ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მართლმადიდებლურ სოლიდარობაზე, მაშინ როდესაც რუსეთი, რომელიც ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლური კულტურის მქონე ქვეყანაა, ახდენს მართლმადიდებლური საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ოკუპაციას, - აღნიშნული განცხადება მედიასთან უკაინელმა დეპუტატმა ვიქტორ იელენსკიმ სასტუმრო „რედისონთან“ გააკეთა.

 

„ჩემმა ქვეყანამ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას თავისი მოსახლეობის თითქმის მესამედი დაკარგა, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო. პირველი არის ის, რომ აგრესორის დამშვიდებაზე არ უნდა ვიზრუნოთ, ის უნდა შევაჩეროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მასთან არანაირ დათმობაზე არ უნდა წავიდეთ. მეორე -ეგრეთ წოდებულმა დიდმა სახელმწიფომ არ უნდა გადაწყვიტოს რა მიმართულებით წავალთ - ნატოში, ევროკავშირში თუ სხვაგან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ურთიერთთანამშრომლობა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის, ასევე სხვა ქვეყნებთანაც, რომელთა ტერიტორია ასევე ოკუპირებულია რუსეთის მიერ, - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.