სასწრაფოდ გადადგეს ირაკლი კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილმა სისხლის სამართლის წესით აგოს პასუხი, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. ის ამჟამად პარლამენტთან იმყოფება, სადადაც სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი და პარლამენტის წევრებს და იქ შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

 

კითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადება, რომ არ იცოდნენ შეხვედრაში რუსი დეპუტატის მონაწილეობის შესახებ, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა და ამიტომ ყველა ორგანიზატორმა პასუხი უნდა აგოს.

 

„ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცოდა, ამიტომ მინდა ყველა ორგანიზატორმა პასუხი აგოს ოკუპაციის კანონის საფუძველზე, მეორე სასწრაფოდ გადადგეს კობახიძე და მესამე, ქუცნაშვილმა სისხლის სამართლით აგოს პასუხი,“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

 

მისივე თქმთ, პარალმენტში არ უშვებენ და ეუბნებიან, რომ სისტემური პრობლემაა ამის მიზეზი.

 

„პარლამენტის წევრებს არ უშვებენ პარლამენტში, საშვი მაქვს და არ მიშვებენ მეუბნებიან სისტემური პრობლემააო. ვის ატყუებენ. ან ამ პოლიციელებმა რა დააშავეს არაკანონიერ დავალებას რომ ასრულებენ. ყველა იმ ნაძირალას მოეკითხება, ვინც ამ განკარგულებებს იძლევა და ყველა იმ ნაძირალას, ვინც აქ ჩამოიყვანა გავრილოვი, ვინც გამოუშვა საზღვარზე, ვინც დაუნიშნა სახელმწიფო დაცვა, ვინც ალაპარაკა ავლაბრის სასახლეში და მერე პარლამენტში მოათრია და საქართველოის პარლამენტის სპიკერის სავარძელში დასვა, ჭკუაზე ხართ საერთოდ, რას აკეთებთ გესმით? ეს თუ არაა ოკუპაცია, აბა რა არის? ვიცე-სპიკერის პარლამენტში არ შეშვება გაგიგიათ? რომელი ხელისუფლების დროს იყო.მომილოცია საქართველოს მოქალაქეებო, საქართველო თქვენი აღარ არის, უფლებები აღარ გაქვთ არავითარი,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ამჟამად პარლამეტთან პოლიციაა მობილიზებული. ცოტა ხნის წინ პარლამეტში შესვლას ცდილობდნენ მოქალაქეთა ნაწილი, რისი საშუალებაც მათ პოლიციელებმა არ მისცეს. ამჟამად პარლამენტთან სიმშვიდეა. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსეთის დუმის დეპუტატის "კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას უძღვებოდა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.