რუსეთის დელეგაციის მეთაურის სერგეი გავრილოვის განცხადებთ, რუსი პარლამენტარების საქართველოში ჩასვლის წინ გავრცელდა „ფეიკნიუსი“ იმის თაობაზე, რომ ის აფხაზეთში და დნესტრისპირეთის ომების მონაწილეა, - იტყობინება „რია ნოვოსტი“.

 

სერგეი გავრილოვმა ეს ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა რაიმე სამხედრო კონფლიქტში. გავრილოვმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთს და საქართველოს აერთიანებს ძმური მართლმადიდებლური კავშირი“. ამასთან ერთად რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახლა „ყველა მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ჩაშლის საფრთხის ქვეშ არის“. „ახლა დელეგაციის წევრები შევიკრიბებით იმის განსახილველად, თუ როგორ გავაგრძელოთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო სხდომის მუშაობა“, - აღნიშნა გავრილოვმა.

Email:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.