"ქართულმა ოცნებამ" ინსპექტორის თანამდებობაზე აირჩია ადეიშვილის გაზრდილი, ბოლშევიკური შემართების პროკურორი", - ასე აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას არჩევას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

 

როგორც გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მმართველმა პარტიამ მთლიანად შეისისხლხორცა ადეიშვილის მემკვიდრეობა. დეპუტატის თქმით, წინა ხელისუფლების დროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით არსებული ვითარების შექმნაში დიდი წვლილი სწორედ ლონდა თოლორაიას აქვს შეტანილი.

 

„შვიდი წლის თავზე "ქართულმა ოცნებამ" ინსპექტორის თანამდებობაზე აირჩია, ადეიშვილის გაზრდილი, ბოლშევიკური შემართების პროკურორი. ადეიშვილი ამ ადამიანს ზრდიდა იმისთვის, რომ ემსახურა "ნაციონალური მოძრაობისთვის", ის იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზედამხედველი პროკურორი, როდესაც არასრულწლოვნებს ყველაზე მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ. "სნიკერსის" ქურდობის გამო, რომ 14 წლის ბავშვებს 10 წლით ციხეში უშვებდნენ, მისი დამსახურება იყო და დღეს შეისისხლხორცა „ქართულმა ოცნებამ" ადეიშვილის მემკვიდრეობა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

დღეს ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 21 იყო.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.