელში მდებარე სასტუმროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელინსკია გაჩერებული, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც იმყოფება. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ბახტაძე და ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის თემაზე ერთმანეთს შეხვდნენ.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.